ფული ბედნიერებაა?

წარმოიდგინეთ, რა შედეგი ექნება გრანდიოზულ სოციოლოგიურ გამოკვლევას ერთადერთი შეკითხვით: „ფული ბედნიერებაა?“. დიდი ალბათობით, გამოკითხულთა დაახლოებით 90% დაუფიქრებლად უპასუხებს, რომ „არა, ფული ბედნიერება არ არის“ – ეს იქნება პლანეტის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, რომელსაც დიდი ან თუნდაც საკმაოდ სოლიდური თანხა არასდროს ქონია ხელთ და „ოქროს საწმისზე“ ასე იოლად უარს ამიტომაც ამბობს.

Money Falling on Happy Businessmanგამოკითხულთა 9%, ვისაც, სხვადასხვა მიზეზებისა და გარემოებების დამსახურებით, სოლიდურ საბანკო ანგარიშზე მიუწვდება ხელი, გულახდილად აღიარებს, რომ მათთვის „ფული ბედნიერებაა“. და მხოლოდ დედამიწის მოსახლეობის 1% იტყვის გულწრფელად და ქვენა აზრების გარეშე, რომ მხოლოდ ფული ბედნიერება არ არის და ბანკნოტების სქელ შეკვრას ბედნიერების მოპოვებაში დახმარება ყველა შემთხვევაში არ შეუძლია.

??????ეს მოსაზრებები თითქოს სრულიად ეწინააღმდეგება ყველა ნათქვამს, რაც ამ თემაზე გაგვიგია. ჩვენ ყველანი, საქმის ცოდნითა და დიდი სიამოვნებით ვაკრიტიკებთ მდიდარ ადამიანებს. არგუმენტირებულად ვამტკიცებთ, რომ ამ ცხოვრებისგან განებივრებულ ადამიანებს სულიერი მოთხოვნილებები არ აქვთ, მთელი მათი ცხოვრება მორიგი პორშესა თუ მეათე იახტის შეძენის მსგავსი სურვილებით შემოიფარგლება და ადამიანური გრძნობები მათთვის უცხოა. სიმართლე რომ ვთქვათ, ფარული კმაყოფილებითაც კი ვკითხულობთ სტატიას თუ ვუყურებთ ტელესიუჟეტს ამა თუ იმ  მდიდარი და ცნობილი ადამიანის უსიამოვნების შესახებ.

Inexpressible-money-cant-buy-happinessდა ამ ყველაფრის პარალელურად, ადამიანთა თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა სიმდიდრისკენ ისწრაფვის. მდიდრების გაკრიტიკებასთან ერთად რომელი ჩვენგანი იტყოდა უარს ლონდონში საკუთარი, სამსართულიანი ვილა ჰქონოდა ან მორიგ წვეულებაზე წასვლისას უძვირფასესი სამკაულებით მორთულიყო. შეიძლება საკუთარ თავთანაც არ ვაღიაროთ, მაგრამ ალბათ სიამოვნებით ვიტყოდით უარს ამ ჩვენს „მდიდარ სულიერ ცხოვრებაზე“, საშუალება რომ მოგვცემოდა სურვილის წამოვლისთანავე რომში ან პარიზში გადავფრენილიყავით, მილანის ბუტიკებში თავბრუდამხვევი თანხა დაგვეხარჯა ან საკუთარი იახტა მიგვეყენებინა ნიცის სანაპიროზე. და ამ შემთხვევაში, ფული კი არ აფუჭებს ადამიანს, არამედ უფულობა – კაცობრიობის 90%, ვისაც ფული არ აქვს და უზომოდ უნდა ქონდეს, საკუთარ თავში უსაზღვრო ფარისევლობას მალავს.

Money_Isn__t_Everything_by_Rycheeსაკმაოდ ბევრ ადამიანს, ბედმა გაუღიმა და თუ თავბრუდამხვევ ფუფუნებაში არა, საკმაოდ კომფორტულ გარემოში ცხოვრების საშუალება მისცა. ასეთი ხალხი არ დადის ფერარით ან ასტონ მარტინებით, მათ სრული კეთილდღეობისთვის ვოლვო, რენო ან ფორდიც ყოფნით. ისინი არ ყიდულობენ ვილებს ლაჟვარდოვან სანაპიროზე, ბინას მანჰეტენზე და კუნძულს კარიბის ზღვაში, სამაგიეროდ კარგად გრნობენ თავს ქალაქგარეთ მდებარე ორსართულიან სახლებში. ისინი ვერ მისცემენ თავს ფეხბურთის ან კალათბურთის გუნდის ყიდვის უფლებას, თუმცა შეუძლიათ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ნებისმიერ მატჩს დაესწრონ, იმოგზაურონ და მთლიანობაში, ღირსეულ პირობებში იცხოვრონ. ერთი სიტყვით, ისინი არ არიან მდიდრები – ასეთ ხალხს განვითარებულ ქვეყნებში „საშუალო კლასს“ უწოდებენ.

bigstockphoto_In_The_Money_2713420და მათი დანარჩენი მოსახლეობისგან განმასხვავებელი თვისება ისაა, რომ მშვენივრად ესმით, როგორ გაუმართლათ, რომ გარეუბნის ვიწრო ბინებში არ ცხოვრობენ და სამსახურში საზოგადოებრივი ტრანსპორტით არ დადიან. მათ შეუძლიათ საკუთარი კომფორტული ცხოვრების უპირატესობის სათანადოდ შეფასება და აღიარებენ, რომ ფული ნამდვილად ბედნიერებაა. ვერ დავიწყებთ მტკიცებას, რომ ადამიანების ამ 9%–ის ბედნიერება პირდაპირი გაგებით ფულად ნიშნებშია, მაგრამ მათთვის მატერიალური კეთილდღეობა და ცნება „ბედნიერება“ რომ განუყოფელია, უდავოა.

money-does-not-buy-happiness-or-does-it-empoweვისაც მართლა ესმის, რომ ფული ბედნიერება არ არის, ვისაც ამ თემაზე საუბარი საკუთარი თავისა და სხვების მოტყუების გარეშე შეუძლია, ის ხალხია, რომლებსაც შეუძლიათ თქვან: „მე ძალიან ბევრი ფული მაქვს“ ან „მე ძალიან ბევრი ფული მქონდა“. მხოლოდ საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის ოდენობაზე დამოკიდებული ყველა სურვილისა და ოცნების ასრულების შემდეგ შეიძლება რეალურად გააცნობიერო, რომ ფული ბედნიერების სინონიმი არ არის. ფულის დახმარებით შეიძლება ბევრი მძიმე დაავადებისგან მორჩე, მაგრამ მკურნალობას ყველა არ ექვემდებარება. მხოლოდ ფული ვერ გაპოვნინებს ადამიანს, რომელსაც ნამდვილად ეყვარები. ფულით ვერ იშოვი მეგობრებს, რომლებიც ნებისმიერ მომენტში შენს გვერდში იქნებიან და მხოლოდ მოსახერხებელ შემთხვევას არ დაუცდიან, რომ დიდი თანხა გესესხონ და გაქრნენ. ფული ვერ გაგრძნობინებთ ნამდვილ ოჯახურ მყუდროებას, თუ ამ ოჯახში ერთმანეთის არ ესმით და ვერ ხედავენ…

და ბოლოს, უდავოა, რომ მხოლოდ ფულს ბედნიერება არ მოაქვს, თუმცა ეს გულწრფელად მხოლოდ მას სჯერა, ვინც ამ დასკვნამდე გამოცდილი გზით, ფულის მოყირჭებით მივიდა და კიდევ უკიდურესად იშვიათ ადამიანებს, ვისაც ამ მარტივი ჭეშმარიტების ერთი შეხედვით აღქმის უნარი აქვს.

Advertisements
Comments
2 Responses to “ფული ბედნიერებაა?”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] მომგებიანი სხვა გზა –  ყველასთვის არსებობის ღირსეული პირობების უზრუნველყოფის შესაძლებლობის […]

  2. […] მსოფლიოში დანაშაულებრივი გზით გამდიდრების უამრავი შემთხვევა ყოფილა, მაგრამ ასეთი რამ ძირითადად […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე