შოკოლადის ფონდიუ

ტერმინი ფონდიუ წარმოდგება ფრანგული სიტყვისგან fondre, რაც დნობას ნიშნავს. ფონდიუ დღეისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ეგზოტიკური დესერტია.

ფონდიუს მირთმევის პროცესი რიტუალივითაა, რომელიც აუჩქარებელ, მშვიდ საუბარს „ეხმარება“. შოკოლადის ფონდიუ რომანტიკული საღამოსთვის ყველაზე შესაფერისი დესერტია.

8კლასიკური ფონდიუს ძირითადი კომპონენტი ყველია, შოკოლადის ფონდიუს მთავარი ინგრედიენტები კი – შოკოლადი და ნაღები. ყველაზე ხშირად შოკოლადის ფონდიუს მოსამზადებლად მწარე შოკოლადი (ის გაცხელებისას ყველაზე პლასტიურია) გამოიყენება, თუმცა, შეგიძლიათ რძიანი ან თეთრი შოკოლადითაც მოამზადოთ.

16მომზადებულ შოკოლადს შეურევთ ნაღებს და ორთქლზე იქამდე გააცხელებთ, სანამ შოკოლადი და ნაღები მთლიანად არ შეერევა ერთმანეთს. ესაა ძირითადი მასალა, რომელზეც ექსპერიმენტები იქამდე შეგიძლიათ ატაროთ, სანამ არ მოგბეზრდებათ.

ახლა კი კლასიკური შოკოლადის ფონდიუს რეცეპტი ინგრედიენტების უბრალო ნაკრებით.

ინგრედიენტები:

150 გ მწარე შოკოლადი

150 გ 33%-იანი ნაღები

ხილი ან ბისკვიტი.

მომზადება:

შოკოლადის ფონდიუში ინდენად ცოტა ინგრედიენტებია, თითქოს ყველაფერი ძალიან იოლი უნდა იყოს, მაგრამ ყველა კერძის მომზადებას თავისი ნიუანსები აქვს და გამონაკლისი არც ფონდიუა.

პირველი ნიუანსი: დაასხით დატეხილ შოკოლადს ცივი ნაღები და ერთად მიიყვანეთ ადუღებამდე ორთქლზე და არა პირდაპირ ცეცხლზე. თუ შოკოლადს პირდაპირ ცხელ ნაღებს დაასხამთ, სქელ, მწებარე მასას მიიღებთ, ნაღები კი შესაძლოა აიჭრას. მომზადებას 2-3 წუთი სჭირდება. სასურველია ამ დროს შოკოლადიან მასას მუდმივად ურიოთ. 

მეორე ნიუანსი: ყველის ფონდიუ იმავე ჭურჭლით შეგიძლიათ მიართვათ სტუმრებს, რომელშიც მოამზადეთ, შოკოლადის ფონდიუ კი მზადდება ორთქლზე, ემალის ჯამში, ხოლო სუფრაზე აუცილებლად თიხის ჭურჭლით უნდა მიიტანოთ, რადგან ძალიან ცხელ ფონდიუს არ აქვს შოკოლადის მაგიური არომატი. ამიტომაც გამზადებული შოკოლადის ფონდიუ მაშინვე უნდა გადაასხათ თიხის ჭურჭელში, რომელიც ქვემოდან სანთლით თბება. ამგვარად ჭურჭელი მუდმივ ტემპერატურას შეინარჩუნებს და შოკოლადი არ გამაგრდება.

14მესამე ნიუანსი: ალკოჰოლი. შოკოლადის გემოს „შესავიწროვებლად“ და უფრო გაჯერებული არომატის მისაცემად ფონდიუს რამდენიმე კოვზი ლიქიორი ან კონიაკი უნდა დაუმატოთ.

სპირტის სუნმა შოკოლადის სუნი სულ რომ არ „ჩაყლაპოს“, ალკოჰოლი შოკოლადის ადუღების საწყის მომენტში უნდა ჩაუმატოთ. დუღილისას სპირტის სუნი ქრება და ფონდიუ მხოლოდ კონიაკის ან ლიქიორის მსუბუქ სურნელს შეინარჩუნებს.

გამზადებულ შოკოლადის ფონდიუსთან ერთად სუფრაზე ცალკე თეფშით ხილი, ბისკვიტი და თხილეული უნდა მიიტანოთ და აუცილებლად სპეციალური ჩანგლები.

ხილის სახეობა თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. განსაზღვრა კი, რა ხილი აჯობებს, მარტივად შეგიძლიათ, უბრალოდ გაიხსენეთ, რომელი შიგთავსით გიყვართ შოკოლადის კანფეტები.

იდეალური კომბინაციები: ბისკვიტი, ფორთოხალი, მსხალი, მსუბუქი ზეფირი ან მარშმელოუ მწარე შოკოლადის ფონდიუსთან; შავი ქლიავი, ნიგვზიანი ბისკვიტი – რძიანი შოკოლადის ფონდიუსთან, კივი, ბანანი და ანანასი კი თეთრი შოკოლადის ფონდიუსთან. რაც შეეხება მარწყვს, ის ყველა ტიპის შოკოლადის ფონდიუს უხდება.

??????თუ ბავშვებისთვის დაბადების დღის გამრავალფეროვნება გინდათ, ფორთოხლის ლიქიორის ნაცვლად შოკოლადში ფორთოხლის სიროფი დაამატეთ – ციტრუსისა და შოკოლადის ერთობლივი არომატი საზეიმო განწყობას ქმნის 🙂

უფროსებისთვის კი ფონდიუ რომანტიკული ვახშმის შესანიშნავი დამატებაა. შეგიძლიათ ითამაშოთ კიდეც, მაგალითად, სურვილების შესრულებაზე. პირველი, ვისაც შოკოლადში, ხილი ჩაუვარდება მთელი კომპანიის სურვილებს შეასრულებს 🙂

შოკოლადის ფონდიუ არა მხოლოდ გემრიელი, მოდური და სასარგებლო, არამედ მხიარული საჭმელიცაა.

4

Advertisements
Comments
One Response to “შოკოლადის ფონდიუ”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] პატარა ტვირთების, მაგალითად, შოკოლადის, სხვადასხვა ტკბილეულის დალაგება და […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე