ჰობიტების ქალაქი ახალ ზელანდიაში

hob 3ახალი ზელანდია, ქალაქ მათამათას შორიახლოს მდებარე ცხვრის ფერმა – ადგილი, სადაც „ბეჭდების მბრძანებლისა“ და „ჰობიტის“ ნაწილი გადაიღეს.

hob 10ჰობიტონი ჩვეულებრივი ცხვრის ფერმის ტერიტორიაზე აშენდა, რომელიც ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ კუნძულზე, პატარა ქალაქ მათამათადან (Matamata) 20 წუთის სავალზე მდებარეობს. „ბეჭდების მბრძანებლის“ რეჟისორმა პიტერ ჯექსონმა ფილმის გადასაღები ადგილის ძებნისას ახალ ზელანდიასაც გადაუფრინა. როდესაც მან მათამათას სიახლოვეს მდებარე უმშვენიერესი გორაკები შენიშნა, მაშინვე მიხვდა, რომ ჰობიტების დასახლების მოსაწყობად იდეალურ ადგილს მიაგნო.

hob 8მშენებლობა 1999 წლის მარტში დაიწყო. ამ პროცესში 9 თვის განმავლობაში 400 ადამიანი იყო ჩართული, ახალი ზელანდიის არმიის ჩათვლით. აშენდა 1,5 კილომეტრიანი გზა ჰობიტონამდე, გაკეთდა 37 მომრგვალებული ხვრელი ჰობიტების სახლებისთვის გორაკის ფერდობებზე. ინტერიერი, ძირითადად, ხისა და პლასტმასის მასალით მოპირკეთდა, გაშენდა ულამაზესი ბაღები.

ფერმის მფლობელია სამი ძმა. მათგან ორი იქვე ცხოვრობს, მესამე ძმა კი მათამათაში, რომელსაც ჰობიტონისგან მწვანე გორაკები და სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწები ყოფს.

ფერმას, რომლის ტერიტორიაზეც „ბეჭდების მბრძანებლის“ ნაწილი გადაიღეს, 500 ჰექტარი მიწა უჭირავს. მთლიანობაში აქ 37 სახლი აშენდა – ზუსტად იმდენი, რამდენიც ტოლკინს აქვს წიგნში ნახსენები. ფილმის გადაღების შემდეგ კი მხოლოდ 17 შემორჩა.

hob 7დეკორაციების დიდი ნაწილი დაიშალა, ნაწილი კი დარჩა. ამიტომ ფერმას „ბეჭდების მბრძანებლის“ ასობით ფანატი მოგზაური მიაწყდა და კარგა ხანს ჰობიტების ნასახლარის ჩვენების თხოვნით ფერმის პატრონებს თავს აბეზრებდნენ.

hob 6თუმცა ბოლოს და ბოლოს, გაჩნდა იდეა, რომ შეექმნათ ტურისტული მარშრუტი „ჰობიტონი“, რათა ტურისტთა ნაკადი როგორმე მოეწესრიგებინათ. იდეა, როგორც მოსალოდნელი იყო, წარმატებით განხორციელდა – ჰობიტების ქალაქს დღეში, საშუალოდ, 300 ტურისტი მაინც ათვალიერებს.

hob 5ტური ჰობიტონში 50 დოლარი ღირს და უცნაურ ქალაქში სამსაათიან სეირნობას მოიცავს. რა თქმა უნდა, დეკორაციები მნიშვნელოვნადაა დაზიანებული, ხოლო ულამაზესი ბაღები კი, როუზის ბაღის გარდა, თითქმის მთლიანად განადგურებული. მიუხედავად ამისა ჰობიტების თეთრი სახლები მწვანე გორაკების ფონზე მაინც ლამაზად გამოიყურება.

hob 4პეიზაჟს განსაკუთრებულ მომხიბლაობას მატებს ცხვრის ფარა, რომელიც ყოველდღიურად აქვე ბალახობს.

hob 1ცხადია „ბეჭდების მბრძანებლის“ თაყვანისმცემლებისთვის ამ ადგილს საოცარი ხიბლი აქვს – აქ შეგიძლია წარმოიდგინო, როგორ მოსეირნობს და მოღიღინებს ვიწრო ბილიკზე გენდალფი, როგორ გამოეგებება მას ძველი მეგობარი ბილბო, როგორ გაჰყურებენ მეგობრები ულამაზეს ხეობასა და ტბას, რომლის მახლობლადაც დგას party-tree (ფილმში ის მუხად იყო წარმოდგენილი, თუმცა, სინამდვილეში ფიჭვია) და ბილბოს 111 წლის იუბილესთვის  მზადებას…

hob boloამ იდილიას მხოლოდ ერთი რამ არღვევს – მწვანე, ხავერდოვანი ბალახი, რომელიც შორიდან სუფთა ჩანს, ცხვრების „საჩუქრებითაა“ მოფენილი და თუ ყურადღებით არ იქნებით, შეიძლება სულ სრიალ-სრიალით ჩაგორდეთ გორაკის ძირში.

ამიტომ ტუროპერატორები ვიზიტორებს ისეთივე მძიმე ტყავის ფეხსაცმელის ჩაცმას ურჩევენ, როგორსაც ადგილობრივი ფერმერები ატარებენ.

მეტი ინფორმაცია ჰობიტონში მოგზაურობის დეტალების შესახებ შეიძლება მიიღოთ შემდეგი წყაროებიდან:

  • hobbitontours.com – ესაა ტურისტული კომპანია Rings Scenic Tours Ltd-ს ოფიციალური საიტი. სწორედ ეს კომპანია ახდენს ტურისტული ტურების ორგანიზებას მათამათადან ჰობიტონში.
  • jasons.co.nz – კი არის ტურისტული საიტი ახალი ზელანდიის შესახებ, სადაც ქვეყნის ყველა ქალაქისა და დასახლების შესახებ ინფორმაციის მოძიებაა შესაძლებელი.

hob 2დასათვალიერებლად ფოტოები “ჰობიტონიდან” 😉

the_hobbiton18 hobbiton1 hobbiton2 hobbiton3 hobbiton4 hobbiton10 hobbiton9 hobbiton8 hobbiton7 hobbiton6 hobbiton5 hobbiton11 hobbiton12 hobbiton-14 hobbiton13 Hobbiton-15 hobbiton16 hobbiton21 hobbiton19

Advertisements
Comments
2 Responses to “ჰობიტების ქალაქი ახალ ზელანდიაში”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] მშენებლობის იდეა ცოლ-ქმარს “ბეჭდების მბრძანებლისა” და “ჰობიტის” გავლენით […]

  2. […] გარემოში დასვენებას სთავაზობს – ჰობიტების სოროში დასვენების მსურველი კი უამრავი […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე