სტრატეგიული დაგეგმვის ეტაპები

ბიზნესის აწყობა სტრატეგიის გულდასმით და სკურპულოზურად დაგეგმვის გარეშე არ გამოგივათ. სტრატეგიული დაგეგმვის პირველი ეტაპი – გარემოს ანალიზია. ამ საფეხურზე მენეჯერის მიზანია გარემოს ყველა შესაძლო პოზიტიურ და ნეგატიურ ტენდენციაზე სრული ინფორმაციის მოძიება და მისი შეხამება ორგანიზაციის საქმიანობის ძლიერ და სუსტ მხარეებთან, რათა კომპანიამ კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნოს და ცვლილებებთან ადაპტაციაც იოლად მოახერხოს.

PICTURE No. 54 HOME

ამ მიზნისთვის შეგიძლიათ სხვადასხვა ანალიტიკური ინსტრუმენტები გამოიყენოთ, რომლებიც მართვის სტრატეგიული გადაწყვეტილებების სისტემურად და კომპლექსურად შემუშავებაში დაგეხმარებათ (მაგალითად, SWOT-ანალიზი და  PEST-ანალიზი).SWOT analysis business diagram

სტრატეგიული მართვის მეორე ეტაპი ორგანიზაციის მისიისა და გრძელვადიანი გეგმების ჩამოყალიბებაა. პროგრამული დოკუმენტების შემუშავებამდე მენეჯერებმა უნდა ჩამოაყალიბონ ორგანიზაციის მისია – ესაა ორგანიზაციის დანიშნულებისა და ფილოსოფიის კონსტატაცია, სარეკლამო სლოგანი, რომელიც კომპანიის საქმიანობის შინაარსს ასახავს.

არიან ადამიანთა გარკვეული ჯგუფები, რომელთა ინტერესებიც მისიის განსაზღვრისას აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული – მფლობელები, თანამშრომლები, საქონლის/მომსახურების მყიდველები, საქმიანი პარტნიორები, ადგილობრივი საზოგადოება და მთლიანად საზოგადოება.

მარკეტინგის ცნობილი სახელმძღვანელოების ავტორის, ეკონომისტის ფილიპ კოტლერის თანახმად, ორგანიზაციის მისია შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით ისაზღვრება:K 23397

  • ფირმის ისტორია
  • მესაკუთრეთა და მმართველთა ქცევის სტილი და ქმედებები
  • ორგანიზაციის გარემოს მდგომარეობა
  • ორგანიზაციის რესურსები
  • ორგანიზაციის განმასხვავებელი თავისებურებები.

მისიის დეტალურ გაშიფვრაში ასახული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:

  • მიზნობრივი ორიენტირები (ორიენტაცია მომხმარებელზე, ორიენტაცია წარმოებულ პროდუქტსა თუ მომსახურებაზე)
  • ორგანიზაციის ფილოსოფია (ფასეულობები)
  • საქმიანობის სფერო
  • გამოყენებული ტექნოლოგიები
  • კონკურენტული უპირატესობები.

მისიის საფუძველზე ორგანიზაციის მიზნების სისტემა ყალიბდება. მიზანი – ესაა მოქმედების წამახალისებელი მოტივი, ორგანიზაციის ცალკეული მახასიათებლების კონკრეტული მდგომარეობა, რომელთა მიღწევაც მისთვის სასურველია და რისკენაც მისი საქმიანობაა მიმართული. მიზნებისადმი მოთხოვნები შემდეგია: ისინი უნდა იყოს მიღწევადი, რესურსებით უზრუნველყოფილი, შესაბამისი და შეთანხმებული (კომპანიის მისიასთან, ერთმანეთთან, მათ მომავალ შემსრულებლებთან).

სტრატეგიული მართვის მესამე ეტაპი სტრატეგიული ალტერნატივების შემუშავება და ორგანიზაციის განვითარების სტრატეგიის შერჩევაა. სტრატეგიული ალტერნატივების განსაზღვრისთვის ყველაზე ხშირად ასოფის მატრიცასა და ბოსტონის საკონსულტაციო ჯგუფის (BCG) მატრიცას იყენებენ. განვითარების ალტერნატივების განსაზღვრის შემდგომი საფეხური მათი სტრატეგიულ გეგმებამდე დაყვანაა.

Arrows_moving_over_wall_small

სტრატეგია ორგანიზაციის განვითარების გრძელვადიანი, ხარისხიანად განსაზღვრული მიმართულებაა, რომელსაც ის მიზნების რეალიზაციამდე მიყავს და ასევე, გარემო შეცვლისა და იქ გაჩენილი ალტერნატივების ხარჯზე უპირატესობის მოპოვების შესაძლებლობასაც გულისხმობს.

მენეჯმენტის დონის თვალსაზრისით სტრატეგიის რანჟირება შემდეგნაირად ხდება:

  • კორპორაციული სტრატეგია – ხორციელდება დივერსიფიცირებულ კომპანიებში და გულისხმობს: კომპანიის სტრუქტურული ქვედანაყოფების მაღალპროდუქტიული სამეურნეო პორტფელების შექმნა და მართვა; მონათესავე სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის სინერგიზმის მიღწევა; საინვესტიციო პრიორიტეტების ჩამოყალიბება.
  • საქმიანი სტრატეგია: ფირმის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებისა და კონკურენტული  უპირატესობების შენარჩუნებისაკენ მიმართული ღონისძიებების შემუშავება; გარე ცვლილებებზე რეაგირების მექანიზმის ფორმირება; კომპანიის ძირითადი ფუნქციური ქვედანაყოფების სტრატეგიული საქმიანობის გაერთიანება.
  • ფუნქციური სტრატეგია: საქმიანი სტრატეგიის მხარდამჭერი საქმიანობა; ქვედანაყოფის მიზნების შესრულებისკენ მიმართული საქმიანობა.
  • საოპერაციო სტრატეგია: ქვედანაყოფის (ფუნქციური, ტერიტორიული) ვიწროსპეციალიზებული პრობლემების მოგვარებისკენ მიმართული საქმიანობა.

პროდუქტის, ბაზრის, დარგისა, მასში არსებული სიტუაციისა და გამოყენებული ტექნოლოგიების მდგომარეობის ცვლილების თვალსაზრისით განასხვავებენ ასევე ზრდის, სტაბილიზაციისა და შეკვეცის სტრატეგიას.

chess

Advertisements
Comments
One Response to “სტრატეგიული დაგეგმვის ეტაპები”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] წიგნი „სტრატეგის ფიქრები“ კი სტრატეგიულ მენეჯმენტში ერთ-ერთ საუკეთესო წიგნად არის […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე