მადრიდი თუ ბარსელონა?

ესპანეთში დასვენების მსურველები ყოველთვის დგებიან ამ არჩევანის წინაშე. წაიკითხეთ ჩვენი პოსტი და მხოლოდ შემდეგ გადაწყვიტეთ 🙂

Spain 97ენა

მადრიდში კასტელიანოს ენაზე ლაპარაკობენ – სწორედ იმაზე, ჩვენ რომ ესპანურს ვეძახით. ინგლისურ ენას, ადგილობრივები სკოლაში კი სწავლობდნენ, მაგრამ ამ საგანში ყველას კარგი ნიშნები არ ყავდა. თუმცა რაიმე ადგილამდე როგორ მიაღწიოთ, ამის ახნას თქვენთვის ალბათ მაინც შეძლებენ.

Palacio_de_Comunic_1644808aბარსელონა კატალონიის დედაქალაქია. რამდენიმე წელიწადში ეს რეგიონი შეიძლება სულაც ცალკე სახელმწიფოდ იქცეს. ადგილობრივი მცხოვრებლები თავს უფრო კატალონიელებად მიიჩნევენ, ვიდრე ესპანელებად, რაც პირველ რიგში კატალონიურ ენაში აისახება, თუმცა, ესპანური-კასტელიანო მაინც იციან. ტურისტების დიდი რაოდენობის წყალობით ადგილობრივთა დიდმა ნაწილმა ინგლისური ენა კარგად იცის, და სხვათა შორის, საძულველ კასტელიანოზე ლაპარაკს უმეტესად ინგლისურს ამჯობინებენ.

OLYMPUS DIGITAL CAMERAსაცხოვრებელი

მადრიდში ნებისმიერ გემოვნების შესაფერისი სასტუმრო შეგიძლიათ ნახოთ. მათ ვისაც ქალაქის ცენტრში ცხოვრებაც უნდა და მაინცდამაინც ბევრი ფულის დახარჯვაც არ სურს, ჰოსტელებზე უნდა გააკეთონ აქცენტი: სუფთა, კომფორტული ოთახები ინდივიდუალური სააბაზანოთი და საპირფარეშოთი დღე-ღამეში სულ რაღაც 30-35 ევრო ღირს. თუმცა გარეუბანშიც რომ დასახლდეთ, მარდრიდში მეტროს ხაზები ისე ინტენსიურად სერავს ქალაქს, რომ ნებისმიერ წერტილში მისვლა არ გაგიჭირდებათ.

hostel-in-madridბარსელონაში შედარებით იაფი ბინის მოძებნა უფრო ძნელია. ქალაქის ცენტრში სასტუმროს ნომრების ან კეთილმოწყობილი ჰოსტელების ფასი დღეში 60 ევროდან იწყება, და თუ ასეთ ფასად იპოვეთ, ჩათვალეთ, რომ ძალიან გაგიმართლათ. ანუ ბარსელონაში ერთი დღე-ღამის გატარების სავარაუდო ფასი 80-120 ევროა. ფულის ეკონომიას გარეუბანში დასახლებითაც ვერ გააკეთებთ. თუ იქვე ზღვაა, ბინა იაფი არ ეღირება, ხოლო თუ ზღვის სანაპიროდან ძალიან მოშორებულ ადგილას დასახლდით, გზაზე ბევრი დრო და ფული დაგეხარჯებათ.

w-barcelonaსაჭმელი

მადრიდში შეძლებთ შეჭამოთ ყველაფერი, რაც ტრადიციულ ესპანურ სამზარეულოსთან ასოცირდება: ყველანაირი მისაყოლებელი-ტაპასები, არაჩვეულებრივი ტკბილეული. მადრიდან ზღვის სანაპირო შორია, ამიტომ სამზარეულოს ძირითადი შემადგენელი ხორცია. ესპანეთის დედაქალაქში შენარჩუნებულია ბევრი ძველი, სასიამოვნო ტრადიცია, მაგალითად, ბართან დგომა – აქ ყველა კერძი უფრო იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე მაგიდასთან სადილობისას.

GTBuzz3_CNT_10oct12_RodrigoDiazWichmann_b_646x430აქ კიდევ ერთი უცნაური ტრადიცია აქვთ – ხელსახოცების იატაკზე დაყრა. ეს ღირსეულ საქციელადაც მიიჩნევა და სავალდებულოც კი არის, თუ გინდათ მზარეულისადმი პატივისცემა გამოხატოთ: რაც მეტი ხელსახოცი გდია იატაკზე, ესე იგი, მით უკეთ კეთდება კერძები.

ბარსელონაში, რასაკვირველია, სამზარეულოც კატალონიურია. ადგილობრივი მოსახლეობის საყვარელი საჭმელი ძალიან უბრალო პან კონ ტომატოა – თეთრი ბატონის ნაჭერზე გადასმული გახეხილი ნიორი და პომიდორი. არ დაგავიწყდეთ კატალანის კრემის დესერტის გასინჯვაც – ესაა კრემ-ბრულეს მსგავსი ტკბილეული, რომელიც სპეციალურ თიხის ჯამში ცხვება. ბარსელონას სანაპიროსთან ახლოს მდებარე ტერიტორიაზე ძალიან ბევრი კერძი კეთდება ზღვის ყველა შესაძლო პროდუქტისგან. ბარსელონას მთავარი გასტრონომიული უპირატესობა, რასაკვირველია, მისი ბაზრებია, განსაკუთრებით კი ლა რამბლაზე განლაგებული.

market-la-ramblaღირშესანიშნაობები

მადრიდი, პირველ რიგში, სახელმწიფოს დედაქალაქია, რომელიც ადმინისტრაციულ ფუნქციას ასრულებს და მხოლოდ შემდეგ ტურიზმის ცენტრი. აქ მოგზაურები ბევრნი არიან, მაგრამ თავიანთი წესების კარნახს ვერ ახერხებენ. მადრიდში მოგეცემათ შესაძლებლობა ნამდვილი ესპანელების ცხოვრების სტილსა და წეს-ჩვეულებებს გაეცნოთ.

petiro-park-madridთუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მადრიდი ღირშესანიშნაობებსაა მოკლებული: კვირები არ გეყოფათ, რომ ყურადღებით დაათვალიეროთ მთავარი მოედნები პუერტა-დელ-სოლი და პლასა მაიორი, მუზეუმები პრადო და ტისსენ-ბორნემისსა, გაისეირნოთ პეტიროს პარკის სკულპტურებსა და პავილიონებს შორის, შეიხედოთ სამეფო სასახლეში და ბოლოს რასტროს საკვირაო ბაზრობასაც ეწვიოთ.

city-tour-barcelona-40ბარსელონაში გაცილებით სახელგანთქმული ღირშესანიშნაობებია, ვიდრე მადრიდში: ესაა ბოლომდე აუშენებელი გრანდიოზული საგრადას ტაძარი (არქიტექტორი გაუდი), ბატლოსა და მილას სახლების მოდერნ სტილის კვინტესენცია, გაუდის კიდევ ერთი ქმნილება – გუელის პარკი და დღემდე შემონახული შუასაუკუნეების გოთიკური კვარტალი, უძველესი ციხე-სიმაგრე მონტჟუიკის მთაზე, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო აკვარიუმი და კიდევ უამრავი შესანიშნავი სანახაობა.

Gaudi-Sagradaბარსელონაში მოსახერხებელია ფეხით სეირნობა ან ტურისტული ავტობუსის ბილეთის შეძენა და ყველა მნიშვნელოვანი ადგილის ერთად ნახვა. კატალონიის დედაქალაქში ყველაფერი ტურისტებისთვის და ტურისტების გამოა. მთავარი ნაკლი კი სწორედ ისაა, რომ ეს ტურისტები ძალიან ბევრნი არიან – მუდმივად რიგებში დგომა მოგიწევთ და გამვლელ-გამომვლელთა ბრბოში მოხვედრილმა ამ ქალაქის ნამდვილი ცხოვრება შეიძლება ვერც შეამჩნიოთ.

turists-in-barselonaექსკურსიები ქალაქგარეთ

მადრიდის ირგვლივ ბევრი ძველი, საყურადღებო ქალაქი და სოფელია – სასახლე-მონასტერი ესკორიალში, შუასაუკუნეობრივი ტოლედო, სერვანტესის ქალაქი ალკალა-დე-ენარესი, არანხუესეს მეფის საზაფხულო რეზიდენცია, რომელიც ციხე-სიმაგრეებითაა გარშემორტყმული, ჩინჩონის მონასტრები და სხვა მრავალი. ეს ღირშესანიშნაობები მადრიდიდან რამდენიმე ათეული კილომეტრის რადიუსშია და მათ დასათვალიერებლად წასვლა მატარებლით ან ავტობუსით დამოუკიდებლადაც არ გაგიჭირდებათ.

city-of-Cervantesთუ ბარსელონაში ჩასვლას გადაწყვეტთ, შეგიძლიათ ექსკურსიაზე წახვიდეთ ქალაქიდან სულ რაღაც 50 კილომეტრით დაშორებულ მონსერატის მონასტერში, დაათვალიეროთ სალვადორ დალის მუზეუმი ფიგერასში, გალას და დალის ციხე-სიმაგრე პუბოლაში, მხატვრის სახლ-მუზეუმი კადაკესში, ასევე ესტუმროთ ატრაქციონების უდიდეს პარკს „პორტ ავენტურას“.

Port-Aventuraასევე დაგაინტერესებთ ძველი ქალაქები ჟირონა და ტარრაგონი. გზად ახლომდებარე ქვეყანაში – ანდორაშიც შეგიძლიათ შეიაროთ. თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ ზოგიერთ ადგილამდე დამოუკიდებლად მიღწევა მთლად მოსახერხებელი არ არის, სოფლების მცხოვრებლებმა კი ნაკლებად იციან ინგლისური ენა, ამიტომაც ტურისტების უმრავლესობა ორგანიზებულ ექსკურსიებზე სიარულს ამჯობინებს.

1დასვენება ზღვაზე

თუ ესპანეთის დედაქალაქში სტუმრობის გარდა, ზღვაზე დასვენებაც გსურთ, აჯობებს ესპანეთში რამდენიმე კვირით წახვიდეთ და დროის ნაწილი მადრიდს დაუთმოთ, ნაწილი კი ზღვაში ბანაობას. დედაქალაქი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და უახლოეს სანაპირომდე ოთხიოდე საათი მოგიწევთ მგზავრობა.

barcelona-beachბარსელონა და ზღვაზე დასვენება კი შეგიძლიათ ისე მიიღოთ, როგორც „ორი ერთში“ –  შესანიშნავი ქვიშიანი პლაჟები პირდაპირ ქალაქის ტერიტორიაზეა. თუმცა ისინი საკმაოდ ხალხმრავალია და თუ უფრო მშვიდ ადგილზე მოგინდებათ ცურვა და შემდეგ პლაჟზე გარუჯვა, სანაპიროს გასწვრივ მატარებლით ცოტა უნდა იაროთ.

tossa-de-mar

Advertisements
Comments
One Response to “მადრიდი თუ ბარსელონა?”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] – ხალხური ნაკეთობების მოყვარულები ბარსელონაში, მთა მონტჟუიკის ძირას მდებარე […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე