მან იცის, რა თქვა განსვენებულმა

Joanna_Chmielewska0იოანა ხმელევსკა(ია) იუმორითა და თვითირონიით უხვად შეზავებულ დეტექტივებს წერს. მისი წიგნებიდან ქართულად მხოლოდ ერთია ნათარგმნი – ”რა თქვა განსვენებულმა” – შეუძლებელია ეს წიგნი წაიკითხო და მისი ავტორის გაცნობა არ მოგინდეს.

JoannaChmielewska3იოანა ხმელევსკა 1932 წლის 2 აპრილს, ვარშავაში დაიბადა. მას ქალები – დედა, ბებია და ორი დეიდა, ტერეზა და ლუცინა ზრდიდნენ, რომლებიც მოგვიანებით მისი დეტექტივების გმირები გახდნენ. განსაკუთრებული გავლენა იოანაზე დეიდა ლუცინამ მოახდინა, მან დისშვილს ბევრი სასარგებლო ცოდნა გაუზიარა, მათ შორის, ფრანგული ენა და მანიკურის გაკეთება ასწავლა 🙂

პოლონეთის ოკუპაციის გამო იოანას სკოლის მიტოვება მოუხდა. თავიდან სკოლის მასწავლებლების ნაცვლად დეიდა ლუცინა ასწავლიდა, 1943 წელს კი იოანნა ვარშავის უფლის აღდგომის მონასტერში მიაბარეს. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ იოანნამ არქიტექტურის აკადემიაში ჩააბარა, თუმცა, საკუთარი თავი დიდ არქიტექტორად არასდროს მიუჩნევია. თავიდან პროფესიით მუშაობდა, ერთხელ კი საფრანგეთში, ორლიში პატარა სამლოცველო ნახა და მიხვდა, რომ ასეთს ვერასდროს დააპროექტებდა. ამის შემდეგ იოანამ პროფესია მიატოვა და მწერლობას მიყო ხელი. პირველი რომანი 1964 წელს გამოუშვა. დღეისთვის კი 60-ზე მეტი რომანი, ფელეტონი, საბავშვო და პუბლიცისტური წიგნი აქვს გამოშვებული და რამდენიმე ლიტერატურული პრემიის ლაურეატია.

იოანა შესანიშნავად თამაშობს ბანქოს – იგი ამტკიცებს, რომ ბანქოს თამაში ლაპარაკის დაწყებამდე ისწავლა. მისი ჰობია – ბრიჯი, დოღი, ქარვისა და მარკების შეგროვება, ნიჟარებისგან მძივების აწყობა, ბანქოზე მკითხაობა, გამხმარი ბალახისგან კომპოზიციების შექმნა.

Joanna-Chmielewska4პანი იოანამ სროლა, კერვა და მანქანის ტარებაც მშვენივრად იცის. შინაური ცხოველებიდან კატებს აღმერთებს. მოგზაურობაც ძალიან უყვარს, თუმცა, თვითმფრინავში პრინციპულად არ ჯდება. მის რომანებში ქვეყნების აღწერა უმეტესად ნატურიდან აქვს გადმოტანილი.

პირველად იოანა ხმელევსკა 18 წლის ასაკში, თავისზე სამი წლით უფროს სტანისლავზე გათხოვდა და ორი შვილი ეჟი და რობერტი ეყოლა. სტანისლავთან დაშორების შემდეგ იგი რამდენიმე  წელი ცხოვრობდა ადამიანთან, რომელიც მის წიგნებში სატანას სახელით ფიგურირებს.

Ioanna-3მთელი ცხოვრება იოანას დამაბრმავებლად ლამაზი ქერა მამაკაცები იზიდავდა – მის რომანებში ამ პერსონაჟს ხშირად შეხვდებით. იგი ბევრს ეწევა, გიჟდება მანქანის ტარებაზე და მეტისმეტად აზარტულია. დოღისა და კაზინოსადმი სიყვარული მისი არაერთი რომანის ძირითადი თემაა.

Ioanna-6ამ ყველაფრის გარდა, წმინდა ქალური თვისებებიც აქვს – მაგალითად, მუდმივად წუხს აწეწილი ვარცხნილობისა და არაიდეალური ფიგურის გამო.

იოანას ადამიანები უყვარს, უბრალოდ მათზე და არა პოლიტიკურ სიტუაციებზე წერა. მისი აზრით, ადამიანს სიცილის მოთხოვნილება მანამდე გაუჩნდა, სანამ ხიდან ჩამოცოცდებოდა და მკითხველისთვის მხიარულების მოთხოვნილების დაკმაყოფილებში დიდ სიამოვნებას ნახულობს.

chmielewska-joanna-1პირველი წიგნის, რასაკვირველია, დეტექტივის წერა იოანამ ჯერ კიდევ 10 წლის ასაკში დაიწყო, თუმცა, დღეს არც ახსოვს, კონკრეტულად რას წერდა. თავადვე სიცილით აღიარებს, რომ „გრაფომანიისკენ მიდრეკილება ყოველთვის აღენიშნებოდა“.

Ioanna-2პირველი წიგნი რედაქციაში ფეთხუმივით ჩაცმულმა მიიტანა, რადგან რედაქტორის პირადი სიმპატიების გამო პროტექციაზე არ მიეტანათ ეჭვი, რადგან ამ უკანასკნელს წინასწარ ქონდა რედაქციაში დარეკილი. ჩამოძონძილ კაბასა და შიშველ ფეხზე ძველ სანდლებში გამოწყობილმა, ხელში პროდუქტებით სავსე ბადემომარჯვებულმა იოანამ შესანიშნავი შთაბეჭდილება მოახდინა და მისი წიგნიც დაიბეჭდა.

პირველად ლიტერატურასთან შეხება ოთხი წლის ასაკში ქონდა. პატარა იოანა დაუსრულებლად აკითხებდა ყველას ”ზღაპარს რკინის მგელზე”, ყოველდღე და განუწყვეტლივ. ამ წამების ატანა აღარავის შეეძლო, რადგან იოანნამ ზღაპარი ზეპირად იცოდა და ტექსტიდან უმცირეს გადახვევასაც არ პატიობდა. ამიტომაც მეტი არაფერი დარჩენოდათ და მას კითხვა ასწავლეს, რათა ამ ყველასთვის მობეზრებული ზღაპრით გული ეჯერებინა. რასაკვირველია, რაც კითხვა ისწავლა, ”რკინის მგელის ზღაპარი” აღარ წაუკითხავს. სამაგიეროდ კითხულობდა ყველაფერს, რაც ხელში ჩაუვარდებოდა და თოჯინებთან თამაშს ყოველთვის წიგნი ერჩია.

კოლეჯში არქიტექტურას სწავლობდა და შემდეგ პოლონეთსა და დანიაში რამდენიმე საპროექტო ბიუროში მუშაობდა, ეს სამსახურები რომანებშიც აღწერილი აქვს. დანიაში სამუშაოდ გადასვლისას პოლონეთის სამსახურში ერთწლიან უხელფასო შვებულებაზე უარი უთხრეს, ხოლო როცა სამშობლოში დაბრუნდა, კადრების შემცირების კამპანიაში მოყვა. ასე შეიცვალა პროფესია საბოლოოდ.

ხმელევსკას წიგნების კითხვისას მისი დეტექტიური მხარე შეუმჩნევლად უკანა პლანზე გადადის, რაც მწერალს არ წყინს, რადგან მისი აზრით, იუმორისტული მხარე უფრო მნიშვნელოვანია. თუმცა არიან მკითხველებიც, ვისაც იოანნას იუმორი არ ესმის. ხმელევსკაია ამ ფაქტსაც მშვიდად ხვდება, რადგან ”კანონი, რომელიცვინმეს  ჩემს სიყვარულს დაავალდებულებდა, არ არსებობს”.

Ioanna-1ხმელევსკას წიგნები დასავლურ ენებზე ნათარგმნი არ არის. ეს მწერლის აზრით, ენობრივი ბარიერის გამო ხდება. პოლონური ნაწერი ყველა ენაზე თარგმნას არ ექვემდებარება. თუმცა რუსული და ქართული თარგმანები მშვენივრად იკითხება.

იოანა ფიქრობს, რომ სულაც არაა დამნაშავე, რადგან იუმორის გრძნობა აქვს და სასაცილოს ყველაზე დრამატულ სიტუაციებშიც პოულობს. ომის დასრულების მერე სკოლაში დაწერა თხზულება ”რა გადავიტანე ომის დროს” და თემისადმი არასერიოზული მიდგომის გამო ცუდი ნიშანი მიიღო. ხმელევსკა ხუმრობს, რომ საზოგადოების გამხიარულებისა და მშვიდობისა და თანხმობის პროპაგანდისთვის ნობელის პრემია ეკუთვნის.

Ioanna-7ხმელევსკა, მიუხედავად მისი პოპულარობისა, მაღალი შემოსავლებით მაინცდამაინც განებივრებული არ არის, თუმცა, საყვარელი საქმიანობისთვის ფულის გამონახვას მაინც ახერხებს. კაზინოში თამაში კი მისთვის პერიოდულად შემოსავლის წყაროდაც იქცეოდა. ერთ დღეს მან კაზინოში ერთდროულად ორი ”ფიატი” მოიგო, დანარჩენად კი გამომცემლებისგან ჰონორარის გამოგლეჯვა უხდებოდა, სანამ ერთმა ჭკვიანმა ადამიანმა კარგი რჩევა არ მისცა: შეექმნა საკუთარი გამომცემლობა, რომლის მონოპოლისტიც იგი იქნებოდა და რომელიც, თავის მხრივ, მისი წიგნების მონოპოლისტი იქნებოდა.

ხმელევსკას წიგნებში პერსონაჟების უმრავლესობას მისი მეგობრებისა და ნაცნობების სახელი ჰქვიათ. ეს ამ უკანასკნელთა იუმორის გრძნობის ქონის დამსახურებაა, რადგან გამოცდილება ადასტურებს, რომ ადამიანი იუმორის გრძნობის გარეშე იოანას გვერდით ერთ საათსაც ვერ ძლებს. პერსონაჟის სახელის შერჩევისას მწერალი კონსულტაციებს გადის და ეკითხება მათ, მსხვერპლის როლი ურჩევნიათ თუ მკვლელის. და ჩვეულებრივ, მას პასუხობენ: ”არავითარ შემთხვევაში მსხვერპლის! მკვლელის როლი მინდა!”. თუმცა ასევე რეალობიდან აღებულმა ევამ, ხმელევსკაიას წიგნების ხშირმა პერსონაჟმა, მწერალს კინაღამ სასამართლოში უჩივლა.

იოანას დეტექტიური რომანების უმრავლესობა პირველ პირშია დაწერლი და ავტორის თავს გადახდენილი ისტორიებითაა გაძეძგილი. სიუჟეტები ძირითადად აგებულია პანი იოანას რთულ და სახალისო „ურთიერთობებზე“ ფულთან და სხვა მატერიალურ ფასეულობებთან: ავტომანქანებთან, უძრავ ქონებასთან, ძვირფასეულობასთან და რასაკვირველია, აზარტულ თამაშებთან.

Ioanna-8იოანას წიგნების მიხედვით პოლონურ ენაზე ორი ფილმია გადაღებული, რომელთა გახსენებაზეც მწერალს (როგორც თავად ამბობს) კრუნჩხვები ემართება, რადგან არც ერთ მათგანში წიგნიდან აღარაფერია დარჩენილი. გაცილებით უფრო კმაყოფილია ხმელევსკაია წიგნის ”რა თქვა განსვენებულმა” რუსული ეკრანიზაციით, რომელშიც სხვათა შორის, წარმოშობით ქართველი მსახიობი ოლეგ ბასილაშვილიც თამაშობს (თუმცა თავად ხმელევსკაიას შეფის როლში ბასილაშვილი არ მოეწონა – „შეფისთვის მეტისმეტად ბებერია!“ – თქვა მან ერთ-ერთ ინტერვიუში).

პოლონელ აგატა კრისტის სახლში ინტერნეტი არ აქვს, რადგან პანიკურად ეშინია ვირუსების. მას მშვიდად მუშაობა უყვარს. თავის სამწერლო წარმატებას კი იმით ხსნის, რომ რომანზე მუშაობის დროს თავადვე ერთობა, მკითხველი კი ამას გრძნობს და თვითონაც ერთობა და იოანას წიგნებში ცხოვრებისეულ სიმართლეს პოულობს. ის კი ადამიანებს ძალიან ჭირდებათ.

იოანა ფიქრობს, რომ საუკეთესო წიგნი ჯერ არ დაუწერია. ზოგიერთი მათგანი კი განსაკუთრებით უყვარს, მიუხედვად ღირსებისა და ნაკლოვანებისა. პირველ რიგში კი ”ყველაფერი წითელი” და ”განძი”, რადგან ამ წიგნებში მოვლენათა ატმოსფეროს შექმნა ყველაზე წარმატებულად შეძლო.

როგორც ცნობილია, კაცობრიობა ორ კატეგორიად იყოფა: ვისაც დეტექტივები უყვარს და ვისაც დეტექტივები უყვარს, მაგრამ ამას მალავს. ამ კანონზომიერების გათვალისწინებით პოლონელი მწერლის იოანა ხმელევსკას პოპულარობის ახსნა ძალიან მარტივია, ის უბრალოდ დეტექტივებს კი არა, კარგ ირონიით და თვითირონიით უხვად შემკულ დეტექტივებს წერს. მისი დეტექტიური რომანები სავსეა ინტრიგით, წარსულში დამარხული საიდუმლოებებით, ეშმაკურად დახლართული გამოძიებითა და ცოტა უცნაური პერსონაჟებით.

თავად მწერალი ფიქრობს, რომ წიგნის იოანა ხმელევსკა ოდნავ უფრო გონიერია, ვიდრე რეალური იოანა ხმელევსკა 🙂

Ioanna-4

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე