სიკვდილის ანგელოზი – იოზეფ მენგელე

josef mengele10

იმედი გარეთ დატოვე – ეს სიტყვები ეწერა ოსვენციმის კარიბჭეზე.

იოზეფ მენგელე – ყველაზე ცნობილი ნაცისტი ექიმი-დამნაშავე. იგი არ მოხვდა იმ 23 ექიმს შორის, რომელთაც ნიურნბერგის პროცესზე კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის წაუყენეს ბრალი.

josef-mengele-17

მეორე მსოფლიო ომის გერმანელთა დამარცხების შემდეგ მენგელე სამხრეთ ამერიკაში, ემიგრაციაში წავიდა და მშვიდად ცხოვრობდა იქ 1979 წლამდე. ”სიკვდილის ანგელოზს”, რომელსაც ათასობით ათასი ადამიანის სისხლში ქონდა ხელები გასვრილი, მშვიდი სიკვდილი ერგო – მენგელემ ოკეანის თბილ ტალღებში ბანაობისას განუტევა სული, თუმცა, 1985 წლამდე ბევრს ეპარებოდა ეჭვი, რომ სადისტმა ექიმმა კვლავ მოახერხა ყველას გაცურება და მშვიდად აგრძელებდა ცხოვრებით ტკბობას.

mengele_in_guenzburg_i_by_decoengel-d4tjgux

მენგელე 1911 წლის 16 მარტს ბავარიაში, მდინარე დუნაის ნაპირზე გაშენებულ პატარა ქალაქ  ჰაუნცბურგში დაიბადა. მამამისი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მწარმოებელი ქარხანის „კარლ მენგელე და შვილები“’ მფლობელი იყო, სადაც ამ ქალაქის მცხოვრებთა დიდი ნაწილი მუშაობდა. მენგელემ კარიერა ფრანკფურტის მემკვიდრეობითი ბიოლოგიისა და რასობრივი ჰიგიენის ინსტიტუტში, გენეტიკოს ოტმარ ფონ ფერშუერის ხელმძღვანელობით დაიწყო. მან მიუნხენში ფილოსოფიაც შეისწავლა და აქვე გაეცნო ალფრედ როზენბერგის რასობრივ იდეოლოგიას, რომლის არიულმა თეორიამაც ახალგაზრდა სტუდენტზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. აქვე შეხვდა მენგელე პირველად ჰიტლერს და მისი ერთგული მხარდამჭერი გახდა.

josef-mengele-15

მოწადინებულ სტუდენტს ყველაზე მეტად ანთროპოლოგია და გენეტიკა აინტერესებდა. მან რამდენიმე სტატია გამოაქვეყნა და შემდეგ დისერტაციაც დაიცვა თემაზე: „ოთხი რასის წარმომადგენელთა ქვედა ყბის წყობის მორფოლოგიური კვლევა“.

1934 წელს მენგელე ნაციონალ-სოციალისტური პარტიის წევრი გახდა, 1937 წელს კი „ესეს“-ის რიგებშიც შევიდა. 1939 წელს მომავალმა ”სიკვდილის ანგელოზმა”, როგორც მას პატიმრებმა უწოდეს, დროებით გაცვალა ექიმის თეთრი ხალათი სამხედრო ფორმაზე და Waffen SS-ის შემადგენლობაში რუსეთში, საფრანგეთსა და პოლონეთში სამხედრო ექიმის რანგში იბრძოდა.

josef mengele5

1942 წელს ცეცხლმოკიდებული ტანკიდან ორი ტანკისტის გადარჩენისთვის რკინის ჯვარი და ჰაუპტშტურმფიურერის წოდება მიიღო. შემდეგ დაიჭრა, სამხედრო სამსახურისთვის შეუფერებლად იქნა მიჩნეული და 1943 წელს ჰიმლერმა იოზეფ მენგელე საკონცენტრაციო ბანაკ ოსვენციმის მთავარ ექიმად დანიშნა.

josef mengele2

”კოლეგები” იხსნებდნენ, რომ ბანაკში მას ისე შეეგებნენ, როგორც გმირს. მენგელე პატიმრების პირველად, სრულიად უსისტემო სელექციას ატარებდა. მის წინ რიგში ჩამდგარ ათასობით ადამიანს თვალის დაუხამხამებლად გზავნიდა ან ”მარჯვნივ!” (სამუშაო ჯგუფში) ან ”მარცხნივ!” (გაზის კამერაში).

Auschwitz

მენგელე პატიმრებს შორის საექსპერიმენტო ”მასალასაც” პირადად არჩევდა და ცოცხალ ადამიანებზე ათასობით ცდას თავად ატარებდა.

josef mengele8

საკონცენტრაციო ბანაკები, თავიანთი ძირითადი ფუნქციის – „არასრულფასოვანი რასების“, სამხედრო ტყვეების, კომუნისტებისა და უბრალოდ, უკმაყოფილო ადამიანების ფიზიკური განადგურების გარდა, ნაცისტურ გერმანიაში კიდევ ერთ ფუნქციას ასრულებდა. მენგელეს მოსვლის შემდეგ ოსცვენციმი, როგორც თითქმის ყველა საკონცეტრაციო ბანაკი, ”მსხვილ სამეცნიერო-კვლევით ცენტრად” იქცა.

kremaiiroof

პატიმართა სავალალოდ, ”დოქტორ სიკვდილის”, იოზეფ მენგელეს სამეცნიერო ინტერესების სფერო უჩვეულოდ ფართო იყო. მუშაობა მან ”არიელი ქალების ნაყოფიერების ზრდაზე” დაიწყო. რასაკვირველია, საცდელი მასალა არიელი ქალები არ ყოფილან.

მენგელეს ინტერესების სფეროს მიეკუთვნებოდა – ორგანოებისა და კანის გადანერგვა, სქესის შეცვლის ოპერაციები, ”არასრულფასოვან რასებში” – ებრაელებში, ბოშებსა და სლავური წარმოშობის ხალხში შობადობის შეზღუდვა. ათობით ათასი ქალისა და მამაკაცის დასახიჩრების შემდეგ ექიმი მივიდა დასკვნამდე, რომ ჩასახვის თავიდან არიდების ყველაზე საიმედო საშუალება კასტრაცია იყო. ყველაზე ეფექტური და სწრაფი მეთოდიკის შესამუშავებლად მენგელემ ცოცხალ ადამიანებზე კიდევ რამდენიმე ასეული ცდა ჩაატარა.

ebensee051

მენგელე უყურადღებოდ არც ადამიანებზე სხვადასხვა ქიმიური და მომწამვლელი ნივთიერებების ზემოქმედებას ტოვებდა. ნაცისტ ექიმს განსაკუთრებით ტყუპების თემა აინტერესებდა – გერმანული ნაციის გამრავლების მეთოდების გამოვლენის მიზნით. მათთვის შემუშავებული იყო კვლევის ცალკე პროგრამა, რაც ცდის პირების სიკვდილის შემდეგაც არ წყდებოდა. მსგავსი ცდები დაახლოებით 3 ათას მცირეწლოვან ტყუპზე ჩატარდა, ცოცხალი კი მათგან მხოლოდ 200 გადარჩა.

holocaust twins

ბავშვებს ერთმანეთის სისხლს უსხამდნენ და ერთმანეთის ორგანოებს უნერგავდნენ. ოპერაციის დაწყებამდე კი ”კეთილ” ექიმ მენგელეს შეეძლო ბავშვისთვის თავზე ხელი გადაესვა და შოკოლადითაც გამასპინძლებოდა…

josef mengele13

მენგელეს საკუთარი ხელით შეყავდა ადამიანების გულში ქლოროფორმი, რათა გაკვეთა ჩაეტარებინა და მათ შინაგან ორგანოებს დაკვირვებოდა. ერთი ოპერაციის დროს ორი ბოშა ბიჭუნა ხელოვნური სიამის ტყუპების შესაქმნელად ერთმანეთს მიაკერა.

twins

ბავშვებს სისხლძარღვების რეზექციის ადგილებში ხელები ძლიერად დაუზიანდათ და რასაკვირველია, დიდხანს არ უცოცხლიათ.

meng2

ტარდებოდა ცდები ადამიანის ორგანიზმზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური გამოფიტვის შედეგების დასადგენად. ”სიკვდილის ანგელოზის” ბრძანებით ადამიანებს იძულებით უცვლიდნენ სქესს, დებს კი ძმებისგან შვილების გაჩენას აიძულებდნენ.

კვლევები არ წყდებოდა. ვერმახტის მორიგი დაკვეთა ჯარისკაცის ორგანიზმზე სიცივის (ჰიპოთერმია) შედეგების დადგენა იყო. ექსპერიმენტი უმარტივესი მეთოდიკით ტარდებოდა: საკონცენტრაციო ბანაკის პატიმარს ყველა მხრიდან ყინულებს შემოუწყობდნენ და ესესელის ფორმიანი ”ექიმები” მუდმივად უზომავდნენ სხეულის ტემპერატურას…

როცა ერთი პატიმარი მოკვდებოდა, ბარაკიდან მეორე მოყავდათ. დასკვნა: სხეულის 30%-ზე დაბალ ტემპერატურაზე გაყინვის შემდეგ ადამიანის გადარჩენა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. გათბობის საუკეთესო საშუალებად კი ცხელი აბაზანა ან ”ქალის სხეულის ბუნებრივი სითბო” დადგინდა.

გერმანიის სამხედრო-საჰაერო ძალებმა მენგელეს დიდი სიმაღლის პირობებში პილოტის შრომისუნარიანობის ხარისხის გამოკვლევა შეუკვეთეს. ოსვენციმში ბაროკამერა აშენდა, რომელშიც ათასობით პატიმარი საშინელი სიკვდილით დაიღუპა – ზემცირე წნევის ზეწოლით ადამიანის სხეული უბრალოდ იფლითებოდა. დასკვნა: საჭიროა ჰერმეტულ კაბინიანი თვითმფრინავების აგება. სხვათა შორის, ომის ბოლომდე არც ერთი ასეთი გერმანული თვითმფრინავი ჰაერში არ აფრენილა.

რასობრივი თეორიით ახალგაზრდობიდან გატაცებული მენგელე თვალის ფერის შეცვლაზეც ატარებდა ცდებს. მას რატომღაც უნდოდა პრაქტიკულად დაემტკიცებინა, რომ ებრაელების ყავისფერი თვალები ვერანაირ გარემოებაში მიიღებდა ”ჭეშმარიტი არიელის” თვალის ცისფერ ფერს. ასობით ებრაელს შეუყვანეს თვალში ცისფერი საღებავი – უკიდურესად მტკივნეული და ხშირად სიბრმავის გამომწვევი ნივთიერება. ისედაც ბუნებრივი დასკვნა დადასტურდა: ებრაელის არიელად ქცევა შეუძლებელი იყო.

josef mengele4

კვლევების თემატიკის მიზანი ვერ ფარავს ფაქტს, რომ ცდები ცოცხალ ადამიანებზე მიმდინარეობდა და რასაკვირველია, ყოველგვარი ანესთეზიის გარეშე. მენგელე ადამიანებს ცხოველებისა და სხვა ადამიანების ორგანოებს უნერგავდა და ამ ორგანოების ამოგლეჯვის დროს მათი ტანჯვით სიკვდილის დოკუმენტირებასაც ახდენდა.

კოლეგების თქმით, „სიკვდილის ანგელოზი“ ურთიერთობაში ძალიან სასიამოვნო ადამიანი იყო, ბავშვებს არასდროს უყვიროდა, ხშირად იღიმებოდა, თავისუფალ დროს კი კლასიკური მუსიკის მოსასმენად ბანაკის ქალთა ორკესტრის ბარაკს  სტუმრობდა.

josef mengele1

10 ათასზე მეტი ადამიანი გახდა მენგელეს საზარელი ცდების მსხვერპლი.

ოსვენციმის მთავარ ექიმ ”წმინდა სამეცნიერო” საკითხებიც აინტერესებდა. საკონცენტრაციო ბანაკის პატიმრებს სხვადასხვა ავადმყოფობებით აავადებდნენ და მათზე ახალი მედიკამენტების ეფექტურობას ამოწმებდნენ.

josef mengele9

1945 წელს იოზეფ მენგელემ აკურატულად გაანადგურა ყველა ”მონაცემები” და ოსვენციმიდან გაიქცა. 1949 წლამდე მშობლიურ ჰაუნცბურგში, მამის ფირმაში მშვიდად მუშაობდა, შემდეგ კი ჰელმუთ გრეგორის დოკუმენტებით არგენტინაში წავიდა. პასპორტი სრულიად ლეგალურად, წითელი ჯვრის მეშვეობით მიიღო. იმ წლებში ორგანიზაცია ქველმოქმედებას ეწეოდა და გერმანიიდან გამოქცეულ ლტოლვილებს პასპორტებს ურიგებდა. შესაძლოა, მენგელეს გაყალბებული დოკუმენტები კარგად ვერ შეამოწმეს, მით უფრო, რომ მესამე რეიხში დოკუმენტების გაყალბების ”ხელოვნება” სრულყოფილებამდე იყო აყვანილი.

50-იანი წლების დასაწყისში ინტერპოლმა იოზეფ მენგელეს დაპატიმრების ორდერი გასცა – დაკავების დროს მოკვლის უფლებით, რის შემდეგაც ნაცისტი დამნაშავე პარაგვაიში გადასახლდა. ინტერპოლის მცდელობები ნაცისტზე ნადირობის ბუტაფორია უფრო იყო, ვიდრე რეალობა. იგივე ჰელმუთ გრეგორის პასპორტით მენგელე არაერთხელ იყო ევროპაში, სადაც მისი მეუღლე და შვილი ცხოვრობდნენ. მენგელეს ერთდროულად ეძებდა ინტერპოლი, ისრაელის დაზვერვა და „ნაცისტებზე მონადირე” სიმონ ვიზენტალი. მის დაჭერაზე უზარმაზარი ჯილდოები იყო დაწესებული.

mengwanted

იოზეფ მენგელემ ცხოვრებაში ბევრი რამ მოასწრო: ჰქონდა ბედნიერი ბავშვობა,  მიიღო შესანიშნავი განათლება, შექმნა ბედნიერი ოჯახი, ომისა და ფრონტის ცხოვრების გემოც გაიგო და ბოლოს, უამრავი ”მეცნიერული კვლევა” ჩაატარა. მენგელეს საქმიანობამ დიდი წვლილი შეიტანა თანამედროვე მედიცინის განვითარებაში, რადგან მან სხვადასხვა დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინა შეიმუშავა და მრავალი ისეთი ცდა ჩაატარა, რომლის გაკეთებაც დემოკრატიულ სახელმწიფოში შეუძლებელი იქნებოდა. ფაქტობრივად, მენგელეს, ისევე როგორც, მისი ბევრი კოლეგის დანაშაულმა, უზარმაზარი წვლილი შეიტანა მედიცინის განვითარებაში.

josef mengele3

”დამსახურებული” დასვენების წლებში იოზეფ მენგელე პრესაში არაერთხელ წაწყდომია სტატიებს ექიმის საზარელი ცდებისა თუ მისი დაჭერისთვის დაწესებული ჯილდოების შესახებ.

jozef mengele1956

მენგელე ნაღვლიან, სარკასტულ ღიმილს ვერ მალავდა – ის ხომ ყველას დასანახად ცხოვრობდა, საზოგადოებრივ პლაჟებზე ბანაობდა, აქტიურ მიმოწერას აწარმოებდა და გასართობ დაწესებულებებში სტუმრობასაც არ იკლებდა.

მის წინააღმდეგ წამოყენებულ ბრალდებებს უბრალოდ ვერ იგებდა – ნაცისტი ექიმი ცდის პირებს ადამიანებად არასდროს აღიქვამდა, ისინი მხოლოდ საცდელი მასალა იყვნენ. სკოლაში ბაყაყებზე ჩატარებულ ცდებსა და ოსვენციმის საზარელ ექსპერიმენტებს შორის განსხვავებას ვერ აღიქვამდა. პარაგვაიში მისი ნაცნობები ყვებოდნენ, რომ ექიმი ყველას გატაცებით უამბობდა თავისი წარსული ცხოვრების შესახებ.

josef mengele7

ათასობით ათასი ადამიანის წამებით სიკვდილში დამნაშავე ნაცისტმა სიამოვნებასა და სიმშვიდეში გაატარა დარჩენილი ცხოვრება 1979 წლამდე და ოკეანის თბილ ტალღებში ბანაობისას გაუსკდა გული ბრაზილიის ერთ-ერთ პლაჟზე. ის, რომ სიკვდილში მენგელეს ისრაელის სპეცსამსახურის ” მოსადის” აგენტები დაეხმარნენ, მხოლოდ ლამაზი ლეგენდაა.

josef mengele14

Advertisements
Comments
2 Responses to “სიკვდილის ანგელოზი – იოზეფ მენგელე”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] წყლებიდან დაახლოებით 500 კილომეტრში გერმანულმა წყალქვეშა გემმა  […]

  2. […] უფლება შეგიძლიათ მისცეთ, რადგან სიტუაციის განმსაზღვრელი თავად ბრძანდებით. თქვენი ინტუიცია […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე