გლიცინიას გვირაბი Wisteria იაპონიაში

kavati-1ქალაქ კიტაკიუსიუში (იაპონია) არსებულ კავაჩი ფუჯის ბაღში რამდენიმე სახეობის 150-მდე გლიცინია ყვავის.

kavati-3ბაღში არა მხოლოდ გლიცინია, არამედ სხვა ბევრი ულამაზესი ყვავილიც ხარობს, რომელთა ნაწილი სპეციალურ სათბურებშია განთავსებული.

kavati-25 მთავარი ღირშესანიშნაობაა გვირაბი Wisteria – გლიცინიების გვირაბი, სადაც ბაღის სტუმრებს ყვავილების სამყაროში დაუვიწყარი გასეირნება ელით.

kavati-8Wisteria გლიცინიას ლათინური სახელწოდებაა. იაპონიაში ეს მცენარე ახალგაზრდობის, პოეზიის, ქალური სილამაზისა და განკურნების სიმბოლოდ მიიჩნევა.

გლიცინიების გვირაბი ტოკიოდან დაახლოებით 4-5 საათის სავალშია. მისი დათვალიერებისთვის საუკეთესო დრო აპრილის ბოლოდან მაისის შუა რიცხვებამდეა, როცა გლიცინიას ყვავილები იფურჩქნება.

kavati-16„ოქროს კვირაში“ – 27-29 აპრილს აქ გლიცინიას ფესტივალიც იმართება.

kavati-12კავაჩი ფუჯის ბაღი კერძო საკუთრებაა. ბილეთის ფასი სეზონების მიხედვით 100-დან 300 იენამდე მერყეობს.

სხვადასხვა ფერის გლიცინიას ფოთლოვანი ლიანები სპეციალურ კარკასებსა და თაღებზეა შეფენილი.

kavati-30გლიცინია მარცვლოვანთა ოჯახიდან არის, მისი ათზე მეტი სახეობაა ცნობილი. ეს მცენარე მეტად გავრცელებულია იაპონიაში, ასევე გვხვდება აშშ-ის ჩრდილოეთში, ჩინეთში, კორეასა და სხვა ქვეყნებში.

გლიცინიას ლერწები ვაზის მსგავსად ეხვევა ნებისმიერ ხელმისაწვდომ საყრდენს. მან 20 მეტრის სიმაღლეს შეიძლება მიაღწიოს, ხოლო სიგანეში – 10 მეტრამდე ტერიტორია დაიკავოს.

kavati-20მსოფლიოში ყველაზე დიდი გლიციანია არის სერა მადრეში (კალიფორნია), სადაც მას 1 აკრი ტერიტორია უჭირავს. ეს არის ჩინური ლავადნისებრი გლიცინია, რომელიც 1894 წელს დაურგავთ.

kavati-26გლიცინიას სხვადასხვა ჯიშის წარმომადგენელთა ფოთლების სიგრძემ 15-35 სანტიმეტრს შეიძლება მიაღწიოს, ხოლო ყვავილედების სიგრძე 10-დან 80 სანტიმეტრამდე შეიძლება იყოს. არსებობს გლიცინიები ვარდისფერი, იისფერი, თეთრი და მოშინდისფრო ყვავილებით.

kavati-9ყვავილობა, ჩვეულებრივ, გაზაფხულზე იწყება. ზოგიერთ აზიურ სახესხვაობაში ყვავილობა ფოთლების ამოსვლას უძღვის წინ. ამერიკული სახეობები კი ზაფხულის შუაში ან ბოლოს იწყებს ყვავილობას. ყველაზე არომატული ჩინური გლიცინიებია.

ბაღი უისტერია – გლიცინია და სხვა არაჩვეულებრივი ყვავილები:

kavati-2 kavati-4 kavati-5 kavati-6 kavati-7 kavati-10 kavati-11 kavati-13 kavati-14 kavati-15 kavati-17 kavati-18 kavati-19 kavati-21 kavati-22 kavati-23 kavati-24 kavati-27 kavati-28 kavati-31 kavati-32

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე