სამხედრო ანტიკვარიატი: მამაკაცური თამაშები

სამხედრო ანტიკვარიატი: მამაკაცური თამაშები

სამხედრო ანტიკვარიატი ყველა დროსა და საუკუნეში ძვირად ფასობდა. რაც უფრო ხანდაზმული და რარიტეტულია რომელიმე ეგზემპლარი, მით მაღალია კოლექციონერებისთვის მისი ფასი. მთელი მსოფლიოს მდიდრულ სახლებს ამშვენებს ძველებური იარაღი და შუასაუკუნეეების რაინდების აბჯრები და საჭურველი, ზოგიერთ მილიონერს კი უფრო გაბარიტული სამხედრო ეგზემპლარების უნიკალური კოლექციაც აქვს. აი, ასე ხდება სხვადასხვა ეპოქის ისტორიული მოვლენების აღდგენა და რეკონსტრუქცია.

Antiquary-4

ანტიკვარული იარაღი მფლობელის სტატუსსა და დახვეწილ გემოვნებას უსვამს ხაზს. იდეალური საჩუქარია კოლექციონერისთვის და ასევე, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის ფაქტორის მიუხედავად, ფულის დაბანდების შესანიშნავი საშუალებაც.

Antiquary-1

სამხედრო ანტიკვარიატის ფასი მუდმივად იზრდება. ეს ბუნებრივიცაა, რადგან წლები მიდის, ისტორიული ეპოქები სულ უფრო შორს რჩება დღევანდელი დღისგან და წარსული ომების ატრიბუტებიც სულ უფრო იშვიათად შეიძლება შეგვხვდეს.

Antiquary-12

სიძველეების ნამდვილ შემფასებლებს იოლად შეუძლიათ ამა თუ იმ ექსპონატის წარმომავლობა განსაზღვრონ და თან წარსული საბრძოლო ისტორიებიდან ერთი–ორ ამბავსაც მოგიყვებიან. სამხედრო ანტიკვარიატის პრაქტიკულად ყველა კოლექციონერი – ისტორიკოსი და ბიოგრაფია, მიუხედავად იმისა, დაუწერია თუ არა საყვარელ თემაზე რაიმე.

Antiquary-8

სამხედრო–ისტორიული ანტიკვარიატის გალერეაში სხვადასხვა ომების სრული ატრიბუტიკა უნდა იყოს – ორდენები, მედლები, ჯილდოები, სამხედრო ამუნიცია, უნიფორმები და მუნდირები, ცივი და ცეცხლმსროლელი იარაღი და ტექნიკა, კინოქრონიკები, ფოტოგრაფიები და სამხედრო თემატიკის გამოცემები.

Antiquary-9

სამხედრო ანტიკვარიატით გატაცებას წარსული დროის რელიკვიების ჭეშმარიტი მცოდნეების მხრიდან ისტორიული სათავეებისადმი ღრმა და ფაქიზი ინტერესი იწვევს. ყველა კოლექციონერი აცნობიერებს, რომ თითოეულ ეგზემპლარს თავისი ეპოქის კულტურული და ისტორიული ფასეულობების ბეჭედი აზის.

ყველა კოლექციონერი ორიგინალური სამხედრო ანტიკვარიატის ძებნაში უშუალო მონაწილეობას ნამდვილად არ იღებს. ამ საქმეს ჭეშმარიტი განძისმაძიებლები, არქეოლოგები და გათხრების სპეციალისტები ჭირდება. ზოგიერთი მათგანი შემდეგ შუამავალი და ანტიკვარული ექსპონატების მიმწოდებელი ხდება, ნაწილი კი ამ განძს მხოლოდ პირადი კოლექციისთვის ეძებს.

Antiquary-2

ნამდვილი კოლექციონერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული უნიკალური ნივთის წარმოშობა. იშვიათი ეგზემპლარები საინტერესოა არა მხოლოდ მათი  ისტორიული მიკუთვნებულობის გამო, არამედ შედარებით ახალი ისტორიებითაც, რაც მათ მონახვასა და შემდეგ მფლობელთა შეცვლას უკავშირდება.

Antiquary-5

სამხედრო ანტიკვარიატით ვაჭრობა მსოფლიო აუქციონებზე გარიგების ოფიციალური სტატუსით სარგებლობს. ყოველ ქვეყანას კულტურული ფასეულობის მქონე ანტიკვარული იარაღის შეტანა–გამოტანასთან დაკავშირებით საკუთარი კანონი აქვს. უმეტეს შემთხვევებში, „კანონი იარაღის შესახებ“ და შიდა ინსტრუქციები ანტიკვარული იარაღის „ბრუნვას“ ზღუდავს.

Antiquary-3

ცივი იარაღის კოლექცია ყოველთვის მისი მფლობელის სიმდიდრესა და ელიტურობაზე მეტყველებდა. სამურაის ხმლები, იატაგანები, ხანჯლები, ქორდიკები მდიდრული სახლების კედლებზე ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია. მსოფლიოს ყველა ხალხებში იარაღი მამაცი მეომრისთვის უმნიშვნელოვანესი ატრიბუტი იყო, ის გმირის წოდების ტრიუმფალურ მოპოვებასა და ერისა და დროის წინაშე დამსახურებაზე მიუთითებდა. სამხედრო ანტიკვარიატის კოლექციონირებისას მამაკაცები მშვიდობიან დროში „უფროსების თამაშებს“ აგრძელებენ. იარაღი მამაკაცების უმრავლესობაში დადებით ემოციებს იწვევს, ამიტომაც სამხედრო ატრიბუტიკა ნებისმიერი სოლიდური ჯენტლმენისთვის ყველაზე შესაფერისი საჩუქარია.

Antiquary-0

სამხედრო ანტიკვარიატი სულ უფრო პოპულარული ხდება ფულის დაბანდების თვალსაზრისით და ეს მარტივი ასახსნელია – დროთა განმავლობაში წარსული ომებიდან შემორჩენილი ისტორიული ატრიბუტიკა რაოდენობაში არ იმატებს.

Antiquary-11

Antiquary-6

სამხედრო ანტიკვარიატის კოლექციონირებისას მთავარია, ყოველი ექსპონატი მხოლოდ ეპოქის კულტურულ–ისტორიულ ფასეულობა იყოს და არა ძალადობის, ფაშიზმის, ნაციზმის ან რომელიმე სხვა ტიპის ექსტრემისტის პროპაგანდა.

Antiquary-10

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე