მსოფლიოს ხუთი ყველაზე ძვირადღირებული კაზინო

nav_casino

იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მიიზიდონ თავიანთ კაზინოებში, სათამაშო ბიზნესის ოპერატორები ყველაზე თამამ ნაბიჯებზეც კი მიდიან და ცდილობენ, კონკურენტებს ექსტრავაგანტურობით, თავიანთი პროექტების ღირებულებითა და მოცულობით, ექსკლუზიური გასართობებითა და არნახული ფუფუნებით აჯობონ.

შედეგად, ლას ვეგასში, სინგაპურსა და მაკაოში  ჩნდება ეგვიპტური პირამიდები, ეიფელის კოშკი და სხვა ცნობილი არქიტექტურული ძეგლების ასლები…

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კაზინოები მილიარდობით დოლარადაა შეფასებული.

ხუთი რეკორდსმენი ამ მაჩვენებლის მიხედვით.

CityCenter Las Vegas (ლას ვეგასი, აშშ)

ეს კომპლექსი, რომელიც ოთხ სასტუმროს, უშუალოდ კაზინოს Aria, ათობით რესტორანსა და ბარს მოიცავს, იკავებს 1,5 მილიონ კვადრატულ მეტრ ტერიტორიას და წარმოადგენს ყველაზე დიდ კერძო სამშენებლო კომპლექსს აშშ-ის მთელი ისტორიის განმავლობაში.

9-the-best-casinos- CityCenterLasVegas

CityCenter-ს ორი მფლობელი ჰყავს. მისი მშენებლობა კომპანიამ  MGM Mirage (მოგვიანებით სახელი შეიცვალა და გახდა MGM Resorts International) დაიწყო, მაგრამ ჯერ კიდევ მშენებლობის დროს პროექტის 50% Dubai World-მა გამოისყიდა.

10-the-best-casinos- CityCenterLasVegas

კომპლესის ღირებულება 9 მილიარდი დოლარია.

Marina Bay Sands  (სინგაპური)

Marina Bay Sands-ის გრანდიოზული ოფიციალური გახსნა 2011 წლის თებერვალში გაიმართა. თუმცა კაზინო და კურორტი სტუმრებს 2010 წლის ივლისიდან იღებდა.  ამ დროის განმავლობაში კომპლექსს 11 მილიონ ადამიანზე მეტი ესტუმრა.

7-the-best-casinos-Marina Bay Sands

კაზინოს გარდა Marina Bay Sands-ის კომპლექსში შედის სასტუმრო 2500 ნომრით, უზარმაზარი სავაჭრო-საგამოფენო ცენტრი, მუზეუმი, ორი თეატრი, რამდენიმე შესანიშნავი რესტორანი და ბევრი სხვა რამ. თუმცა მისი მთავარი ღირშესანიშნაობაა გასართობი პარკი SkyPark.

8-the-best-casinos-Marina Bay Sands

კომპლექსის ღირებულება 7 მილიარდი დოლარია.

Resorts World Sentosa (სინგაპური)

ეს კომპლექსი განთავსებულია კუნძულ სენტოსაზე, რომელიც სინგაპურს ეკუთვნის. მასში შედის კაზინო, ექვსი სხვადასხვა სტილის სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი, სპა, რესტორნები, ბარები,  ატრაქციონების უზარმაზარი პარკი, მსოფლიოში უდიდესი ოკეანარიუმი და სხვა გასართობები.

5-the-best-casinos-Resorts World Sentosa

მიუხედავად იმისა, რომ Resorts World Sentosa ძირითადად ოჯახურ დასვენებაზეა ორიენტირებული, 2011 წელს კაზინოდან  მიღებულმა მოგებამ 2 მილიარდი დოლარი შეადგინა.

6-the-best-casinosResorts World Sentosa

გასართობი კომპლექსის ღირებულება 5,5 მილიარდი დოლარია.

Wynn Las Vegas  (ლას ვეგასი, აშშ): ღირებულება 4,53 მილიარდი დოლარი

სასტუმრო-კაზინო Wynn Las Vegas, რომელიც კომპანია Wynn Resorts-ის საკუთრებაა, განლაგებულია სახელგანთქმულ ლას ვეგას სტრიპზე. მას სახელი ცნობილი მილიარდერის, სათამაშო ინდუსტრიაში საქმიანობით სახელგანთქმული სთივ უინის პატივსაცემად ეწოდა.

3-the-best-casinos-wynn

ეს პირველი კომპლექსია ლას ვეგასში, რომელიც  ფერარისა და მაზერატის სადილერო ცენტრებს მოიცავს. აქვეა განლაგებული ლას ვეგასის გოლფის ერთადერთი მოედანი. გარდა ამისა, Wynn Las Vegas ცნობილია თავისი ღამის კლუბით, რომლის შიგნითაც ჩანჩქერი გადმოჩქეფს.

4-the-best-casinos-wynn

Venetian Macao (მაკაო, ჩინეთი): ღირებულება 2,7 მილიარდი დოლარი

კომპლექსი Venetian Macao ცნობილია პირველ რიგში იმით, რომ მოიცავს კაზინოს, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე დიდი ფართობი – 50 ათასი კვადრატული მეტრი უჭირავს. ის კორპორაცია Las Vegas Sands-ს ეკუთვნის.

1-The-best-casinos-Venetian-Macao

კაზინოს დიზაინი მთლიანად ვენეციურ სტილშია გადაწყვეტილი – მის ტერიტორიაზე გადის ორი არხი, რომლებშიც გონდოლები გადაადგილდებიან.

2-the-best-casinos-valentin-macao

Advertisements
Comments
2 Responses to “მსოფლიოს ხუთი ყველაზე ძვირადღირებული კაზინო”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] ციფრი 4 უბედურად ითვლება, ამიტომ მსოფლიოს ბევრ დიდ კაზინოს (მაგალითად, Wynn Las Vegas და Rio) არ აქვს მეოთხე […]

  2. […] ახალი ქალაქის ურბანული სივრცე ზომით მაკაოს ფართობს გადააჭარბებს. პროექტის […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე