ნერვული ბულიმიის გამომწვევი ფაქტორები. ნაწილი II

პოსტის დასაწყისი წაიკითხეთ ამ ლინკზე.

დაავადების გაჩენის ხელშემწყობ ფაქტორებს შორის გამოიყოფა სოციალური (სიგამხდრის მოდურობის გამო წარმოქმნილი დარღვევები, ამ დროს პაციენტი სხეულის სრულყოფისკენ მიისწრაფვის) და ფსიქოლოგიური (გარდამავალ ასაკთან დაკავშირებული პრობლემები, დასაშვებია შიში დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყების წინაშეც) ფაქტორები.

13-effects_of_bulimiaთუ გამოვიკვლევთ კონფლიქტებს, რომელშიც იმყოფებიან ბულიმიური სინდრომის მქონე ახალგაზრდა ქალბატონები, ირკვევა:

  • ახალგაზრდა გოგონებისა და ქალებისგან, ჯერ სწავლისას შემდეგ კი მუშაობისას, როგორც სტუდენტებისა და მუშაკებისგან ითხოვენ იშრომონ არანაკლები, ვიდრე მამაკაცებმა, უკიდურეს შემთხვევაში, იმდენივე მაინც და ზოგჯერ უფრო მეტიც.

XX საუკუნის დასაწყისიდან, განსაკუთრებით კი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქალებისგან ელიან, რომ ისინი დაეუფლებიან პროფესიას, წარმატებით იმუშავებენ და მათ ძალუძთ საკუთარ თავზე ზრუნვა. სულ უფრო ცოტა ქალი მუშაობს მხოლოდ საკუთარ „ოჯახურ საწარმოში“ – ისინი ვალდებულნი არიან განათლების მიღებისა და დამატებითი სასწავლო კურსების მეშვეობით კვალიფიკაცია აიმაღლონ.

თანამედროვე ქალები სრულად ექვემდებარებიან მიღებულ საზოგადოებრივ კრიტერიუმებს და ამ ყველაფერთან ერთად მომავალ ოჯახზე, ფეხმძიმობასა და შვილების გაზრდაზეც უწევთ ფიქრი. გარდა ამისა, პირველი სექსუალური კონტაქტებისა და მყარი კავშირების ძიების მცდელობის ასაკმაც უფრო დაბლა დაიწია.

  • სქესობრივი პარტნიორის რანგში ქალის მომხიბლავობას ძირითადად მისი სხეული და გარეგნობა განსაზღვრავს, რომელიც შეეფერება სილამაზის იდეალს კონკრეტული მამაკაცის თვალში და ზოგადად, საზოგადოებრივ აღქმაში.  ეს იდეალი კი ბოლო 50 წელიწადია მომრგვალებული ფორმებიდან სულ უფრო ბავშვური და ფაქიზი ფიგურისკენ იხრება.

სილამაზის იდეალი, თუ ამ თემაზე მანეკენების, ფოტომოდელებისა და სხვადასხვა პრიალა ჟურნალების ფურცლებიდან მომზირალი ლამაზმანების მაგალითით ვიმსჯელებთ – ესაა მომხიბლავი, სპორტული, ფაქიზი, გოგონას მიმსგავსებული ქალი. ქალის სილამაზის იდეალის ცვლილებას მკერდისა და თეძოების გარშემოწერილობის თანდათანობითი შემცირების კვალობაზე შეგვიძლია მივადევნოთ თვალი. ეს იდეალი განსაკუთრებით რთულად მისაღწევია მოზარდობის ასაკის შემდეგ, როცა  სხეულის მასის ფიზიოლოგიური ზრდა ხდება, ამასთან, უმეტესად ცხიმოვანი ქსოვილისა და არა მუსკულატურის განვითარების ხარჯზე, როგორც ეს მამაკაცებს ახასიათებთ.

რთულია ჭამისგან თავის შეკავება ოჯახში და მეგობრებთან საერთო ტრაპეზებზე, თუმცა, საბედნიეროდ, ბულიმიით დაავადებული ქალების რიცხვს ბევრად აჭარბებს მათი რაოდენობა, ვინც მიღებული საკვების ოდენობას შეგნებულად ზღუდავს, დიეტას იცავს ან სხეულის ფორმის შესანარჩუნებლად ზომიერად ვარჯიშობს.

  • 15-დან 30 წლამდე ასაკის ყველა ქალი და მამაკაცი თანაბარი დოზით არ განიცდის შეუსაბამობას საზოგადოებრივ მოლოდინებში მათი პროფესიონალური საქმიანობისა და სილამაზის იდეალის მიმართ და ასევე, საკვების მიღებასა და საჭიროებას შორის. შესაბამისად, არც ყველა მათგანი ხვდება „ბულიმიურ წრეში“. უფრო ხშირად ამ დაავადებით გარკვეული პიროვნული თვისებების მქონე ქალები ავადდებიან.

თუნდაც ტესტურმა კვლევებმა დეპრესიული ნიშნების სიხშირე გამოავლინოს, ეს აუცილებლად არ ნიშნავს პიროვნების ამოსავალ მახასიათებელს, რადგან დეპრესიული ფაქტორები უბრალოდ მისი გამომწვევი სიტუაციის ან თავად ბულიმიის შედეგი შეიძლება იყოს. „ბულემიური შეტევის“ გადატანა ნებისმიერ შემთხვევაში დამარცხებად აღიქმება და დანაშაულის გრძნობას, თვითშეფასების დაქვეითებას, მათი განმეორება კი უიმედობისა და სასოწარკვეთილების მდგომარეობას იწვევს.

ალბათ, ქალები, რომლებიც განსაკუთრებით სერიოზულად აღიქვამენ სოციალურ კრიტერიუმებსა და ქალური სილამაზის იდეალისადმი მოთხოვნებს, დაბალი თვითშეფასებისკენ სხვებზე მეტად არიან მიდრეკილი. კლასიკური ნევროზით დაავადებული პაციენტებისგან განსხვავებით, ისინი უფრო ექსტრავერტული, საქმიანი და იმპულსური არიან, ასევე უფრო მეტად მიდრეკილი აფექტური ქმედებებისკენ, რაც შემდგომში „ბულემიურ სცენებშიც“ ვლინდება.

  • ბულიმიური ქცევები, განსაკუთრებით დაავადების პირველ ეტაპზე, დაკავშირებულია ნორმალურ სირთულეებთან და ზომიერად ძნელ სიტუაციებთან, როგორიცაა, მაგალითად, ახლობელ ადამიანებთან, მეგობრებთან ან საყვარელ ადამიანთან განშორება, სამსახურეობრივი სირთულეები, დამთრგუნველი, მონოტონური სიტუაცია სწავლისას, ხანგრძლივი და დამღლელი ლექციები თუ გამოცდებისთვის მზადება, რომლებისადმი ინტერესიც ნელ-ნელა მცირდება.

ქალების უმეტესობა ბულემიური შეტევის განვითარების წინა მდგომარეობას აღწერს, როგორც მარტოობის, სიცარიელისა და იმედგაცრუების გრძნობას, განშორების ტკივილს, მოწყენასა და ნაღვლიანობას.

ასეთ შემთხვევებში ჭამისა და სმის პროცესი ადამიანს თითქოსდა ამშვიდებს, რეალურ სიტუაციას ავიწყებს. ადამიანს უნდა სიამოვნების ეს ბავშვობიდანვე საყვარელი სახეობა უფრო ხშირად გამოცადოს, როგორც ერთგვარი შვება, დაძაბულობის მომხსნელი, დროებითი სიამოვნების მომნიჭებელი და კარგად ყოფნის თუნდაც მოჩვენებითი წინაპირობა.

5-effects_of_bulimiaთუმცა იმავდროულად ეს პროცესი ქალს თრგუნავს კიდეც, თუ მას პარალელურად ქალისთვის სახასიათო სიამოვნებების მიღებაზე უარის თქმაც არ სურს. და ბოლოს მივდივართ მგლის მადის გაღვიძებამდე, ხარბად ჭამის სურვილის შეტევამდე და იმ მანკიერ წრემდე, რაც ბულიმიას იწვევს.

საკვების ხარბად ჭამის მაღალი აფექტურობის მქონე, დაძაბულ პროცედურას, როგორც წესი, წინ უძღვის პროდუქტების უზომო ოდენობით შეძენა. თავიდან, როგორც თვითნებური ქმედება, ის შეიძლება ქცევის იოლადაღმოფხვრად ფორმად მოგეჩვენოთ, თუმცა, ამ დაავადებით შეწუხებული პაციენტებისა და დაავადების მიმდინარეობის ტიპური ფორმების გულდასმით შესწავლის შემდეგ მედიკოსებს უმრავლეს შემთვევებში საუბარი უხდებათ ავადმყოფური დარღვევების ხასიათზე, რომელიც ფსიქიკურ პათოლოგიასა და კონფლიქტურ სიტუაციებზე მიუთითებს. Terrible hunger

Advertisements
Comments
One Response to “ნერვული ბულიმიის გამომწვევი ფაქტორები. ნაწილი II”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] პოსტის დასასრულის წასაკითხად გადადით ამ ლინკზე. […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე