საბრძოლო ტანკი Vickers Mk–7

vickers_mk7_l2

ტანკ Mk–7 ვიკერსის ტაქტიკურ–ტექნიკური მახასიათებლები

საბრძოლო წონა, ტ. – 54, 64.

ეკიპაჟი – 4 ადამიანი.

გაბარიტული ზომები, მმ:

სიგრძე წინ გაშვერილი ქვემეხის გათვალისწინებით – 10,950

სიგანე – 3,420

სიმაღლე – 2,540

კლინერსი – 500.

ჭურვსაწინააღმდეგო ჯავშანი.

შეიარაღება: 120 მმ–იანი ნაჭდევიანი ქვემეხი; ორი 7,62 მმ–იანი ტყვიამფრქვევი.

საბრძოლო კომპლექტი: 50 გასროლა, 2000 პატრონა.

ძრავი: MB-873 Ka-51,12–ცილინდრიანი; V-ს მსგავსი, დიზელის; სიმძლავრე 1500 ცხენის ძალა 2600 ბრუნი.წუთში.

კუთრი დაწოლა: გრუნტზე, კგ/სმ2 – 0,86.

სიჩქარე:  გზატკეცილზე, კმ/სთ – 80.

სვლის მარაგი: გზატკეცილზე, კმ – 550.

გადალახვადი დაბრკოლებები:

კედლის სიმაღლე, მ – 1,10;

სანგრის სიფართე, მ – 3,0;

ფონის სიღრმე, მ – 1,70.

პირველად ტანკი Mk–7 ვიკერსი საზოგადოებამ 1985 წელს ნახა. თავიდან ის იყო გერმანული ტანკის „ლეოპარდ–2“–ის კორპუსისა და „ველიანტის“ პროტოტიპი ტანკის კოშკურის ჰიბრიდი. საბოლოო სახელწოდება „ვიკერს Mk–7/2“ ტანკს 1986 წელს დაერქვა მოდერნიზაციის შემდეგ, რომლის დროსაც მისი კოშკურის წინა და გვერდითა ნაწილებზე „ჩობჰემის“ ჯავშნის ხარჯზე ჯავშანით დაცვა გაძლიერდა.

vickers_mk7_l1

ტანკს „ვიკერს Mk–7/2“ კლასიკური კონსტრუქცია აქვს: სამართავი კაბინა ტანკის წინა მხარესაა, საბრძოლო ნაწილი კორპუსის შუაში, ხოლო ძალოვანი განყოფილება მანქანის კიჩოზე.

ტანკის ძირითადი შეიარაღება არის მთლიანად ელექტრული ამძრავებით, ეჟექტორითა და თერმოიზოლაციის უზრუნველმყოფი შალითით აღჭურვილი, ორ სამიზნე სიბრტყეში სტაბილიზირებული 120 მმ–იანი ნაჭდევიანი ქვემეხი L11A5. დამკვეთის სურვილის მიხედვით, ტანკის შეიარაღებას შეიძლება დაემატოს 120მმ–იანი გლუვლულიანი ქვემეხები: გერმანული Rh–120 ან ფრანგული GIAT 120. ქვემეხის საბრძოლო კომპლექტი ტანკსაწინააღმდეგო ჭურვის 50 გასროლაა. ჭურვების თითქმის ნახევარი (23 ცალი) მექანიკოს–მძღოლის ადგილის მარცხნივ, საბრძოლო მარაგების საცავში ინახება. საბრძოლო კომპლექტის მეორე ნაწილი, 2000 პატრონასთან ერთად კოშკურის ფსკერშია.

დამხმარე შეიარაღება წარმოდგენილია 7,62მმ კალიბრის ორი ტყვიამფრქვევით. აქედან ერთ–ერთი შეჯვარებულია ქვემეხთან, მეორე კი კოშკურაზეა დამაგრებული. კვამლის ფარდის შესაქმნელად კოშკურის წინა ნაწილზე დაყენებულია ორი, ექვსლულიანი ბომბდამშენი.

vickers_mk7_l3

საცეცხლე მართვის სისტემა ფირმა „მარ–კონის“ სისტემა „კენტავრი–1“ის სრულყოფილი ვარიანტია. მის შემადგენლობაშია ორი ლაზერული სიგრძისმზომი, ელექტრონული ბალისტიკური გამომთვლელი, თვალთვალისა და დამიზნების სტაბილიზირებული მოწყობილობები SFIM VS580-10 და „ნანოქვესთი“ L30, მეორე თაობის სტაბილიზირებული თბოხედვის სამიზნე „ფილიპსი“ UA-9090, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია მიზნის აღმოჩენა 8 კმ მანძილზე, ასევე ქვემეხის ღერძის სამიზნის ოპტიკურ ღერძთან შეთავსების სისტემა. ამასთან ერთად, გათვალისწინებულია სკანირების ავტომატური სისტემის დაყენების შესაძლებლობა, რაც განკუთვნილია ეკიპაჟისთვის ტანკის წინა სივრცის თბოსურათში ნებისმიერ ცვლილების შესახებ შეტყობინებისთვის. ტანკის მეთაურს შეუძლია დამოუკიდებლად აწარმოოს სამიზნის ძებნა, დამიზნება და ცეცხლის გახსნა. მის სამუშაო ადგილზე დამატებით დაყენებულია ექვსი პერისკოპი მათი ხედვის სექტორზე დაკვირვების ძირითადი მოწყობილობის ავტომატური მომართვის სისტემით.

ტანკზე დაყენებულია გერმანული 12 ცილინდრიანი V–ს მსგავსი დიზელის ძრავი MB-873 Ka–501 1500 ცხენის ძალის 2600 ბრუნით წუთში, ფირმა „რენკის“ ჰიდრომექანიკურ ტრანსმისია HSWL-354/3–თან ბლოკში. ტრანსმისიის შემადგენლობაში შედის ორსაფეხურიანი ჰიდროკინეტიკური გადაცემა ბლოკირების მუფტით, გადაცემის ოთხსიჩქარიანი პლანეტარული  კოლოფი, ჰიდროდინამიკური მუხრუჭი, ასევე, ჰიდროსტატიკურ–ჰიდროკინეტიკური გადაცემის მართვის მექანიზმი.

vickers_mk7

სავალი ნაწილი მოიცავს შვიდ საყრდენ სატკეპნს და ოთხ დამჭერ როლიკს გვერდებზე, ასევე, რეზინალითონის სახსრებიან მუხლუხებს. პირველი, მეორე, მესამე, მეექვსე და მეშვიდე სატკეპნი აღჭურვილია მბრუნავი ამორტიზატორით, რომელიც ბალანსირების მოწყობილობასთანაა შეერთებული. უძრავი მდგომარეობიდან მოძრაობის დაწყებისას ტანკი 11,8 წამში 100 მეტრს გადის. მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე გზატკეცილზე 80 კმ/სთ–ია, სვლის მარაგი კი 550 კმ.

ტანკის ჯავშანსაფარი დიფერენცირებულია სისქისა და გეომეტრიის მიხედვით და „ჩობჰემის“  ტიპის მრავალფენიანი ჯავშნითაა შესრულებული. კორპუსის ბორტები დაცულია დამატებითი ცრუბორტებით.

ტანკი „ვიკერს Mk 7“ აღჭურვილია მასობრივი განადგურების იარაღისგან დაცვის სისტემით, ფირმა „გრეივინერის“ ავტომატური ცეცხლმაქრი სისტემით და რადიოკავშირის საშუალებებით.

Advertisements
Comments
One Response to “საბრძოლო ტანკი Vickers Mk–7”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] ასევე საბრძოლო ტანკის Vickers MK-7–ის […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე