როგორ შექმნა თედ თერნერმა CNN

1-ted-tuner

1991 წელს ამერიკელი მეწარმე თედ თერნერი ჟურნალ Time-ს გარეკანზე გამოჩნდა. იგი წლის ადამიანად აშშ-სა და სსრკ-ის „კეთილი ნების თამაშების“ სპორტული შეჯიბრების ორგანიზების არაორდინალური იდეის გამო დასახელდა. თავისი ცხოვრების განმავლობაში თერნერმა კიდევ ბევრი ორიგინალური და საინტერესო რამ გააკეთა, თუმცა, მისი ყველაზე მთავარი საქმე – CNN- მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ახალი ამბების კომპანიაა.

ted-turner-time-cover

მამის გაკვეთილები

16-ted-turner-youngთედ თერნერი 1938 წლის 19 ნოემბერს ცინცინატიში (ოჰაიოს შტატი) დაიბადა. ჯერ კიდევ პატარა იყო, როცა მშობლები ტენესიში გადაბარგდნენ და იქ თერნერი-უმცროსი საკმაოდ დიდხანს ცხოვრობდა.

თედის მამას ედი თერნერს პატარა სარეკლამო სააგენტო Turner Outdoor Advertising ჰქონდა. მამა–შვილის ურთიერთობები ყოველთვის რთული იყო, ისინი ძალიან იშვიათად ახერხებდნენ საერთო ენის გამონახვას.

მიუხედავად ამისა, თედი ყოველთვის მიიჩნევდა, რომ მამისგან მიღებული გაკვეთილები უმთავრესი რამ იყო, რაც მას წარმატებულ ბიზნესმენად ჩამოყალიბებაში დაეხმარა.

ბავშვობაში თედი თანატოლებისგან იმით გამოირჩეოდა, რომ კარგად სწავლობდა და სპორტითაც აქტიურად იყო დაკავებული. 9 წლიდან სააფროსნო სპორტით დაინტერესდა და მომავალში სპორტის ამ სახეობაში აშშ–ს თასის მფლობელი ორჯერ  – 1977 და 1979 წლებში გახდა.

თედის მამას აღზრდის უცნაური მეთოდები ჰქონდა. იგი ხშირად სჯიდა შვილს „სხვადასხვა სიმძიმის“ საქციელისთვის.

თერნერის მოგონებებში ყველაზე რთული სასჯელი მამის ასეთი მოთხოვნა იყო: იგი ეცემა! ანუ თედი იძულებული ხდებოდა, თავად დაესაჯა მამა. თუმცა, მიუხედავად ამგვარი ახირებებისა, ედი მისთვის მაინც მისაბაძი პიროვნება იყო.

სკოლის დასრულების შემდეგ თედის უნდა აერჩია უნივერსიტეტი, რომელიც მთლიანად შეესატყვისებოდა მის მიდრეკილებებს. პირველი გადაწყვეტილება, ესწავლა ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ბერძნული ენის განხრით, ოჯახისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.

საბედნიეროდ, მამამ მას გადაწყვეტილება შეაცვლევინა და ეკონომიკურზე ჩააბარებინა, თორემ, ალბათ, ახლა იგი უბრალო პროფესორი იქნებოდა და მსოფლიო ვერასოდეს უყურებდა CNN-ს.

მამა ყოველთვის საკუთარი გზით სიარულს ურჩევდა და ეუბნებოდა, რომ მასების აზრისთვის ყურადღება არ მიექცია. ედი თერნერის აზრით, წარმატებას მხოლოდ ისინი აღწევენ, ვინც საკუთარ გზას ირჩევს.

უნივერსიტეტში სწავლის პირველმა წლებმა უპრობლემოდ ჩაიარა. თედი კარგი სტუდენტი იყო და თანაც, სტუდენტურ წრეებში საკმაოდ პოპულარული. თუმცა სამ წელიწადში იგი ამორალური საქციელისთვის გარიცხეს. იმიტომ არა, რომ თედი ხულიგანი იყო, უბრალოდ მის ოთახში ვიღაც ქალი შენიშნეს, რაც იმ დროისთვის ამორალურ საქციელად მიიჩნეოდა.

1960 წელს თედ თერნერმა მუშაობა მამის კომპანიაში დაიწყო. თავიდან იგი პატარა ქალაქ მექონში კომპანიის ფილიალის ხელმძღვანელი გახდა. სამუშაო რთული იყო და თედს გამოცდილებაც ნაკლები ჰქონდა, მაგრამ პირველივე წელს მან რამდენიმე წარმატებული სვლა გააკეთა, რომელთა წყალობითაც ადგილობრივი კონკურენტები უკან ჩამოიტოვა.

იმავე წელს თედი ჯუდი გეილზე დაქორწინდა. ეს სასიხარულო ამბები ერთმა უსიამოვნო ამბავმა გააფუჭა – Turner Outdoor Advertising-ს ვალები დაედო. ედის წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ უნდა გადაეხადა კრედიტორებისთვის. იგი სასოწარკვეთილებაში ჩავარდა და თავი მოიკლა, ამგვარად თედ თერნერი კომპანიის ერთპიროვნული მმართველი და უზარმაზარ ვალზე პასუხისმგებელი გახდა.

CNN-ის დაბადება

თედ თერნერის ქორწინება მხოლოდ ორ წელიწადს გაგრძელდა. 1964 წელს იგი მეორედ  დაქორწინდა შირლი სმითზე. ამ დროისთვის იგი უკვე ხვდებოდა, რომ საჭირო იყო რაღაც ახალი, რაც მის კომპანიას ბაზრის ახალ სეგმენტზე გაიყვანდა. გარე რეკლამა აღარ აკმაყოფილებდა, რადგან გაჩნდა ახალი ინსტრუმენტები, რომლებიც მაღალ მოგებას პირდებოდა – რადიო და ტელევიზია.

ამასთან თედი მიხვდა, რამდენად მნიშვნელოვანია პოლიტიკური კავშირები და რესპუბლიკური პარტიის წევრი გახდა.

1967 წელს ტერნერმა ტელეკომპანია WTCG იყიდა. იმ დროისთვის კომპანია უკვე გაკოტრებული იყო და მისი ყიდვა ლამის ცენტები დაჯდა. თედი დაუყოვნებლივ შეუდგა საქმეს. პირველ რიგში, არხის მაუწყებლობის პოლიტიკას გადახედა და გადაწყვიტა ახალი ამბები კონკურენტებისგან განსხვავებულად გადმოეცა. შეცვალა სამაუწყებლო ბადეც – ახალი ამბების პირველი გამოშვება ჩვეულებრივზე 5 წუთი გვიან დაიწყო, მეორე კი 25 წუთით ადრე.

ასეთი მიდგომა წარმატებული აღმოჩნდა და თედმა კონკურენტული მასიდან თუნდაც სატელევიზიო ბადის განსხვავებულობით გამორჩევა მოახერხა.

1970 წელს ორი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა.

ჯერ ერთი, თედის გარე რეკლამის კომპანია აშშ-ის სამხრეთში თავის სეგმენტში ყველაზე მსხვილ კომპანიად იქცა, რაც უზარმაზარი მიღწევა იყო.

მერე მეორე, დაფუძნდა კომპანია Turner Broadcasting Systems, რომლის ირგვლივაც თედ თერნერის ტელეპროექტები მზადდებოდა. მაყურებელს უფრო და უფრო მოსწონდა WTCG. არხის აუდიტორია იზრდებოდა, ეს კი სარეკლამო შემოსავლების ზრდას უწყობდა ხელს. 1977 წელს თერნერის წარმატება სააფროსნო სპორტში (აშშ თასი) საბოლოო ჯამში, ტელე და სარეკლამო ბიზნესს წაადგა, ორ წელიწადში მან ეს თასი მეორედაც მოიპოვა.

1980 წელს დაიბადა არხი CNN (Cable News Network). იმ დროს ეს ახალი ამბების ინდუსტრიაში ნამდვილ რევოლუციად შეფასდა.

CNN

CNN ახალი ამბების არხი იყო, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობდა. ფორმატი მეტად წარმატებული აღმოჩნდა და მალე არხმა ამერიკის ფარგლებს გარეთაც დაიწყო მაუწყებლობა. უფრო ზუსტად, ეს 1985 წელს მოხდა, როცა არხი CNN International გაჩნდა.

თედ თერნერი CNN-ის სტუდიაში.

თედ თერნერი CNN-ის სტუდიაში

ერთი წლის შემდეგ თედმა კინობიზნესში მუშაობა გადაწყვიტა და კირკ კირკორიანისგან Metro Goldwyn Mayer იყიდა. ამ ნაბიჯმა ვერ გაამართლა და, საბოლოო ჯამში, იგი იძულებული გახდა, შენაძენი თავიდან მოეშორებინა.

MGM-ის ყიდვიდან ორ წელიწადში თერნერს კიდევ ერთი უსამოვნება შეხვდა – იგი ისევ გაშორდა მეუღლეს. თუმცა მარტო დიდხანს არ ყოფილა და უკვე სამ წელიწადში მსახიობ  ჯეინ ფონდაზე დაქორწინდა.

თედ თერნერი და ჯეინ ფონდა

თედ თერნერი და ჯეინ ფონდა

ამავე წელს CNN აწყობს უნიკალურ ტრანსლაციას პირდაპირ ეთერში – „ქარიშხალი უდაბნოში“. ტრანსლაციამ უზარმაზარი გამოხმაურება ჰპოვა და ამის შემდეგ მსგავსი აქციები საკმაოდ ხშირად ხორციელდებოდა.

1993 წელს CNN-მა პირდაპირ ეთერში რუსეთის ფედერაციის უმაღლესი საბჭოს შტურმის პირდაპირი ტრანსლაცია მოაწყო. მოკლედ 90-იანი წლების დასაწყისში ეჭვიც კი აღარავის ეპარებოდა, რომ თერნერის არხი მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ყველაზე გავლენიანი მოთამაშე იყო.  1996 წელს თერნერმა კომპანია Turner Broadcasting Systems Times Inc. გაყიდა. თანხამ 7,4 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამასთან მან მიიღო ახალი სააგენტოს აქციების 10% და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა.

საინტერესოა, რომ გავრცელებული მოსაზრებით თედ თერნერი არასოდეს ერეოდა CNN-ის სარედაქციო პოლიტიკაში. მაშინ როცა რუპერტ მერდოკის გამოცემები მუდმივად მფლობელის პოზიციას ატარებდა, ტერნერი მსგავსი ქმედებებისგან თავს ძალიან შორს იჭერდა. მისი ერთადერთი პრიორიტეტი მოგება იყო.

თედ თერნერის აზრით, იგი ოთხჯერ იყო ძალიან ახლოს გაკოტრებასთან. როცა მამა მოუკვდა და კომპანიის მფლობელი გახდა 24 წლის ასაკში და კომპანიის საქმეები რბილად რომ ვთქვათ, საშინლად მიდიოდა, ჯერ კიდევ მაშინ შეიძლებოდა თერნერის ისტორია დამთავრებულიყო.

მეორე შესაძლო გაკოტრება 1970 წელს ემუქრებოდა, როცა მან Channel-17 იყიდა. შემდეგ იყო CNN 1980 წელს და MGM 1985 წელს. ამ წამოწყებებიდან ყველა წარმატებული არ ყოფილა, მაგრამ იგი ყოველთვის ახერხებდა გაკოტრების თავიდან აცილებას.

თედ თერნერს გარისკვის არასოდეს ეშინოდა. ყველაზე უკეთ ამ თემაზე თავად საუბრობს: ადრეული ბავშვობიდან ვიმეორებდი: მინდა ვმართავდე სამყაროს! ზუსტი და ყოვლისმომცველი ფორმულირება დამეხმარა მეცხოვრა ისე, როგორც მინდოდა და არ დავხურდავებულიყავი. ჩემთვის მიუღებელია სისუსტე, წაგება, უიღბლობა. ჩემი კერპი ყოველთვის ნაპოლეონი იყო.

თედ თერნერის ქველმოქმედება

ჯეინ ფონდაზე დაქორწინების შემდეგ თედ თერნერმა დიდი ყურადღება დაუთმო ქველმოქმედებას, თუმცა, ანგელოზად, რომელსაც ყველას სიკეთე სურს, მაინც ვერ იქცა.  ამას იგი უფრო საკუთარი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად აკეთებდა. თქვა კიდეც: ვერ დავმშვიდდები, სანამ არ მოვაგვარებ პრობლემებს, რომლებითაც მთელი მსოფლიოა დაავადებული. ალბათ,  მკრეხელობაა, მაგრამ შესაძლოა ამ დროს ღმერთადაც ვგრძნობდე თავს.

tedturner_wideweb__470x297,0

1998 წელს თერნერმა გაერო-ს ფონდს მილიარდი დოლარი შესწირა. ეს იმისთვის გაკეთდა, რომ აშშ-სა და გაერო-ს ურთიერთობები გამყარებულიყო. უნდა ითქვას, რომ თანხა მცირე არ არის, განსაკუთრებით, თუ გავიხსენებთ, რომ თერნერის ქონება გაცილებით ნაკლებია ვიდრე, მაგალითად, უორენ ბაფეთის.

თუ თერნერის პირად ცხოვრეებაზე ვისაუბრებთ, საბოლოო ჯამში, იგი ჯეინთანაც განქორწინდა. მედიაში ამბობდნენ, რომ ეს ნაბიჯი ფონდას ინიციატივა იყო. განქორწინებამ არ შეამცირა თედის ინტერესი ქველმოქმედებისადმი, ამას იგი დღესაც აგრძელებს. შესაძლოა ასაკის გამო – ადრე თუ გვიან ადამიანები ამისკენ მიდიან.

P.S.

თერნერის საინტერესო ციტატა: „ჟურნალ Forbes-ის უმდიდრესი ადამიანების სია ამერიკას ანგრევს. ეს სუპერმდიდარი ადამიანები აგროვებენ ფულს და სიაში ქვემოთ მოხვედრის ეშინიათ. ეს მათი სუპერთასია… ყველა საშუალება ადამიანთა შეზღუდული რაოდენობის ხელშია, რომელთაც სხვისთვის გაყოფა არ სურთ, და ეს საშიშია როგორც მათთვის, ისე ქვეყნისთვის. შეიძლება დადგეს ახალი ფრანგული რევოლუცია, და იქნება ახალი მადამ დეფარჟი, რომელიც მათ ხელფეხს შეუკრავს, პატარა ურიკით ქალაქის მოედანზე წაიყვანს და ისინი თავებს დაკარგავენ!“

ფოტოები

4-ted-rurnr

თედ თერნერი ახალგაზრდობაში

ჯილდოებით სავსე სამუშაო კაბინეტში

ჯილდოებით სავსე სამუშაო კაბინეტში

თედ თერნერი თავის საზაფხულო სახლში

თედ თერნერი თავის საზაფხულო სახლში

თედ თერნერი აფროსან მეგობრებთან ერთად

თედ თერნერი აფროსან მეგობრებთან ერთად

თედ თერნერის მრავალგზის ჩემპიონი იახტა American Eagle

თედ თერნერის მრავალგზის ჩემპიონი იახტა American Eagle

თერნერი American Eagle-ზე

თერნერი American Eagle-ზე

კეთილი ნების თამაშების ორგანიზატორი

კეთილი ნების თამაშების ორგანიზატორი

თერნერი თავის ძაღლებთან ერთად. 

თერნერი თავის ძაღლებთან ერთად

თერნერი თავის ძაღლებთან ერთად

თედ თერნერი და ჯეინ ფონდა განქორწინებამდე რამდენიმე თვით ადრე

თედ თერნერი და ჯეინ ფონდა განქორწინებამდე რამდენიმე თვით ადრე

თედ თერნერის სამოტივაციო სიტყვები და წიგნი Call Me Ted

თედ თერნერის სამოტივაციო სიტყვები და წიგნი Call Me Ted

დაუძახეთ თედი!

tedturner1_775365a

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე