ხელოვნების შედევრების ქურდობა

ხელოვნების შედევრების ქურდობაში ორიგინალური და გასაკვირი არაფერია, თუ მათ ღირებულებასა და მდიდარ ისტორიას გავითვალისწინებთ. Friday მოგიყვებათ XX საუკუნეში მომხდარი ხელოვნების შედევრების რამდენიმე მსხვილი ქურდობის შესახებ.

გოია „ველინგტონის ჰერცოგის პორტრეტი“

1961 წელს ამერიკელმა ნავთობმაგნატმა, ცნობილმა კოლექციონერმა ჩარლზ რაითსმენმა გოიას „ველინგტონის ჰერცოგის პორტრეტი“ 392 ათას დოლარად შეიძინა. თუმცა შენაძენის ამერიკაში წაღება ვეღარ მოახერხა, რადგან ყიდვა-გაყიდვის ამ ფაქტმა ინგლისში იმხელა სკანდალი გამოწვია, რომ ბრიტანეთის მთავრობამ სასწრაფო მოუყარა თავი საჭირო თანხას და ეროვნული სიამაყის საგანი ამერიკელი კოლექციონერისგან გამოისყიდა.

619px-Duke_of_Wellington_2ცნობილი ტილო ეროვნულ გალერეაში, თავს კანონიერ ადგილს დაუბრუნდა, მაგრამ არც იქ ყოფნა დასცალდა დიდხანს, რადგან მალევე მოიპარეს. გამტაცებელი ითხოვდა იმავე რაოდენობის თანხას, რამდენადაც ბრიტანეთის მთავრობამ ნახატი რაითსმენისგან შეიძინა და ამტკიცებდა, რომ მიღებულ თანხას მხოლოდ ქველმოქმედებაში დახარჯავდა. გამტაცებელმა – ავტობუსის ძველმა მძღოლმა, იმჟამად უმუშევარმა ქემპთონ ბანთონმა 1965 წელს ტილო თავისი ნებით დააბრუნა უკან. მან ნახატის ადგილმდებარეობა გაზეთ Daily Mirror-ს აცნობა. ამ უჩვეულო დანაშაულის ჩამდენი ბანთონი თავისუფლების სამთვიანი აღკვეთით დაისაჯა.

პიერო დელლა ფრანჩესკა „ქრისტეს წამება“

ფერწერის სამშობლო – იტალია „განთქმულია“ ხელოვნების შედევრების გახმაურებული ქურდობებით. ქალაქ ურბინოს სამხატვრო გალერეაში Ducal ადგილობრივმა ქურდებმა, ყოველგვარი წინასწარი გეგმის გარეშე, ჩარჩოდან ამოჭრეს მსოფლიო შედევრები: პიერო დელლა ფრანჩესკას „ქრისტეს წამება“, „სინეგალელი მადონა“ (Madonna di Senigallia) და რაფაელის ერთ-ერთი ტილო.

qristes-gamatraxebaმსოფლიო პრესამ ეს ქურდობა „საუკუნის ქურდობად“ მონათლა. ასეთი ცნობილი ტილოების გაყიდვა შავ ბაზარზეც კი პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, ამიტომაც დამნაშავეებმა ნაქურდალი შვეიცარიაში მიატოვეს, სადაც ისინი ხელუხლებელი და უვნებელი იპოვეს 1976 წლის მარტში.

რენუარი, მონე, კორო – სხვადასხვა ნახატები

1985 წლის 13 ოქტომბერს პარიზის მარმოტანის მუზეუმიდან მოიპარეს მონეს, რენუარისა და კოროს ცხრა ფერწერული ტილო, მათ შორის იყო რენუარის „მობანავენი“ და კლოდ მონეს ლეგენდარული ტილო „შთაბეჭდილება. ამომავალი მზე“, რომლის მიხედვითაც დაერქვა სახელი თავის დროს იმპრესიონიზმის (შთაბეჭდილება – impression) მიმდინარეობას. შეიარაღებული და ნიღაბაფარებული დამნაშავეები მუზეუმში შეიჭრნენ, დამთვალიერებლები და დაცვის თანამშრომლები იარაღის მუქარით აიძულეს იატაკზე დაწოლილიყვნენ, საჭირო ტილოები კედლებიდან ჩამოხსნეს და მიიმალნენ.

771px-Claude_Monet,_Impression,_soleil_levantგატაცებული ნახატების მთლიანი ღირებულება, ექსპერტების შეფასებით, 20 მილიონი დოლარი იყო. თავიდან პოლიციამ ეს თავხედური დანაშაული რადიკალურ დაჯგუფებას Action Direct-ს მიაწერა, მაგრამ შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა ეს ვერსია „გააუვნებელყო“. კონკრეტულად კი, რამდენიმე წლით ადრე, 1984 წელს საფრანგეთის ერთ-ერთი პროვინციის პატარა მუზეუმიდან ფრანგი იმპრესიონისტების სურათები მოიპარეს, რომლებიც შემდეგ ცნობილი იაპონელი განგსტერის შუინიჩი ფუჯიკუმას ხელში აღმოჩნდა. ამ ფაქტმა პოლიციას აფიქრებინა, რომ მარმოტანის ქურდობასთანაც ეს იაპონელი დამნაშავე იყო დაკავშირებული. ეს ვერსია დამტკიცდა კიდეც, მას შემდეგ რაც ფუჯიკუმამ მოპარული ნახატები ცნობილ კოლექციონერებს შესთავაზა. მსოფლიოში ცნობილი შედევრების უნიკალურობამ და ამ ქურდობის ირგვლივ პრესაში ატეხილმა ხმაურმა მათი ხელახალი გაყიდვა შეუძლებელი გახადა და დამნაშავეებმა, ინტერპოლის შიშით, ტილოების თავიდან მოშორება გადაწყვიტეს. პოლიცია ხუთი წლის განმავლობაში იძიებდა ამ საქმეს და ბოლოს, 1990 წელს მოპარული ტილოები კორსიკის სამხრეთით, ერთ მიტოვებულ ვილაში იპოვეს.

ინდიური სამგლოვიარო ნიღაბი

1985 წლის დეკემბერში მექსიკის ანთროპოლოგიის ეროვნულ მუზეუმში მორიგი შემოვლისას აღმოაჩინეს, რომ შვიდი საგამოფენო ვიტრინის შუშები აკურატულადაა დაჭრილი, შეუფასებელი ექსპონატები კი გამქრალია. ქურდებმა ხელოვნების 140-ზე მეტი უნიკალური ნაწარმოები მოიპარეს, მათ შორის მაიასა და აცტეკების ოქროსა და ნეფრიტის სამკაულები, ლარნაკები და სკულპტურები.

Funerary-maskმუზეუმისთვის მიყენებელი ზარალის შეფასება პრაქტიკულად შეუძლებელი აღმოჩნდა: მუზეუმის კურატორი ფელიპე სოლისი მაიას ინდიელების დროინდელ მხოლოდ ერთ ლარნაკს 20 მილიონ დოლარზე მეტად აფასებდა. მოტაცებული ექსპონატების უმრავლესობა ზომით სამ სანტიმეტრზე დიდი არ იყო, ამიტომაც მათი დამალვა და ორიოდე ჩემოდნით გადატანა ქურდებს არ გაუჭირდებოდათ. დღემდე აღმოაჩინეს და მუზეუმში დააბრუნეს მხოლოდ ერთი მოტაცებული ნივთი – კოლექციის მარგალიტი – სამგლოვიარო ნიღაბი.

ჟან ბატისტ შარდენი „ნატურმორტი ხახვით და კალათით“

1988 წელს ნიუ-იორკის კერძო სამხატვრო გალერეა Colnaghi-დან 18 ნახატი და 10 სურათი მოიპარეს, რომელთა შორის იყო 4 მილიონ დოლარად დაზღვეული ბეატო ანჟელიკოს ორი ტილო და შარდენის შედევრები, მათ შორის, „ნატურმორტი ხახვით და კალათით“. ქურდები გალერეაში შენობის შუშის სახურავიდან შეიპარნენ და დარბაზში ჩვეულებრივი თოკის დახმარებით ჩაეშვნენ.

05მოპარული ექსპონატების მთლიანი ღირებულება 6-10 მილიონ დოლარად შეფასდა. როგორც აღმოჩნდა, სურათის კერძო გალერეიდან მოპარვა უფრო ადვილი იყო, ვიდრე მუზეუმიდან, ნადავლი კი ნაკლები შეიძლება არც ყოფილიყო. პოლიციის 20 წლიანი მუშაობის შედეგად მოპარული ექსპონატებიდან მხოლოდ 14 ტილოს მოძებნა მოხერხდა.

ვინსენტ ვან გოგი „ოთხი დამჭკნარი მზესუმზირა“

ჰოლანდიის ქალაქ ოტერლოში მდებარე Kroller-Muller-ის მუზეუმში შეჭრამდე, დამნაშავეებმა ყურადღებით შეისწავლეს სოტბისა და კრისტის აუქციონების გამოქვეყნებული კატალოგები, სადაც გასაყიდი შედევრების ღირებულება იყო მითითებული (მათ შორის ყველაზე ძვირფასი ნახატი – ვინსენტ ვან გოგის „ზამბახები“ – 53,90 მილიონ დოლარად იყო შეფასებული).

Four_Withered_Sunflowersვან გოგის კატალოგში აღწერილი ხუთი ტილოდან მოიპარეს სამი – მათ შორის, „ოთხი დამჭკნარი მზესუმზირა“. გამტაცებლებმა ვან გოგის თითოეულ ნახატში 2,5 მილიონი დოლარი მოითხოვეს. პოლიციამ ნახატების დაბრუნება, სხვათა შორის, ყოველგვარი გამოსასყიდის გარეშე, მხოლოდ 1989 წელს მოახერხა.

რემბრანდტი „შტორმი გალილეაში“

1990 წელს აშშ-ში XX საუკუნის მუზეუმების ყველაზე გახმაურებული ძარცვა მოხდა. პოლიციის ფორმაში გადაცმულმა ქურდებმა ბოსტონში იზაბელლა გარდნერის მუზეუმი გაძარცვეს. ღამის 1:24 საათზე მუზეუმში მისულმა „პოლიციელებმა“ განაცხადეს, რომ შენობაში სიგნალიზაცია ამოქმედდა და მოხერხებულად დაადეს ხელბორკილები დაცვის დაბნეულ თანამშრომლებს, ჩაკეტეს ისინი სარდაფში და სასწრაფოდ გაიტანეს მუზეუმიდან 300 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ხელოვნების შედევრები. გაქრა რემბრანდტის ორი ნახატი – „ქალი და მამაკაცი შავებში“ და „შტორმი გალილეაში“, ჰოვარდ ფლინკის პეიზაჟი, მანეს პორტრეტი, დეგას ხუთი აკვარელი, ასევე მუზეუმის მშვენება – ვერმერ დელფტკსის „კონცერტი“.

Rembrandt_Christ_In_The_Storm_On_The_Sea_Of_Galileeამ ძარცვაში ყველაზე უცნაური ის იყო, რომ აღორძინების ეპოქის შედევრები, მათ შორის, მუზეუმის კოლექციის ყველაზე ძვირფასი ტილო – ტიციანის „ევროპა“, დამნაშავეებმა ხელუხლებელი დატოვეს. შედევრების ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციისთვის  შთამბეჭდავი ჯილდოს მიუხედავად  – 5 მლნ დოლარი, სურათები დღემდე იძებნება. თუმცა ამ ხნის განმავლობაში არაერთი პირი გამოჩნდა, ვინც თითქოსდა ფლობდა პოლიციისთვის საჭირო ინფორმაციას. 1990 წლების ბოლოს ბოსტონელმა ანტიკვარმა უილიამ პ. იონგვორთ მესამემ Boston Herald-ის რეპორტიორს განუცხადა, რომ უზრუნველყოფს შედევრების მუზეუმში დაბრუნებას, თუ მას ჯილდოსა და სისხლის სამართლის დევნისგან სრულ დაცვას დაპირდებიან. მრავალრიცხოვანი პერიპეტიებისა და ანტიკვარის უარის შედეგად, გამოეჩინა თუნდაც რომელიმე მოპარული ნახატი მისი ნამდვილობის შესამოწმებლად, მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

უცნობი მხატვარი „სპარსი მხატვრის პორტრეტი“

ქუვეითის ეროვნული მუზეუმი და ისლამურ სიძველეთა სასახლე (Dar al-Athar al-Uslamiyya) ბარბაროსულად გაძარცვეს ერაყის არმიის ჯარისკაცებმა საოკუპაციო ომის დროს და შემდეგ შენობებიც დაწვეს. ალ საბაჰის ოჯახის მიერ 70-80-იან წლებში შეგროვილი ისლამური ხელოვნების უზარმაზარი კოლექცია (20 ათასზე მეტი ექსპონატი, მათ შორის, იარაღი, კერამიკა, ფერწერა, უძველესი სპარსეთის, ეგვიპტისა და ქუვეითის დროინდელი სამკაულები) ხის ყუთებით ჩაიტანა 17-მა საბარგო მანქანამ ერაყის ქალაქ ბაღდადის ეროვნულ მუზეუმში.

al-Qurayn-Martyrs-Museum_800px_04_cabcdaf06aუძვირფასესი კოლექციის დაბრუნებაზე საუბარიც კი არ იყო: ხელოვნებათმცოდნეები მზად იყვნენ შავ ბაზარზე მაინც, ნაწილ–ნაწილ გამოესყიდათ კოლექცია. თუმცა 1991 წლის სექტემბერში ბაღდადში გაემგზავრა მუზეუმის თანამშრომელთა დელეგაცია და 1991 წლის სექტემბრიდან ოქტომბრამდე მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად ქუვეითში 16 ათასამდე ექსპონატი დაბრუნდა.

ვინსენტ ვან გოგი „ყვავები პურის მინდვრებზე“

ამსტერდამის Stedelijk-ის მუზეუმიდან ვინსენტ ვან გოგის 20-ზე მეტი ტილოს, მათ შორის, განთქმული შედევრის „ყვავები პურის მინდვრებზე“ მოპარვისთვის ოთხი ჰოლანდიელი დამნაშავე დააპატიმრეს. ნახატები დანაშაულის ჩადენიდან ერთ საათშივე იპოვეს. პოლიციელებმა განაცხადეს, რომ ბოროტმოქმედებს კვალის დაფარვა რომ მოესწროთ, შედევრები უკვალოდ დაიკარგებოდა – ქურდები ტილოების კერძო კოლექციონერისთვის მიყიდვას აპირებდნენ.

Wheat-Field-Under-Threatening-Skies-1890-Oil-on-canvas-50.5-x-100.5-cm-Vincent-van-Gogh-Museum-Amsterdam--1024x479სამწუხაროდ, სამი ტილო და „ყვავები პურის მინდვრებზეც“ სერიოზულად დაზიანდა, რაც მოწმობს, რომ მოპარული ნახატების თუნდაც დროული დაბრუნება ინციდენტის კარგ დასასრულს ყოველთვის არ უზრუნველყოფს.

ოგიუსტ რენუარი „ახალგაზრდა პარიზელის პორტრეტი“

2000 წლის დეკემბერში სტოკჰოლმის ეროვნული მუზეუმიდან შეიარაღებულმა ბოროტმოქმედებმა გაიტაცეს რემბრანტის 33 მილიონ ევროდ შეფასებული „ავტოპორტრეტი“ და რენუარის რამდენიმე ტილო, მათ შორის, „ახალგაზრდა პარიზელის პორტრეტი“. გამტაცებლებმა „ოპერაცია“ გულდასმით დაგეგმეს და ყველაფერი ისე განახორციელეს, როგორც კინოებში ხდება ხოლმე: მდევართა შესაჩერებლად გზაზე ლურსმნები დაყარეს და კვალის დასაფარად მოტორიანი ნავი გამოიყენეს. შემდეგ დამნაშავეებმა შუამავლობისთვის იურისტს მიმართეს, რომელმაც პოლიციისგან გამოსასყიდის სახით ერთი სურათისთვის 10 მილიონი დოლარი მოითხოვა.

496px-Rembrandt_van_rijn-self_portraitბოროტგანმზრახველთა მიერ წარმოდგენილმა ფოტოგრაფიებმა პოლიცია გატაცებული შედევრების ნამდვილობაში დაარწმუნა. სამართალდამცავთა მოთხოვნის მიუხედავად, იურისტმა კლიენტების ვინაობის გამხელაზე უარი განაცხადა, ამიტომაც თავადაც ეჭვმიტანილთა რიგებში მოხვდა. მხოლოდ 2005 წელს დააპატიმრა დანიის პოლიციამ ოთხი ბოროტმოქმედი, რომლებიც რემბრანდტის „ავტოპორტრეტის“ გაყიდვას ცდილობდნენ. რენუარის ტილოები კი დღემდე არ არის ნაპოვნი.

ედვარდ მუნკი „კივილი“

2004 წლის 22 აგვისტოს ედვარდ მუნკის მუზეუმიდან შეიარაღებულმა მძარცველებმა რამდენიმე ძვირფასი ექსპონატი, მათ შორის მხატვრის შედევრები – „კივილი“ და „მადონა“ მოიპარეს. 2005 წლის აპრილში ნორვეგიის პოლიციამ ძარცვაში ეჭვმიტანილთა დაკავება შეძლო. ამ დროს გავრცელდა ხმები, თითქოსდა ქურდებმა სამხილის განადგურების მიზნით ნახატები დაწვეს.

2005 წლის ივნისში ნორვეგიის მთავრობამ 250 ათასი ევრო დააწესა ჯილდოდ ნახატების ადგილმდებარეობის შესახებ მოწოდებული ნებისმიერი ინფორმაციისთვის. 2006 წლის დასაწყისში ამ დანაშაულში ეჭვმიტანილი ექვსი პირი დააპატიმრეს, რომელთაგანაც სამს 4-8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ორ დამნაშავეს, ხელოვნების შედევრების ქურდობაზე სპეციალიზებულ ბიორნ ჰოენსა და პეტერ ტარალდსენს ქალაქ ოსლოსთვის 122 მილიონი დოლარის ოდენობით ჯარიმის გადახდაც დაეკისრათ. ორივე შედევრი ხელუხლებელი და დაუზიანებელი დაბრუნდა მუზეუმში, მის კუთვნილ ადგილზე.

munchscream

Advertisements
Comments
3 Responses to “ხელოვნების შედევრების ქურდობა”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] ჩანაწერებიდან აქვს. სინამდვილეში თაღლითებს მხოლოდ პირადი ინფორმაციის გამოძალვა […]

  2. […] ნაწარმოებებში უხვადაა გამოყენებული სიმბოლიზმი და ალეგორია – აქ, როგორც ნამდვილ ზღაპარს […]

  3. […] მუზეუმის შიგნით ლაბირინთის მსგავსად არის აგებული და სექციები ერთმანეთს ხიდებით უკავშირდება. […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე