გიგანტური აკვარიუმი ინტერიერში – პლუსები და მინუსები

აკვარიუმი ინტერიერის გასაფორმებლად საუკეთესო დეტალია –  ის ინტერიერს სიმყუდროვესა და და მრავალფეროვნებას ანიჭებს. თუმცა აკვარიუმის მოვლა მხოლოდ აკურატულ და ყურადღებიან ადამიანს შეუძლია. საუბარი არაა საბავშვო აკვარიუმებზე, რომლებიც ლარნაკებს უფრო მოგვაგონებს, მხედველობაში მაქვს უზარმაზარი რეზერვუარები, რომლებიც ეგზოტიკური თევზებით, მცენარეებითა და მაჯნებითაა სავსე.

a

ძნელი წარმოსადგენია, რა ძალისხმევაა საჭირო მათ მოსავლელად – ეს თითქმის იგივეა, რომ მეორე სამსახურში დაიწყო მუშაობა, რომ აღარაფერი ვთქვათ დანახარჯებზე, რომელთა გათვლაც თავიდანვეა აუცილებელი. ასევე გასათვალისწინებელია სახლის ინტერიერის ფერთა გამა – რა თქმა უნდა, სასურველია, თევზების ფერები კედლების ან დეკორის ელემენტების ფერებთან იყოს შეხამებული.

25

რა თქმა უნდა, აუცილებელი არაა ყველა რეზერვუარი გრანდიოზული იყოს. საშუალო ზომის აკვარიუმი არც უზარმაზარ ხარჯებს მოითხოვს და ბევრად იოლი მოსავლელია, მით უმეტეს, თუ ოჯახის წევრები მოვალეობებს გადაინაწილებთ.

თუმცა, მიუხედავად ყველა იმ სირთულისა, რაც აკვარიუმის მოვლას ახლავს თან, ამგვარი დეტალი ინტერიერში მაინც მნიშვნელოვანია – ძნელი წარმოსადგენია სახლის დეკორის სხვა ელემენტი, რომლის ცქერაც ისე ამშვიდებს ადამიანს, როგორც აკვარიუმის ულამაზეს ბინადართა მიკროსამყაროს თვალყურის დევნება.

c

აკვარიუმი-რეზერვუარები, რომლებიც ჩვენს გალერეაში შევკრიბეთ საკმაოდ ძვირადღირებულია – მათი ფასი 4 ათასიდან 11 ათას დოლარამდე მერყეობს, ხოლო დანახარჯები მათ ყოველთვიურ მოვლაზე 500 დოლარს აღემატება.

უახლოეს მომავალში friday.ge დაიწყებს პოსტების სერიას აკვარიუმის მოწყობისა და მოვლის შესახებ,  ახლა კი დაათვალიერეთ არაჩვეულებრივი გიგანტური აკვარიუმები ჩვენს გალერეაში. ასევე წაიკითხეთ მსოფლიოში ყველაზე პატარა აკვარიუმის შესახებ.

1 10 11 12 13 17 16 15 14 18 19 20 21 22 23 b

Advertisements
Comments
One Response to “გიგანტური აკვარიუმი ინტერიერში – პლუსები და მინუსები”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] აკვარიუმის ზომებია 30х24х14 მმ. და მასში მხოლოდ 10 მლ. წყალი ეტევა. იმისთვის, რომ მიკროლანდშაფტი არ დაზიანდეს, აკვარიუმში წყალს შპრიცით ასხამენ. […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე