Milestii Mici – ღვინის მიწისქვეშა ქალაქი მოლდოვაში

3-183ღვინის მარანს Milestii Mici, რომელიც  მოლდოვის დედაქალაქის, კიშინიოვის აღმოსავლეთით, იმავე სახელწოდების დასახლებაში მდებარეობს, გარეგნულად დანარჩენი მარნებისგან ვერაფრით გამოარჩევთ, მაგრამ რეალურად განსხვავება მაინც არის: Milestii Mici ყველაზე დიდი ღვინის მარანია ევროპაში.

1ეს ადგილი არა თავისი დიზაინითაა გამორჩეული და არაჩვეულებრივი, არამედ ღვინის შთამბეჭდავი კოლექციით, რომელსაც „ოქროს კოლექციასაც“ უწოდებენ.

მარანი გინესის რეკორდების წიგნშიც არის შეტანილი, როგორც ევროპაში ღვინის ყველაზე დიდი კოლექციის საცავი. Milestii Mici-ში ღვინის დაახლოებით 2 მილიონი ბოთლი ინახება, რომელთაგან 1,5 მილიონი საკოლექციო ეგზემპლარია.

4-177Milestii Mici-ს კიდევ ერთი რეკორდი ეკუთვნის: ევროპის ღვინის მარნებს შორის ის ყველაზე დიდია ფართობის თვალსაზრისითაც. სარდაფების კომპლექსის სიგრძე 250 კილომეტრია, საიდანაც ჯერჯერობით მხოლოდ 120 კილომეტრია ათვისებული. შესაბამისად, ღვინის კიდევ უფრო მეტი ბოთლის შესანახად აქ საკმარისზე მეტი ადგილია.

2-229ღვინის უზარმაზარ ქალაქში შესვლისას ნებისმიერი დაიბნევა – ძალიან რთულია ამ უამრავ ჩახლართულ ლაბირინთსა და გასასვლელში სწორი გზის პოვნა, რომ აღარაფერი ვთქვათ რომელიმე კონკრეტული ღვინის ბოთლის მოძებნაზე… თუმცა ცხადია, მარნის ადმინისტრაციას აქვს კარტოთეკა, სადაც ღვინოები ხარისხისა და წარმოშობის ადგილის მიხედვითაა დაჯგუფებული.

7-155

6-165

5-172

8-142

9-127

Advertisements
Comments
2 Responses to “Milestii Mici – ღვინის მიწისქვეშა ქალაქი მოლდოვაში”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] ბოიფრენდმა, როდესაც ცარიელი ბოთლების კოლექცია ისე გაიზარდა, რომ სახლში ადამიანების […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე