ძროხის ხორცი და კარტოფილი ქოთანში

1-meet-potato-friday

4 პორცია

ინგრედიენტები:

  • 800 გრამი ძროხის ხორცი
  • 600 გრამი კარტოფილი
  • 2 თავი საშუალო ხახვი
  • 1 სტაფილო
  • 4 ს.კ. ზეთი
  • 2 ს.კ. ტომატის პასტა
  • მარილი
  • შავი პილპილი.

ქოთნები აირღუმელში

პორციული ქოთნები ძალიან გამოსადეგი ჭურჭელია. ასეთ ფორმებში ნებისმიერი კერძი გემრიელი გამოდის და სადღესასწაულო შესახედაობაც აქვს.

ქოთნები ძირითადად ორი სახისაა, შიგნიდან და გარედან დამუშავებული, პრიალა და დაუმუშავებელი, მხოლოდ თიხის. პირველი ტიპის ჭირჭელში მომზადებული კერძი ქვაბში მომზადებულისგან ფაქტობრივად არაფრით განსხვავდება და თუ მაინცდამაინც ქოთანში მომზადებული კერძი გსურთ შეგიძლიათ, მომზადების შემდეგ გადაასხათ – ნაკლები წვალებაა.

რაც შეეხება მეორე ჭურჭელს, მასში მომზადებულ საჭმელს ბევრად უფრო საინტერესო გემო აქვს, რადგან მომზადების პროცესში მონაწილეობას თავად ქოთანიც იღებს 🙂

2-meet-potato-friday

ამიტომ თიხის ჭურჭლის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ, როგორია ის შიგნიდან – ხომ არ არის ლაქით ან სხვა რაიმეთი დაფარული. ასევე დარწმუნდით, რომ კარგად არის გამომწვარი, რათა შუა მომზადებისას არ გაგისკდეთ.

ერთი რჩევა: ძროხის ხორცის კერძის მომზადებისას ხორცი სჯობს წინასწარ ნაწილობრივ მოვშუშოთ და შემდეგ გადავყაროთ ქოთნებში ბოსტნეულთან, ყველთან და კარტოფილთან ერთად. ამის შემდეგ კერძი 40 წუთში მზადაა.

ქოთანი დაახლოებით 600 მლ-ის მოცულობის უნდა იყოს.

მომზადება:

ძროხის (უმჯობესია ხბოს) ხორცი დაჭერით 1,5 სმ-ის ზომის ნაჭრებად. ხახვი დაჭერით ნახევარწრეებად, ხოლო სტაფილო მსხვილ სახეხზე დახეხეთ.

3-meet-potato-friday

ღრმა ტაფაში ჩაასხით ზეთი, ჩაყარეთ ხორცი, ცოტა ღვინო და ძმარი მოასხით და საშუალო ტემპერატურაზე, დახურული თავსახურით მოშუშეთ. დროდადრო ურიეთ. 15 წუთის შემდეგ დაუმატეთ სტაფილო, ხახვი, ტომატი, მარილი, შავი პილპილი და ცეცხლზე კიდევ 6-7 წუთის განმავლობაში გააჩერეთ.

4-meet-potato-friday

კარტოფილი გათალეთ და იმავე ზომის კუბიკებად დაჭერით, როგორც ხორცი.

ქოთნის ძირში კარტოფილი ნახევრამდე ჩაალაგეთ, ზემოდან კი ხორცი და ბოსტნეული სოუსითურთ.

5-meet-potato-friday

შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ აირღუმელში 30 წუთით.

სუფრაზე მიტანის დროს შეგიძლიათ წვრილად დაჭრილი ხახვი და მწვანილი (ოხრახუში ან მწვანე ქინძი) მოაყაროთ, ასევე ცოტა ყველი მოახეხოთ ან მაიონეზი მოასხათ.

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე