ჩვენ მივდივართ დისნეის სამყაროში! ნაწილი I

Walt Disneyროგორ მოხდა, რომ პროვინციელმა მხატვარ-მულტიპლიკატორმა მოახერხა მრავალმილიარდიანი იმპერიის შექმნა, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგაც სტაბილურად ლიდერობს გართობის მსოფლიო ინდუსტრიაში?

რატომ შედის უოლტ დისნეი მეოცე საუკუნის ყველაზე გავლენიან ბიზნესმენთა ყველა სიაში, რომლებმაც გავლენა მოახდინეს მთელი მსოფლიოს განვითარებაზე?

ბევრი ექსპერტი თანხმდება, რომ დისნეიმ მოახერხა შეექმნა ერთგვარი პარალელური სამყარო, რომელშიც შეგიძლია დაემალო შენს პრობლემებს, დამალო შვილები და ოჯახიც.

ამისთვის კი, როგორც აღმოჩნდა, ხალხი მზადაა ბლომად ფული გადაიხადოს.

Walt-Disney-4წარმოიდგინეთ სამყარო უოლტ დისნეის – მისი ჯადოსნობისა და ოპტიმიზმის გარეშე. დისნეიმ  მთელი გასართობი ინდუსტრია გარდაქმნა და გახადა ისეთი, როგორიც დღეს არის. ის იყო ანიმაციის პიონერი, ასევე პიონერია უამრავ სხვა რამეში, რომელთა გარეშეც შოუ ბიზნესის განვითარება თუ სხვა გზით  არ წავიდოდა, ცოტათი მაინც შეფერხდებოდა.

დისნეის ოპტიმიზმი იყო ნაყოფი მისი განსაკუთრებული უნარისა, დაენახა მთლიანი სურათი და გაეხადა ცხოვრება უფრო სასიამოვნო და მხიარული.

43-წლიანი ჰოლივუდური კარიერის განმავლობაში მან  თავისი სტილი, ხედვა დაამკვიდრა და ამერიკის სიმბოლოდაც იქცა.

Walt-Disney-13თავის სამუშაოს დისნეი ყოველთვის მსუბუქად ასრულებდა, სტვენდა, როცა მუშაობდა და უყვარდა გამეორება: „მე არ ვიცი, რა არის დეპრესია, ცუდი განწყობა. მე ბედნიერი ადამიანი ვარ!“

დისნეი  ნამდვილი ნოვატორი იყო. ჩემი აზრით, მსოფლიო ისევ ვალშია მის წინაშე, რადგან დისნეიმ მულტიპლიკაცია ხელოვნების დარგად აქცია, რომელიც ყველასთვის გასაგები და საყვარელია.

მან პირველმა გადაიყვანა ზღაპრის გმირები ეკრანზე, შემდეგ კი იქიდან ისევ გარეთ – დისნეილენდში გამოიყვანა.

Walt-Disney-6მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. მან მისცა სტიმული და თავისი სახელი კომპანიას, რომელიც ახლაც წარმატებით ვითარდება და შთანთქავს გართობის ყველა სფეროს: ტელევიზიას, ტურიზმს, ტანსაცმლისა თუ სათამაშოების წარმოებას. ყოველწლიური ბრუნვა 22 მილიარდს შეადგენს. დისნეის ცხადად წარმოედგინა თავისი ბაზარი: ეს იყო ოჯახი. ოჯახს ის სთავაზობდა გართობას, რომელშიც არაფერი იყო ნეგატიური და რომელიც მისაღები იყო როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებითვის.

დისნეის შემოქმედება და პროდუქცია ორიენტირებული იყო ოჯახზე, მის შენარჩუნებასა და გაძლიერებაზე. ოჯახზე იყო გათვლილი გასართობი პარკები დისნეილენდი და დისნეივორლდიც. მათში იდეალური სისუფთავეა, ყველაფერი ახლადშეღებილი და გაწკრიალებულია. ვერსად შენიშნავთ ჟანგს ან თუნდაც ერთ მცირე დაზიანებას. აქ ყოველთვის ყველაფერი  ახალია, დიდი სიყვარულითაა გაკეთებული და ასეა თვიდან თვემდე,  წლიდან წლამდე და ათწლეულიდან ათწლეულამდეც კი.

აქ ყველაფერი ისევე სუფთა და მყარია, როგორც დისნეის ფილმები, სადაც ვერსად იპოვით ვინმეს დამცირების ერთ მცდელობასაც კი. 100%-იანი პოზიტივი – ესაა დისნეი.

უოლტ დისნეი 1901 წლის 5 დეკემბერს დაიბადა. (სხვათა შორის, ამავე დღეს დაიბადა მომავალი მსახიობი და მომღერალი მარლენ დიტრიხიც). უოლტი ოჯახში მეოთხე ბავშვი იყო.

Walt-Disney--kidმამის, ელიას დისნეის მხრიდან დისნეის ირლანდიურ-კანადური წარმოშობა ჰქონდა, ხოლო დედა ფლორა ქოლ დისნეი გერმანულ-ამერიკული წარმოშობის იყო. დედა მასწავლებელი იყო, მამა დურგალი, ფერმერი, მშენებელი და კიდევ ვინ იცის, რა აღარ.

Walt-Disney-parentsაი, ამ სახლში დაიბადა და გაიზარდა უოლტ დისნეი:

Walt-Disney-houseთავისი პირველი კომპანია დისნეიმ კარიკატურისტ იუბ აივერქსთან ერთად გახსნა. კომპანიის სახელწოდება იყო „აივერქს-დისნეი – კომერციული არტისტები“. მეგობრებმა ნახმარი კამერა იყიდეს და 2-წუთიანი მულტიპლიკაციური კინო–რეკლამების დამზადებას შეუდგნენ – რაღაც იმდაგვარის, რასაც ახლა ტელევიზიებში აკეთებენ.

დისნეისა და აივერქსის სარეკლამო რგოლებს კინოთეატრებში ფილმების დაწყებამდე აჩვენებდნენ.

მეგობრებმა ამ დროს პირველი ანიმაციური პერსონაჟი შექმნეს – კურდღელი ოსვალდი, რომელმაც მათ პირველი ფინანსური წარმატება მოუტანა. მეგობრებმა მოკლემეტრაჟიანი ფილმები 1 500 დოლარად მიჰყიდეს კინოდისტრიბუტორებს.

oswald1მაგრამ იქ ერთ-ერთმა კინო მოხელემ უბრალოდ მოატყუა დისნეი, რომელსაც ოსვალდზე საავტორო უფლებები დარეგისტრირებული არ ჰქონდა და იდეა უცერემონიოდ მოჰპარა. შედეგად, ოსვალდის სერიალის გამოშვება სხვა სტუდიამ დაიწყო.

ეს პირველი სერიოზული დარტყმა იყო, რომელიც გარდამტეხი აღმოჩნდა დისნეის კარიერაში.

მიუხედავად ასეთი მარცხისა, მომხდარი კარგი გაკვეთილიც აღმოჩნდა მისთვის, რადგან მიხვდა, რომ არა მხოლოდ ხელოვნებით, არამედ ბიზნესითაც უნდა დაკავდეს. დისნეი ძალიან ფრთხილი გახდა, განსაკუთრებით საავტორო უფლებების დაცვის საკითხში.

ანუ შეიძლება ითქვას, რომ კარიერის პირველ ეტაპზე დისნეი უფრო მხატვარი იყო, ვიდრე ბიზნესმენი, შემდეგ ეტაპზე კი – პირიქით.

ოსვალდზე უფლებისა და შესაბამისად, ფულის დაკარგვის შემდეგ დისნეი ლოს ანჯელესში, თავის ძმასთან, როისთან გადაბარგდა. ასევე მოიქცა იუბ აივერქსიც.

1927 წელს, როცა ის-ის იყო, ხმოვანი კინო იქმნებოდა, დისნეიმ და აივერქსმა ახალი პერსონაჟი  – ონავარი მიკი მაუსი შექმნეს. მიკის ორი სერია პირველი ხმოვანო კინოს პარალელურად გამოვიდა. დისნეიმ სწრაფად შეაფასა ნახატი ფილმისთვის ხმის მნიშვნელობა და სასწრაფოდვე გამოაცხო მესამე სერია, რომელზეც დადებული იყო ხმები, ხმაურები და მუსიკა. ეს სერია, რომელიც მეგობრებმა პუბლიკას 1928 წელს წარუდგინეს, გამოსვლისთანავე  სენსაციად იქცა.

იუბი ხატავს მიკის:

იუბ აივერქსი

იუბ აივერქსი

„გამოჩნდა თაგუნია უზარმაზარი ფეხსაცმელებითა და პინგ-პონგის რაკეტასავით ყურებით. მისმა შემქმნელმა უოლტ დისნეიმ მიკი მკვეთრი თავხედური ხმით დააჯილდოვა. მხატვარ მულტიპლიკატორი იუბ აივერქსი, პარტნიორი იყო. მულტიპლიკაციური გმირის სახელი დისნეის მეუღლემ  მოიგონა, ხოლო ფილმი და ხმა თავად დისნეის ეკუთვნის“, – წერდა ერთ-ერთი გაზეთი.

Walt-Disney-11მიკისა და მისი მეგობრის მინის ზრდადმა პოპულარობამ აჩვენა, რომ პუბლიკას მოსწონს სასაცილო ცხოველების თავგადასავლები, რომლებიც ადამიანის ხმით ლაპარაკობენ.

მიკის პოპულარობამ დისნეის ახალი პერსონაჟების შექმნისკენ უბიძგა: დონალდი, პლუტო და გუფი ეკრანზე უკვე 1931-32 წლებში გამოჩნდნენ.

clip_image006

1932 წელს დისნეიმ მიკი მაუსისთვის პირველი უმაღლესი ჯილდო – ოსკარის პრემია მიიღო, ხოლო 1933 წელს მან ერთ-ერთმა პირველმა კინოინდუსტრიაში გამოიყენა ფერი, როცა  მოკლემეტრაჟიანი ფილმი „სამი გოჭის ამბავი“ გამოუშვა. ფილმი დიდი დეპრესიის პიკზე გამოჩნდა და სწორედაც რომ დროულად: პუბლიკა აღტაცებაში მოიყვანა ზღაპარმა გოჭუნაზე, რომელიც ბევრს მუშაობდა, მაგრამ სამაგიეროდ ააშენა სახლი და თავი ბოროტებისგან იხსნა. ოსკარი დისნეიმ სამი გოჭისთვისაც მიიღო. ხოლო სიმღერას „მგელი ჩვენ რას დაგვაკლებს“ მთელი ამერიკა მღეროდა.

pigs1

ისე ხდებოდა, რომ ამერიკისთვის ყველაზე რთულ წლებს დისნეისთვის ყველაზე დიდი წარმატება მოჰქონდა. დიდი დეპრესიის წლები, რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, დისნეის კომპანიის წარმატების წლებად იქცა – იმ პერიოდში გადაღებულმა მულტფილმებმა მთელი მსოფლიოს კინოინდუსტრია დაიპყრო.

უოლტის ძმამ, როიმ კი კარგად გამოიყენა მიკის პოპულარობა და დაიწყო ჰალსტუხების გამოშვება მიკის, დონალდისა და სხვა გმირების გამოსახულებით. ანიმაციური გმირების პოპულარობამ დამხმარე ბიზნესის განვითარებას შეუწყო ხელი, რაც, თავის მხრივ, კინოპროდუქციას კიდევ მეტ პოპულარობას განაპირობებდა.

Walt Disneyმაგრამ შემოქმედებითი ჟინი დისნეის ახალი იდეებისკენ უბიძგებდა. 1935 წელს მან   ფიფქიაზე დაიწყო მუშაობა.

Snow-White-2იმდროინდელი ტექნიკური პირობების გათვალისწინებით, ფილმს მთელი სტუდიის არაადამიანური დატვირთვით მუშაობა დასჭირდა. დისნეიმ აქ ბრწყინვალე ორგანიზატორული ნიჭი და დახვეწილი გემოვნება გამოავლინა. სხვათა შორის, ფიფქიაზე მუშაობისას იგი უფრო  შემოქმედებითი პროცესების  ინიციატორი და კოორდინატორი იყო, ვიდრე მხატვარი.

ფილმზე მუშაობა 1937 წელს დასრულდა და ეკრანზე მომდევნო წლის თებერვალში გამოვიდა. ფიფქიასთვის დისნეიმ რვა ოსკარი და ვენეციის საერთაშორისო ფესტივლის პრიზი მიიღო.

Walt-Disney-Getting-Oscar-for-Snow-Whiteერთი მხრივ, დისნეიმ და მისმა კომპანიამ უდიდესი აღიარება მოიპოვეს, მაგრამ, მეორე მხრივ, კრიტიკოსებმა და ინტელექტუალებმა დისნეის ფინანსური წარმატება ვერ აპატიეს.

დისნეი კრიტიკას ყურადღებას არ აქცევდა – მას უკვე შეეძლო საკუთარი თავისთვის ამის უფლება მიეცა. ამ დროითვის მან უკვე გადააიარაღა სტუდია და  კომპანია უახლესი კინოტექნიკით აღჭურვილ სტუდია-ქარხანაში, ქალაქ ბერბანკში (კალიფორნიის შტატი) გადაიტანა, სადაც დღემდე განლაგებულია დისნეის კომპანიის სათავო ოფისი.

disney-burbankდა აქ მიიღო ახალი დარტყმა, რომელსაც არაფრით მოელოდა.

პოსტის მეორე ნაწილის წასაკითხად გადადით ამ ლინკზე.

Advertisements
Comments
6 Responses to “ჩვენ მივდივართ დისნეის სამყაროში! ნაწილი I”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] პოსტის დასაწყისი წაიკითხეთ ამ ლინკზე […]

  2. […] მოვლენათა ატმოსფეროს შექმნა ყველაზე წარმატებულად […]

  3. […] თვალსაზრისით უდიდეს ადამიანად მაინც უოლტ დისნეის […]

  4. […] უოლტ დისნეის ცხოვრებისა და კარიერის შესახებ წაიკითხეთ აქ. […]

  5. […] სიმბოლიზმი და ალეგორია – აქ, როგორც ნამდვილ ზღაპარს შეეფერება, წარმოუდგენელი და არაბუნებრივი […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე