შემდეგი სადგური – სასადილო. საბავშვო ლანგარი Train Breakfast Set

მართალია, მშობლების აზრით ბავშვებმა სადილობის დროს უნდა ჭამონ და არა ითამაშონ, მაგრამ ამას არ ეთანხმება გერმანული დიზაინერული სტუდია Neue Freunde, რომელმაც სათამაშო ჭურჭელი გამოუშვა.  ხის ლანგარი-სათამაშო რკინიგზაა.

Train_Breakfast_Set_3

Train Breakfast Set შედგება ხის პლატფორმისგან, რომელიც იმავდროულად  ლანგარი და სადგამიც არის საჭმლიანი თეფშისთვის.

პლატფორმის ზედა ნაწილი სარკინიგზო ხაზით მთავრდება. დამატებითი მოდულებით სარკინიგზო ხაზის გაგრძელება შეიძლება, თან იგივე მოდულები ფინჯნის ხის სადგამის დანიშნულებასაც ასრულებს. პლატფორმას კი ისე უერთდება, როგორც ფაზლის ნაწილები.

Train_Breakfast_Set_1

დიზაინერებმა ასევე გაითვალისწინეს სატრანსპორტო საშუალება – რეზინის ბორბლებიანი ვაგონი. ეს ვაგონი, მართალია, მატარებელს დიდად არ გავს, მაგრამ სამაგიეროდ მას შეუძლია მირთვას ბავშვს სადგურზე ბუტერბროდი, ნამცხვარი, რამდენიმე ნაჭერი პური ან ლამბაქი ხილის თუ ბოსტნეულის სალათით.

Train Breakfast Set-ის ნაკრები შეიძლება ერთ მთლიანობად გაერთიანდეს – მაშინ სასადილო მაგიდა დიდ რკინიგზად გადაიქცევა, რომელსაც საჭმელი ხის ვაგონებით ერთი სადგურიდან მეორეში გადააქვს.

Train_Breakfast_Set_6

სხვათა შორის, Train Breakfast Set-ის პლატფორმა აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გამოიყენოთ, როგორც პურის მისატანი საშუალება ან ხის სადგამები ცხელი ფინჯნებისთვის.

Train_Breakfast_Set_5

ნაკრების ღირებულება 29,5 ევროა.

Train_Breakfast_Set_4 Train_Breakfast_Set_2

Advertisements
Comments
2 Responses to “შემდეგი სადგური – სასადილო. საბავშვო ლანგარი Train Breakfast Set”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] შეიძლება გამოიყენოთ და ფაზლის პრინციპით გადააბათ ანალოგიურ […]

  2. […] ხაზები”, რომლებზეც რამდენიმე სატვირთო მატარებელი გადაადგილდება. რკინიგზის ხაზებს […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე