Hello Naomi – ქაფქეიქების ნინძა

cupcakesfromnaomifriday2Hello Naomi არაჩვეულებრივ დიზაინერულ ქაფქეიქებს (cupcake ფინჯნის ზომის პატარა კექსი) ქმნის. იგი მხოლოდ საუკეთესო ინგრედიენტებს იყენებს, ამიტომ ქაფქეიქები არა მხოლოდ ლამაზი, არამედ ძალიან გემრიელიც გამოდის.

cupcakesfromnaomifriday7კომპანია Hello Naomi, სადაც ახლა ათობით კონდიტერი მუშაობს, ავსტრალიელმა ნაომი ჰენდერსონმა ჯერ კიდევ სტუდენტობისას დააარსა. ნებისმიერი ქაფქეიქი, ტორტი თუ ნამცხვარი, რომელსაც საკონდიტრო კომპანია ქმნის, სპეციფიკური ხელწერით გამოირჩევა და ჰარმონიისა და დახვეწილი გემოვნების  ნამდვილი ზეიმია.

cupcakesfromnaomifriday8ნაომი პროფესიით ინჟინერ–პროგრამისტია.

„ცხობა ბავშვობაშივე დავიწყე, ალბათ, 8 წლის ვიქნებოდი და ყოველთვის მსიამოვნებდა, მაგრამ ბოლო წლებია, მთლიანად შევიშალე ამ საქმეზე!“ – ამბობს ნაომი.

cupcakesfromnaomifriday6„ასეთ შედეგს უამრავი შეცდომისა და ჩავარდნის შემდეგ მივაღწიე – მთავარია, მოთმინების უნარი გქონდეს და ადრე თუ გვიან, ყველაფერი გამოგივა. თუმცა უმთავრესი მომენტი მაინც ინგრედიენტებია – საუკეთესო გემოს კარაქი, რძე, კვერცხი და შენი  ქაფქეიქები უგემრიელესი გამოვა!“

cupcakesfromnaomifriday4 cupcakesfromnaomifriday3„ნამცხვრებს თავიდან მეგობრების დაბადების დღეებისა და განსაკუთრებული დღესასწაულებისთვის ვაკეთებდი, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს დაბადების დღეები და დღესასწაულები ლამის ყოველ კვირას იყო! ამიტომ გადავწყვიტე, საკუთარი ბიზნესი წამომეწყო. ბოლოს და ბოლოს, ჩემმა მეგობარმა „ქაფქეიქების ნინძაც“ კი შემარქვა! დღისით სტუდენტი ვიყავი, ღამით ნინძა“.

cupcakesfromnaomifriday9ნაომი ქაფქეიქის დიზაინს თავად ქმნის. „რადგანაც პროფესიით პროგრამისტი ვარ, ჩემ ირგვლივ სულ ბიჭები არიან და ბოლოს და ბოლოს, ყელში ამოუვიდათ ვარდისფერი ქაფქეიქები ყვავილებითა და ცისარტყელებით. ამიტომ გადავწყვიტე, რამე უფრო საინტერესო გამეკეთებინა. მაგალითად. სუპერ მარიო, ლეგო, რობოტები… ხანდახან საინტერესო იდეების საპოვნელად გუგლშიც „ვიქექები“.

cupcakesfromnaomifridayყველაზე მეტად ვანილის ქაფქეიქის ცხობა (და ჭამა) მიყვარს – სწორი, ფუმფულა ზედაპირი აქვს და დეკორირებისთვის ყველაზე მოსახერხებელია. როცა 25 წლის გავხდი, დაბადების დღის წვეულება 80-იანი წლების ნოსტალგიას მივუძღვენი და 80 ქაფქეიქი გავაკეთე ანიმაციური გმირების გამოსახულებით. ყველას შეეძლო იმ გმირის აღება, რომელიც უყვარდა. მგონი, ყველაზე მეტად, ხალხს სწორედ მულტფილმების გმირების სახიანი ქაფქეიქები მოსწონს“.

cupcakesfromnaomifriday1 cupcakesfromnaomifriday5

Advertisements
Comments
3 Responses to “Hello Naomi – ქაფქეიქების ნინძა”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] შეეხება ქაფქეიქების დეკორირებას. გასაფორმებლად შეიძლება გამოიყენოთ […]

  2. […] და ძალიან გემრიელია! რაც შეეხება ქაფქეიქების დეკორირებას. გასაფორმებლად შეიძლება გამოიყენოთ […]

  3. kulinari.ge ამბობს:

    […] შემდეგ ქაფქეიქი  შეაგრილეთ და მხოლოდ ამის შემდეგ […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე