როგორ გაჩნდა ინტერნეტი

internet-1ინტერნეტის სამხედრო დანიშნულებაზე ახლა თითქმის აღარავინ საუბრობს, თუმცა თავის დროზე მისი შემუშავების იდეა აშშ-ის თავდაცვის უწყებაში გაჩნდა.

darpaგასული საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს აშშ-ის თავდაცვის უწყებაში მიიჩნევდნენ, რომ ბირთვული ომის დაწყების შემთხვევაში ამერიკას ინფორმაციის გადაცემის სანდო სისტემა სჭირდებოდა. საპასუხოდ, DARPA-მ (Defense Advanced Research Projects Agency) წარადგინა წინადადება, რომ საჭირო იყო კომპიუტერული ქსელის შექმნა.

კომპიუტერულ ქსელს დაერქვა ARPANET, რომელიც ინგლისურად ასე იშიფრება Advanced Research 1969Projects Agency Network. პროექტში ოთხი სამეცნიერო დაწესებულება ჩაერთო: კალიფორნიის უნივერსიტეტი (UCLA – ლოს ანჯელესში), სტენფორდის კვლევითი ინსტიტუტი (SRI), იუტას უნივერსიტეტი და კალიფორნიის შტატის უნივერსიტეტი (სანტა ბარბარაში). მათ მიერ შესრულებულ ყველა სამუშაოს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი აფინანსებდა.

arpanet-team1

ARPANET-ის სამუშაო ჯგუფი

ARPANET-ის პირველი სერვერი კალიფორნიის უნივერსიტეტში (ლოს ანჯელესი) დამონტაჟდა.

imp

კომპიუტერული ქსელის პირველი საუბარი კი 1969 წლის  29 ოქტომბერს ლოს ანჯელესის უნივერსიტეტსა და სტენფორდის კვლევით ინსტიტუტს შორის შედგა.

გეგმა უპრეცენდენტო იყო. ლოს ანჯელესელი პროფესორები სტუდენტებთან ერთად სტენფორდის კომპიუტერში შეღწევასა და მისთვის გარკვეული მონაცემების გადაცემას აპირებდნენ. ჯგუფს სათავეში ედგა პროფესორი ლეონარდ კლეინროქი (Leonard Kleinrock).

Leonard-Kleinrock-

640 კილომეტრით დაშორებულ ორ კომპიუტერს შორის პირველი ინტერნეტკავშირი 21:00 საათზე განხორციელდა. კალიფორნიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ჩარლი კლაინი (Charley Kline) ცდილობდა სტენფორდის კომპიუტერზე სიმბოლოების გადაცემას, სტენფორდიდან ბილ დიუვალს (Bill Duvall) ყოველი სიმბოლოს მიღება სატელეფონო ზარის საშუალებით უნდა დაედასტურებინათ.

arpanet1

UCLA-დან SRI-ს კომპიუტერისთვის სულ ხუთი სიმბოლო – LOG IN – უნდა გაეგზავნთ.  წარმატებით გადაიცა ასოები L და O, მაგრამ როცა დაბეჭდეს G, კავშირის სისტემა მწყობრიდან გამოვიდა.

სისტემა სამუშაო მდგომარეობაში 22:30 საათისთვის დააბრუნეს. სიმბოლოების გადაცემის განმეორებითი მცდელობა წარმატებული გამოდგა და სწორედ ეს დრო ითვლება ინტერნეტის დაბადების მომენტად.

ამით დაიწყო რევოლუცია კავშირგაბმულობაში.

1971 წლისთვის შეიქმნა 23 მომხმარებლისაგან შემდგარი ქსელი აშშ-ის სხვადასხვა შტატიდან. 1972 წელს პირველად მოხდა პუბლიკის წინაშე ARPANET-ის დემონსტრირება. ამავე წელს გამოიგონეს ელექტრონული ფოსტა, რომელმაც შემდგომში დიდი პოპულარობა მოიპოვა.

email58

1973 წელს ქსელს შეუერთდნენ ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯი და ნორვეგიის სახელმწიფო სამსახურები. ამგვარად დამყარდა პირველი საერთაშორისო ინტერნეტკავშირი, რასაც ინტერნეტის იდეის სწრაფი განვითარება მოჰყვა.

1977 წელს ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვმა  ასს მიაღწია, 1984 წელს – ათასს, 1986 წელს 5 ათასზე მეტს, 1989 წელს 100 ათასზე მეტს.

1984 წელს შეიქმნა DNS დომეინების სახელების სისტემა. ამავე წელს ARPANET-ს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა – აშშ-ის ნაციონალური სამეცნიერო ცენტრი  რომელმაც ფართო უნვერსიტეტთაშორისი ქსელი  NSFNet ანუ National Science Foundation Network დააარსა. ქსელში 10 ათასამდე კომპიუტერი იყო ჩართული.

1988 წელს შეიმუშავეს სისტემა Internet Relay Chat (IRC), რომლის წყალობითაც შესაძლებელი გახდა ინტერნეტის მეშვეობით რეალურ დროში ურთიერთობა – ჩეთი.

1989 წელს ევროპაში დაიბადა მსოფლიო ქსელის (www) შექმნის იდეა, რომლის ავტორიც ბრიტანელი მეცნიერი სერ თიმ ბერნერს-ლი იყო.

sir-tim-berners-lee

ბერნერს ლიმ მომდევნო ორი წლის განმავლობაში შეიმუშავა http სისტემა, html ენა და იდენტიფიკატორი URI.

1990 წელს ქსელმა ARPANET-მა მთლიანად შეწყვიტა არსებობა, რადგან მშრალად წააგო კონკურენცია NSFNet-თან. ამავე წელს დაფიქსირდა ინტერნეტში ტელეფონის ხაზის საშუალებით (dialup access) ჩართვის შემთხვევაც.

ამის შემდეგ ქსელი გეომეტრიული პროგრესიით იზრდებოდა. სხვადასხვა ქვეყანაში გაჩნდა კომპიუტერული ქსელები, რომლებიც ერთმანეთთან ამერიკული ქსელის –  NFSNET-ის პრინციპით იყო დაკავშირებული. 90-იან წლებში უკვე არსებობდა ინტერნეტი თითქმის იმავე სახით, რაც ახლა გვაქვს.

1991 წელს რეალიზებული იქნა პროექტი World-Wide Web (www).

www1677751997 წელს ინტერნეტს უკვე 19,5 მილიონი მომხმარებელი ჰყავდა.  ბოლო მონაცემებით კი დედამიწაზე ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვმა 2,4 მილიარდს გადააჭარბა.

2010 წლის 22 იანვარს პირდაპირი ინტერნეტკავშირი ხელმისაწვდომი გახდა საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ეკიპაჟისთვისაც.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი. 50-მილიონიანი აუდიტორიის მისაღწევად რადიოს 38 წელი დასჭირდა, ტელევიზიას – 13 წელი, საკაბელო ტელევიზიას – 10, ხოლო ინტერნეტს მხოლოდ 5.

Internet-network-nodes-Wikipedia

Advertisements
Comments
2 Responses to “როგორ გაჩნდა ინტერნეტი”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] ისევ და ისევ, ინტერნეტში თქვენი სახსრების დაცვის ერთადერთი […]

  2. […] მომხმარებლებს ურჩევენ მხოლოდ ინტერნეტის სანდო წერტილებში გამოყენებასა და […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე