Torri Superiore – ეკოსოფელი იტალიაში

ecovillagetorriitaliafridayდაბრუნდი შუა საუკუნეებში და მიმოიხედე ირგვლივ – იქნებ უკვე ყველაფერი გაქვს, რაც ბედნიერი ცხოვრებისთვის გჭირდება.

ჩვეულებრივ, friday.ge-ზე ვსაუბრობთ თანამედროვე ცხოვრების სტილზე, ტექნოლოგიებსა და დიზაინზე, რომლებიც ადამიანის ცხოვრებას ცვლის, მაგრამ დღეს საწინააღმდეგო პროცესზე გვინდა გიამბოთ, რომელიც იტალიურ სოფელში Torri Superiore-ში განვითარდა: აქაურებმა შუა საუკუნეებში დაბრუნება გადაწყვიტეს, იმ დროისგან ყველაფერი საუკეთესო აიღეს, ხოლო ყოველივე ცუდს იგნორირება გაუკეთეს.

1ecovillagetorriitaliafridayსოფელი Torri Superiore იტალიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, მთებში მდებარეობს და უშუალოდ ესაზღვრება საფრანგეთს, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროდან კი დაახლოებით 20 კილომეტრი აშორებს.

სოფელი XIII საუკუნეში დაარსდა და არასოდეს ყოფილა განსაკუთრებულად დიდი, წარმატებული ან ცნობილი. ის რამდენიმე მრავალსართულიანი სახლითა და ქუჩით შემოიფარგლებოდა.

2ecovillagetorriitaliafridayXVIII საუკუნეში ამ პატარა დასახლებული პუნქტის მოსახლეობის რაოდენობამ მაქსიმუმს მიაღწია, შემდეგ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი ისევ დაეცა – ხალხმა სოფლის დატოვება დაიწყო, მიტოვებული სახლები ინგრეოდა და ნადგურდებოდა.

თუმცა რამდენიმე წლის წინ იტალიის ხელისუფლებამ ექსპერიმენტის ფარგლებში სოფლის რეკონსტრუირება გადაწყვიტა – Torri Superiore კულტურული ინიციატივებისა და ექსპერიმენტების პოლიგონად გამოცხადდა.

8ecovillagetorriitaliafridayTorri Superiore ახლა შუა საკუნეების ნამდვილი „ფილიალია“ იტალიის სამრეწველო გარემოში. აქ თქვენ ვერ ნახავთ ავტომანქანებს, სატელიტურ თეფშებს, მობილური კავშირგაბმულობის ანძებს, მრავალდონიან საავტომობილო ტრასებს, მეტალოპლასტმასის ფანჯრებსა და თანამედროვეობის სხვა ატრიბუტებს. ყველაზე თანამედროვე რამ, რაც ამ სოფელში შეიძლება შეგხვდეთ, მზის ენერგიის პანელებია, რომელთა გამომუშავებული ელექტროენერგიაც Torri Superiore-ს მაცხოვრებელთა მოკრძალებულ ელექტროსაჭიროებებს ხმარდება.

7ecovillagetorriitaliafridayსამაგიეროდ აქ მთელი მსოფლიოდან ჩამოსული უამრავი ტურისტი შეგიძლიათ ნახოთ. შენობების კომპლექსი სულ 160 ადამიანზეა გათვლილი, რომლებიც აქ უბრალო, მაგრამ სისხლსავსე ცხოვრების გამოსაცდელად ჩამოდიან.

6ecovillagetorriitaliafridayიტალიურ ეკოსოფელში შეიძლება წაიმუშაო ბოსტანში ან რომელიმე სახელოსნოში (თიხის ან ხალიჩების საქსოვ საამქროში, სამჭედლოში), შეიძლება ცხვრის მატყლისგან ქსოვილი თავად გააკეთო და გლეხური ჩასაცმელიც თავადვე შეკერო; შეიძლება მომწყემსო თხები და ძროხები, მოწველო საქონელი, ამოიყვანო ყველი.

5ecovillagetorriitaliafridayთუ გენდომება, შეიძლება წაიმუშაო სამზარეულოშიც, რომელიც, ისევე როგორც სასადილო, მთელი სოფლისთვის საერთოა.

Torri Superiore-ს მთავარი ამოცანა სრული თვითმკმარობის შეგრძნების მიღწევაა. ხომ გვაქვს ყველაფერი, რაც სრულფასოვანი ცხოვრებისთვისაა საჭირო – მხოლოდ ირგვლივ მიმოხედვა, დანახვა და მიხვედრა ჭირდება.

3ecovillagetorriitaliafriday 4ecovillagetorriitaliafriday 2-friday-torri 1-friday-torri

Advertisements
Comments
2 Responses to “Torri Superiore – ეკოსოფელი იტალიაში”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] მისი ტერასებიდან და ფანჯრებიდან არაჩვეულებრივი პეიზაჟი […]

  2. […] ბრუსკეტა (Bruschetta) – ეს არის ნამდვილი იტალიური ნივრიანი პური. ხშირად მას კარაქსა და […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე