ჰობი – წყალქვეშა ცურვა

წყალქვეშა ცურვა სპორტის მეტად მომხიბლავი სახეობა და არაჩვეულებრივი გასართობია მთელი ოჯახისთვის. მისი სწავლა იოლია, მიღებული სიამოვნება კი კოლოსალური.underwater-world-hd-image

წყალქვეშა მოცურავეების დევიზია: „არ დაიძაბო, როცა წყალქვეშ ხარ“. მხოლოდ ასე შეიძლება მშვიდად მიცურდე წყლისქვეშეთის მკვიდრებთან და მათი დამფრთხალი რეაქციის არ შეგეშინდეს. თუ თქვენ კეთილგანწყობას იგრძნობენ, ისინი გასაოცარი წყალქვეშა სამყაროს მთელ მშვენიერებას გადაგიშლიან თვალწინ.

CoralReefAquarium4

წყალქვეშა ცურვა ძირითადად სპორტის ტროპიკებში გავრცელებული სახეობაა, სადაც აკვალანგით ცურვისთვის შესაფერისი ადგილებიც არის. მილით, ჩვეულებრივ, წყნარ წყლებში ცურავენ, სადაც ძლიერი ტალღები არ იცის, წყალი კი საკმაოდ თბილი და გამჭვირვალეა. წყალქვეშ მოცურავეთა საყვარელი ადგილები მარჯნის, წითელი და კარიბის ზღვებია.

gol-coral-sea-classic-coral-585-mfk011011წყალქვეშ ცურვის პრინციპები
წყალქვეშ ცურვის მსურველებმა, პირველ რიგში, შესაბამისი აღჭურვილობა: ლასტები, მილი და ნიღაბი უნდა შეიძინონ. თუ თქვენ საკმაოდ ცივ წლებში ცურვას აპირებთ, არც

MARESჰიდროკოსტიუმი გაწყენდათ. განსაკუთრებული სწავლა წყალქვეშ ცურვას არ ჭირდება – ყველა, ვისაც წყალზე გაჩერება შეუძლია, მილიდან სუნთქვის სწავლის შემდეგ, ჩაყვინთვასაც შეძლებს. ინსტრუქტორები კი გასწავლიან: როგორ მოექცეთ თქვენს აღჭურვილობას, რას მიაქციოთ  განსაკუთრებული ყურადღება წყალქვეშ ყოფნისას, უსაფრთხოების პრინციპებსა და როგორ არ მიაყენოთ ზიანი წყალქვეშა სამყაროს.
თავიდან საჭიროა მილით სუნთქვა ისწავლოთ. ახალბედებს ხშირად ნიღაბი და მილი აღიზიანებთ, ამიტომაც აღჭურვილობასთან მისაჩვევად შედარებით თავთხელში უნდა ივარჯიშოთ. თავდაპირველი დისკომფორტი მალე გაივლის და როგორც კი ნიღბის მინიდან ყურებას და მილით სუნთქვას მიეჩვევით, მოგინდებათ დაუყოვნებლივ
bigstockphoto_pool_toys_161913.s300x300ჩაყვინთოთ უჩვეულო წყალქვეშა სამყაროში. წყალქვეშ ცურვის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მოცურავე წყალში ენერგიულ მოძრაობაზე ძალღონეს არ ხარჯავს.
მილის წმენდა

დამწყებ წყალქვეშა მოცურავეებს ასწავლიან მილისა და ნიღბის წმენდის წესებს მათში მოხვედრილი წყლისგან. თუ მილში წყალი გაიჭედა, ენერგიულად უნდა ამოისუნთქოთ და ჰაერი წყალს გამოდევნის. არსებობს მილების სხვადასხვა სახეობები გამშვები სარქველით, თუმცა, ის მხოლოდ წყლის მცირე ოდენობის შემთხვევაში მუშაობს.
Capture-underwater-camera-swimming-maskნიღბის წმენდა
ნიღბის გაწმენდა წყლისგან ისეთივე ადვილია, როგორც მილის, თუმცა, მოცურავემ ცუდი ხილვადობის გამო უხერხულობა შეიძლება იგრძნოს. აწიეთ თავი, ნიღაბი ოდნავ მოაცილეთ სახეს  და წყალი თავისით გამოვა. არსებობს ნიღბები სპეციალური სარქველებით, რომელიც ნიღაბში წყალს არ უშვებს. მოცურავეს ჰაერის ცხვირით გამოსუნთქვა სჭირდება და წყალი თავისით გამოდის ნიღბიდან.
წყალქვეშ ცურვის პრაქტიკა
დამწყებმა მცურავებმა ცოტა უნდა ივარჯიშონ: ჩაყვინთეთ ღია წყალში და ეცადეთ ფსკერს არ შეეხოთ. ივარჯიშეთ ლასტებით ცურვაში. აი, რამდენიმე მარტივი წესი წყალქვეშ მოცურავეებისთვის:
იცურეთ მშვიდად, მკვეთრი მოძრაობების გარეშე, იმოძრავეთ თანაბრად და წყალში წოლისას სახე წყალში ჩაყავით.
თანაბრად და ღრმად ისუნთქეთ მილით.
ყველა მოცურავე აკეთებს პირველ ფართო, ხელგაშლილ მოძრაობას წყალში ჩასაყვინთად და თუ ის სწორად შეასრულეთ, წყლის ქვეშ სწრაფად გადაადგილებაში ხელს ვეღარაფერი შეგიშლით.
იცურეთ იმ სისწრაფით, რომელზეც ძალები არ გეხარჯებათ და თავს კომფორტულად გრძნობთ.
ლასტებიანი ფეხები წყალქვეშ უნდა გქონდეთ.
იცურეთ ნელა და მშვიდად, თანაბარ ტემპში, დაახლოებით, წუთში 20 მოსმა და არასდროს დაიღლებით.
ხელები სხეულთან ახლოს უნდა გქონდეთ, ეს წყლის წინააღმდეგობას შეამცირებს და ცურვას გაგიადვილებთ.
წყალში ჩაყვინთვა შეგიძლიათ თავითაც და ფეხებითაც, თუმცა, პირველი მეთოდი უფრო ადვილია.

თუ წყალქვეშ დარჩენას დიდხანს აპირებთ, ნაპირზე ღრმა ჩასუნთქვა–ამოსუნთქვის რამდენიმე სერია ჩაიტარეთ – ასე სასუნთქ გზებს ზედმეტი ნახშირმჟავა გაზისგან გაისუფთავებთ.

1400x620_underwaterუსაფრთხოების პრინციპები
არასდროს ჩაყვინთოთ წყალში, თუ ცურვა არ იცით.
არ ჩაყვინთოთ მარტომ.
მოყვარულებმა და ახალბედებმა უფრო ნაპირისკენ იცურაონ, რადგან თუ ძალები გამოელევათ, იოლად შეძლებენ წყლიდან ამოსვლას.
დარწმუნდით ადგილის უსაფრთხოებაში და წინასწარ გაარკვიეთ მიქცევა–მოქცევის დრო, რათა მას მოუმზადებელი არ დახვდეთ.
ერთ ხანგრძლივ ჩაყვინთვას რამდენიმე მცირეხნიანი ჩაყვინთვა ჯობს.
ცივ წყლებში ცურვისას ჩაიცვით ჰიდროკოსტიუმი, რომელიც სხეულის გაცივებას შეუშლის ხელს. სიცივეში მოცურავეს ძალები მალე ელევა.
ზღვის ბინადრებისგან უსაფრთხო დისტანციაზე დაიჭირეთ თავი. როგორც წესი, ისინი მოცურავეებს არაფერს ერჩიან, თუმცა, თუ შეაწუხებთ, შეიძლება მაინცდამაინც არ მოეწონოთ.
თავთხელში ცურვისას შეიძლება მარჯნის რიფს ან წყალქვეშა ქვებს წამოედოთ.
უფრთხილდით მიქცევას – წყალმა შეიძლება ღია ზღვაში შეგითრიოთ.
By-Official-U.S.-Navy-Imageryაღჭურვილობის შერჩევა

ნიღაბი – ის ზუსტად თქვენი ზომის უნდა იყოს, რადგან თუ პატარაა, ცურვის დროს დისკომფორტს შეგიქმნით, დიდში კი მუდმივად წყალი შეგივათ. ყიდვამდე გაისინჯეთ: გადაიწიეთ თმა, მოადუნეთ შესაკრავი და მჭიდროდ მიიკარით ნიღაბი სახეზე – ის უნდა გაჩერდეს. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მინის ხარისხს – ხომ არ არის დაბურული. შესაძლოა, უფრო ფართო თვალსაწიერის მქონე ნიღაბი გერჩივნოთ. შეაფასეთ, რამდენად მოხერხებულად გრძნობთ თავს ნიღაბში. ნიღბის ფასი 15–დან 80 დოლარამდეა.
მილი – მისი არჩევისას სატუჩის სირბილესა და ელასტიურობას დააკვირდით. სატუჩეს მახვილი კუთხეები არ უნდა ქონდეს. არსებობს სხვადასხვა სიგრძისა და დიამეტრის მქონე მილები და მათი ფასი 10–დან 40 დოლარამდე მერყეობს.
Snorkeling-Finsლასტები – ეს წყალქვეშ ცურვის აუცილებელი აქსესუარი არ არის, თუმცა ლასტი ბიძგის დამატებით ძალას უზრუნველყოფს. არსებობს ლასტები ღია და დახურული ქუსლით და ისევ და ისევ, ის აუცილებლად თქვენი ზომის უნდა იყოს, რადგან თავისუფალი მოგძვრებათ, მოჭერილი კი ფეხს გატკენთ.
საცურაო ჟილეტი – გასაბერი ჟილეტი ცურვას აიოლებს, თუმცა, ვინც ცურვა არ იცის, ჟილეტით არ უნდა ისარგებლოს. ამ აქსესუარის ფასი 25–50 დოლარია.
ბადე – მასში ჩადებთ ყველაფერს, რაც გინდათ წყალში თან გქონდეთ.
მზისგან დამცავი კოსტიუმი – ეს აქსესუარი დიდებისთვისაც არსებობს და ბავშვებისთვისაც და სხეულს მზის მწვავე სხივებისგან იცავს.
მზისგან დამცავი კრემი – ისარგებლეთ კრემით, რომლის დამცავი კოეფიციენტი 15–ზე მეტია, წინააღმდეგ შემთხვევაში დამწვრობა გარანტირებული გაქვთ.
კამერა წყალქვეშა გადაღებისთვის – იდეალური საშუალება წყალქვეშა სამყაროს სილამაზის ფირზე აღსაბეჭდად.

აღჭურვილობის მოვლა
წყალქვეშა ცურვის აღჭურვილობა დროდადრო გამდინარე წყალში უნდა გაავლოთ. გამოყენების შემდეგ კარგად გარეცხეთ ყველაფერი, რადგან ზღვის მარილმა შეიძლება ქსოვილი შეჭამოს, ქვიშის ნარჩენებმა კი ნიღბის მინა დაფხაჭნოს. მარილი აღჭურვილობის რეზინის ნაწილსაც აზიანებს.
ნიღაბი შიდა და გარე მხარესაც საპნით შეგიძლიათ გარეცხოთ, მაგრამ მერე გამდინარე წყალში კარგად უნდა გაავლოთ, რათა მინა არ დაიბუროს.
დიდხანს შენახული აღჭურვილობა გამოყენების წინ გულდასმით შეამოწმეთ, არის თუ არა ყველაფერი მუშა მდგომარეობაში.
ადგილის შერჩევა წყალქვეშა ცურვისთვის
ამ დროს აუცილებელია მრავალი სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინება. კითხეთ ადგილობრივ მცხოვრებლებს, რამდენად უსაფრთხოა ამ ადგილებში წყალქვეშ ცურვა. საჭირო ადგილამდე მიღწევა ჩვეულებრივი სათევზაო ნავითაც შეიძლება. წყალქვეშ ცურვისთვის იდეალურია წყნარი ადგილები, სადაც ძლიერი დინება არ არის.
335924-SoLoVuShKaყვინთვა რიფებთან

  • არასდროს შეეხოთ რიფებს. ისინი მხოლოდ გამოიყურება მტკიცედ, სინამდვილეში კი ძალიან ფაქიზია და იოლად იმსხვრევა.
  • დატკბით მარჯნის ცქერით, ნუ დაამტვრევთ მას.
  • პატარ–პატარა წყალქვეშა მღვიმეები მყვინთავის ყურადღებას ყოველთვის იქცევს. მიუახლოვდით მას, მაგრამ შესვლას ნუ ეცდებით – იქ წყალქვეშა ბინადრები იმალებიან და მათი შეწუხება არ ღირს.

8

  • რიფებთან ნელა და ფრთხილად იცურეთ, მკვეთრი მოძრაობით შეიძლება ის დააზიანოთ.
  • რიფების ახლოს ცურვისას ეცადეთ ფსკერზე დაფენილ ქვიშას არ შეეხოთ, ის რიფზე ილექება და ზრდას უშლის ხელს.
  • გახსოვდეთ: რიფი ცოცხალი ორგანიზმია და პატივი ეცით ცოცხალ ბუნებას.
  • რიფის ახლოს ფსკერზე ფეხით არ დადგეთ – აქ ისეთი არსებები ბინადრობენ, რომლებსაც თქვენთვის ზიანის მოყენება შეუძლიათ.

Underwater-Swimming-Basking-Sharkპოპულარული  ადგილები წყალქვეშ ცურვისთვის
ეროვნული პარკი Biscayne, ფლორიდა.
ეროვნული პარკი Dry Rortugas (აშშ–ის სანაპიროზე).
coral reefვირჯინიის კუნძულების ეროვნული პარკი (St. John კარიბის ზღვაში).
რიფები კუნძულ Buck Island–თან.
underwater-world-wallpaper_1920x1080_89716

 

Advertisements
Comments
4 Responses to “ჰობი – წყალქვეშა ცურვა”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] შეიქმნა მარჯნის რიფები, რათა ოდესღაც მშვენიერი წყალქვეშა სამყარო ნელ-ნელა აღედგინათ. შენობის აგებას […]

  2. […] – სტუმრებს ადგილობრივი წყალქვეშა ფლორისა და ფაუნის აბსოლუტურად უსაფრთხოდ  […]

  3. […] კუნძულიდან 500 კილომეტრში ჩაიძირა. აკვალანგისტებმა ის შარშანწინ, დაახლოებით 4700 მეტრის […]

  4. […] “წყლისქვეშეთის” სერიის რამდენიმე ფოტო ჩვენს […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე