სუპერჯიპი Ener-G-Force 2025

Mercedes-Benz-Ener-G-Force-2025-1მერსედესის ეს Hi-Tech-ვერსია სახელგანთქმული გელენდვაგენების სტილური შტრიხების საფუძველზე შეიქმნა და შესაძლოა მომავალში G-კლასის ავტომობილები მთლიანად ჩაანაცვლოს.

Mercedes-Benz-Ener-G-Force-2025გერმანული ავტომწარმოებლის Mercedes-Benz-ის სუპერქროსოვერი – Ener-G-Force 2025 კომპანიის დიზაინის ამერიკულმა ბრენჩმა Mercedes-Benz Advanced Design Studio-მ მოამზადა.

ამ „ფუტურისტული ჯიპის“ პროექტის მთავარი ავტორი კორეელი ავტოდიზაინერი ჰიუბერტ ლია (Hubert Lee). ლის ნამუშევრებიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული Mercedes F 800-ის კონცეფციაა.

hubert-lee-t-800თავდაპირველი ჩანაფიქრით ყველგანმავალი Ener-G-Force 2025 პოლიციის ავტომობილი უნდა ყოფილიყო – კონცეფცია შარშან მომავლის პოლიციური ავტომობილების კონკურსისთვის (Tte Los Angeles Design Challenge 2012) მომზადდა, თუმცა შემდეგ გარკვეული ცვლილებები განიცადა და მისი სამოქალაქო ვერსიაც შემუშავდა.

ასე გამოიყურება Ener-G-Force 2025-ს პოლიციური ვერსია:

Mercedes-Benz-Ener-G-Force-2025-13ჰიუბერტ ლისა და მისი გუნდის ჩანაფიქრით, Ener-G-Force-2025 ე.წ. მწვანე ავტომობილი უნდა იყოს – ის  ენერგიის ალტერნეტიულ წყაროებზე (წყალბადი და ელექტროენერგია) იმუშავებს.

ყველგანმავალის სამოქალაქო ვერსიას პოლიციურისგან განასხვავებს პატარა ფანჯრები, ასევე რადიატორის ბადე ჩაშენებული დიოდური ფარებით და ინტერიერი. მანქანას აქვს შთამბეჭდავი ბამპერი და არანაკლებ შთამბეჭდავი სალტე 20-დუიმიან დისკებზე.

Mercedes-Benz-Ener-G-Force-2025-3Mercedes Ener-G-Force-ს — ოთხი ელექტროძრავა (თითო- თითო ბორბალზე) აქვს, ასევე ელექტროქიმიური გენერატორი, წყალბადის რეზერვუარები სახურავზე და ლითიუმ-იონის აკუმულატორები. შემქმნელების აზრით, ავტომობილს სავალი მარაგი 500 კილომეტრზე უნდა ეყოს.

დაათვალიერეთ ამ არაჩვეულებრივი ავტომობილის სამოქალაქო და პოლიციური ვერსიების სხვა ფოტოები ჩვენს გალერეაში:

Mercedes-Benz Ener-G-Force Concept Vehicle Mercedes-Benz-Ener-G-Force-2025-5 Mercedes-Benz-Ener-G-Force-2025-6 Mercedes-Benz-Ener-G-Force-2025-7 Mercedes-Benz-Ener-G-Force-2025-8 Mercedes-Benz-Ener-G-Force-2025-9 Mercedes-Benz-Ener-G-Force-2025-10 Mercedes-Benz-Ener-G-Force-2025-11 Mercedes-Benz-Ener-G-Force-2025-12 Mercedes-Benz-Ener-G-Force-2025-14

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე