სამსახურშიც მეუღლესთან ერთად

თანამედროვე ადამიანი დღე-ღამის უმეტეს ნაწილს სამსახურში ატარებს, ამიტომაც ცხოვრების თანამგზავრის მოძებნასაც ბევრი იქვე ამჯობინებს. თუმცა რამდენად უწყობს ოჯახის სიმტკიცეს ხელს ერთად მუშაობა? მოდით, გავერკვეთ სამსახურეობრივი რომანების პლუსებსა და მინუსებში.

Office-Romance (1)

მინუსი: რთულია კონცენტრირება

ბევრ კომპანიაში სამსახურეობრივ რომანებს მაინცდამაინც არ სწყალობენ, რადგან შეყვარებულებს საქმეზე კონცენტრირება უჭირთ. საქმის კეთების ნაცვლად,

20120213.115914_office_romance_graphic

განსაკუთრებით ურთიერთობის საწყის ეტაპზე, წყვილი ცდილობს რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროს ერთად, დღეში ათობით წერილს უგზავნიან ერთმანეთს, დიდხანს სადილობენ. რასაკვირველია, ეს მათ ხელმძღვანელობას აღიზიანებს.

მეორე მხრივ, იგივეს თქმა შეიძლება ზოგადად შეყვარებულებზე, თუნდაც ისინი სრულიად სხვადასხვა ადგილებში მუშაობდნენ. ამიტომაც თუ სამუშაოს დაკარგვა ან საყვედურების მიღება არ გსურთ, ეცადეთ თავი ხელში აიყვანოთ და პირადი საქმეების გამო საქმე გაუკეთებელი არ დაგრჩეთ.

მინუსი: რომანი შეიძლება დასრულდეს

ურთიერთობის დასრულების შემდეგ ამ ამბის ფსიქიკის შეულახავად გადასატანად ძალიან მნიშვნელოვანია, პირველი ხანები მაინც, სრული დისტანცირება მოახდინოთ 0611_office-breakups-the-office_390x220ექს-სიყვარულთან. ურთიერთობა მინიმუმამდე უნდა დაიყვანოთ და მოერიდოთ ადგილებს, სადაც ადრე ერთად დადიოდით.

წარმოიდგინეთ, რამდენად რთული იქნება ამის გაკეთება, თუ ერთ კომპანიაში მუშაობთ და იძულებული ხართ, ერთმანეთთან მართალია, საქმიანი, მაგრამ მაინც მუდმივი ურთიერთობა გქონდეთ?! უარეს შემთხვევაში, ერთ-ერთ თქვენგანს შესაძლოა სამსახურის დატოვება მოუხდეს.

მინუსი: პრობლემები კარიერულ კიბეზე

თუ თქვენს საყვარელ ადამიანს იგივე პოზიცია უჭირავს, რაც თქვენ, ეს კიდევ არაფერი, მაგრამ თუ რომელიმე მათგანი მეორეს ხელმძღვანელია, ეს უკანასკნელი ხაფანგშია „გაბმული“. მაღალ პოზიციაზე მყოფი ვერაფრით დააწინაურებს დაბალ პოზიციაზე romance_introმყოფ პარტნიორს, თუნდაც იგი ამას განყოფილების სხვა თანამშრომლებზე მეტად იმსახურებდეს. ოფისის ჭორიკნები გადაწყვეტენ, რომ კარიერულ კიბეზე წინსვლა მხოლოდ და მხოლოდ პირადი ურთიერთობების დამსახურებაა და ამ მოსაზრების გავრცელებას ხელს ვერაფრით შეუშლით. უფრო მეტიც, აგორებულმა ჭორებმა ოდესმე სამსახურის გამოცვლაშიც კი შეიძლება ხელი შეგიშალოთ.

არც იმ წყვილებს აქვთ საქმე მთლად კარგად, ვინც ერთსა და იმავე პოზიციაზე მუშაობენ. თუ ერთ მათგანს დააწინაურებენ, მეორეს პროფესიული ეჭვიანობის გრძნობა უჩნდება, რაც პირად პრობლემებში შეიძლება გადაიზარდოს. ასე რომ არ მოხდეს, თავიდანვე ჯობს გაერკვეთ, რომლის კარიერა იქნება სამომავლოდ პრიორიტეტული.

პლუსი: კომპანიისადმი ერთგულება და ლოიალობა

ერთ კომპანიაში მომუშავე წყვილები, როგორც წესი, თავიანთ დამქირავებელს სხვებზე უფრო სერიოზულად აღიქვამენ. მათი კეთილდღეობა ხომ მთლიანად ერთი კომპანიის საქმიანობის შედეგებზეა დამოკიდებული. ეს ადამიანებს სამუშაოსადმი სერიოზული და ყურადღებიანი მიდგომის ჩამოყალიბებაში ეხმარება და შეუძლებელია, ხელმძღვანელობა კმაყოფილი არ იყოს.

office-people-working-together

წყვილებს სამსახურში გვიანამდე დარჩენაც არ აწუხებთ – ისინი ხომ მაინც ერთად არიან. ზოგიერთ მსხვილ კომპანიაში სამსახურეობრივი ოჯახების წახალისებაც კი ხდება, რაც სწორედ იმ მოსაზრებით არის განპირობებული, რომ თანამშრომლები მეტს იმუშავებენ.

working-together

პლუსი: თქვენ ერთი გუნდი ხართ!

სიყვარული ოფისური ინტრიგების წინააღმდეგ ბრძოლის მშვენიერი საშუალებაა. თქვენ ორნი ხართ, შეგიძლიათ ერთმანეთი გაამხნევოთ, ერთად დაუპირისპირდეთ ავისმოსურნეებს და ამა თუ იმ სიტუაციაში ქცევის სტრატეგია ერთად შეიმუშაოთ.

სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით წარმატებულია კავშირები, სადაც წყვილებს მხარდამხარ უწევთ მუშაობა, მაგალითად, მსახიობი და რეჟისორი, ქოპირაითერი და არტ-დირექტორი და ა.შ.

პლუსები: ერთმანეთის პრობლემები კარგად გესმით

ოჯახებში, რომლის წევრებიც კოლეგები არიან ან ადრე მაინც უმუშავიათ ერთად, გაუგებრობები უფრო იშვიათად ხდება. თქვენ ხომ შესანიშნავად იცით, რატომ აგვიანებს მეუღლე სამსახურიდან მოსვლას და მასაც კარგად ესმის, რთული თათბირის შემდეგ მაინცდამაინც კარგ ხასიათზე რატომ არ ხართ.

11423317-office-romance-two-wine-corks-datingურთიერთობის არევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ხშირად სწორედ ისაა, რომ პარტნიორის პრობლემის არსში ჩაწვდომას ვერ ვახერხებთ. ამიტომაც სამსახურეობრივი რომანების უმთავრეს პლუსად ეს უკანასკნელი „უნარი“ შეიძლება მივიჩნიოთ.

Alisa

Advertisements
Comments
4 Responses to “სამსახურშიც მეუღლესთან ერთად”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] კონცეფციაც სხვაგვარი აქვთ. თუ ისინი სამსახურში დადიან, დროს ორ საკმაოდ ავტონომიურ ნაწილად […]

  2. […] მიღების შესაძლებლობას. ძალიან ბევრი თანამედროვე წარმატებული კორპორაციის ისტორია პატარა […]

  3. […] მავნე ჭორის შედეგად მოულოდნელად სამსახური დაუკარგავს ან რამე სხვა უსიამოვნება […]

  4. […] წელს გეძლევათ ცხოვრების ერთგული და საიმედო თანამგზავრის პოვნის შანსი. ასტროლოგები გირჩევენ, სიყვარულის […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე