ცაში გამოკიდებული აუზები

skyswimmmingpoolfriday1აუზები, რომელშიც შეიძლება გული გაუსკდეს ისეთ ადამიანსაც კი, ვინც სიმაღლის შიშს არასდროს შეუწუხებია.

ზოგიერთ სასტუმროში ისეთი აუზებია მოწყობილი, რომელშიც არა მხოლოდ ცურვა და ყვინთვა შეიძლება, არამედ პარალელურად ულამაზესი ხედების ცქერა და იმის გაგებაც კი, რა ხდება აუზის ქვემოთ – ქუჩაში.

0skyswimmmingpoolfridaydubaiსაუბარია ე.წ. მაღლივ აუზებზე, რომლებიც სასტუმროების ზედა სართულებიდან აივნებივით არის „გადმოკიდებული“. აუზები წარმოუდგენელ შთაბეჭდილებას ახდენს და მასში მოცურავე ადამიანისთვის ადრენალინის საბადოა.

ჩვენ უკვე დავწერეთ ინფინითი აუზებზე და ასევე არაჩვეულებრივ აუზზე, რომელიც სინგაპურში, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმროს – სქაი პარკის სახურავზე, 200 მეტრის სიმაღლეზეა მოწყობილი. მოდის ტენდენციების კარნახით, მსგავსი აუზები მალე სხვაგანაც გაჩნდა – ნიუ იორკით დაწყებული, ბალითი და სიდნეით დამთავრებული. ასე რომ, ინჟინრები და დიზაინერები იძულებული გახდნენ, რაღაც კარდინალურად ახალი მოეგონებინათ, რაც ხალხის ყურადღებას მიიქცევდა. ასეთად კი განიხილება გამჭვირვალე შუშის რეზერვუარები, რომლებიც ცათამბჯენებისა და ზოგადად, მაღალი შენობების სახურავებზე ან ბოლო სართულებზეა მიმაგრებული.

ოთხი „გადმოკიდებული“ აუზი:

სასტუმრო „ინტერკონტინენტალ ფესტივალი“ დუბაიში

1skyswimmmingpoolfridaydubaiამ სასტუმროში ორგანული შუშის გამჭვირვალე სექცია შენობის კიდეზეა მიმაგრებული. აუზიდან ჩანს არა მხოლოდ ჰორიზონტი და დუბაის ღირშესანიშნაობები, არამედ ბანაობისას შეიძლება დაინახო, რა ხდება ქვევით, ქუჩაში.

2skyswimmmingpoolfridaydubai

სასტუმრო „ჰილტონი“ ოკლენდში

3skyswimmmingpoolfridayhiltonსასტუმრო ჰილტონის აუზი ექსტრიმის მოყვარულებისთვის – ჩანს ჰორიზონტი, თუმცა დუბაის „ინტერკონტინენტალისგან“ განსხვავებით, აუზის ძირი გამჭვირვალე არ არის.

4skyswimmmingpoolfridayhilton

სასტუმრო „ჯოული“ დალასში

5skyswimmmingpoolfridaydalasმაღლივი აუზის ნაწილი სასტუმრო „ჯოულის“ 10-სართულიანი შენობის სახურავზეა განთავსებული, ნაწილი კი წინა ორი აუზის მსგავსად, აივნისებურად არის „გადმოფენილი“.

6skyswimmmingpoolfridaydalas

სასტუმრო „ადელფი“ მელბურნში

7skyswimmmingpoolfridayadelphiმელბურნის ამ სასტუმროს სახურავზე, 25 მეტრის სიმაღლეზე განთავსებული აუზი სავსეა ზღვის თბილი წყლით. აუზის ნაწილი აივანივით არის გადმოწეული, საიდანაც  ულამაზესი ხედი იშლება ქალაქზე. აუზს ძირიც გამჭვირვალე აქვს.

8skyswimmmingpoolfridayadelphi

Advertisements
Comments
One Response to “ცაში გამოკიდებული აუზები”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] ინფინითი აუზების შექმნის იდეა პირველად საფრანგეთში გაჩნდა და შემდეგ სხვა ქვეყნებშიც განხორციელდა. ასეთ რამეს მხოლოდ ძვირადღირებულ სასტუმროებსა და კურორტებზე თუ შეხვდებით, რადგან მსგავსი აუზების მშენებლობის ტექნოლოგია სულაც არ არის იაფი. […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე