რა მოუვიდათ „მეგობრებს“?

3-friends-serialბევრი სერიალი ვერ იამაყებს ნომინაციებისა და პრემიების ისეთი რაოდენობით, მათ შორის ემითა და ოქროს გლობუსით, როგორც ახალგაზრდების საყვარელი საპნის ოპერა „მეგობრები“.

6-friends-serialთავის ჟანრში „მეგობრებმა“ პატარა რევოლუცია მოახდინა და მიუხედავად იმისა, რომ პროექტი 7 წელზე მეტი ხანია დახურულია, ის კიდევ ინარჩუნებს პოპულარობას როგორც თავად, ისე მრავალრიცხოვანი კლონი სერიალებისა და მიმბაძველების წყალობით.

ძველი სერიალებიდან, პოპულარობის თვალსაზრისით, „მეგობრებს“, ალბათ, მხოლოდ „სოპრანოს კლანი“ და „დარჩე ცოცხალი“ შეიძლება შევადაროთ, თუმცა, ამ ტელეშოუების შექმნაში გაცილებით მეტი შრომითი და ფინანსური რესურსი იხარჯებოდა, „მეგობრები“ კი სულ რაღაც ორი თუ სამი დეკორაციის ფონზე იყო გადაღებული და ექვს ადამიანს შორის არსებულ ურთიერთობებზე დამყარებულ სიტუაციურ კომედიას წარმოადგენდა. ასე რომ, მათი შედარება არცთუ გონივრულია.

14-friends-serialალბათ, გახსოვთ ექვსი პერსონაჟის ეკრანული ცხოვრება, რომელთა დროის 80 პროცენტს პატარა კაფესა და მონიკა გელერის (კორტნი კოკქსი) ციცქნა ნიუ-იორკულ ბინაში გადის. პედანტ, სისუფთავესა და წესრიგზე შეშლილ მონიკას ყავს უფროსი ძმა როსი (დევიდ შვიმერი), რომელიც ბავშვობიდან ორი თემით – დინოზავრებითა და დის საუკეთესო დაქალით, სექსუალური და თავქარიანი რეიჩელ გრინითაა (ჯენიფერ ანისტონი) გატაცებული.

12-friends-serialმეზობლად ორი გულითადი მეგობარი ცხოვრობს – შეუხედავი, მაგრამ შესანიშნავი იუმორის გრძნობის ჩენდლერი (მეთიუ პერი) და მუდამ უმუშევარი, უბრალო მსახიობი ჯო (მეთ ლებლანი). პერსონაჟთა სიას ახირებული მასაჟისტი და მომღერალი ფიბი (ლიზა კუდროუ) აგვირგვინებენ.

სერიალის შექმნელების ჩანაფიქრის მიხედვით, ყველა პერსონაჟი გამოკვეთილად ინდივიდუალური გმირია. ჩენდლერი მუდმივად ხუმრობს, აქვს თუ არა მიზეზი, ჯო კი სულ გოგოებს აბამს და თავისი უდარდელობით ყველას ამხიარულებს. როსს უყვარს თავის წარუმატებელ ქორწინებებსა და მოსაწყენ სამუშაოზე წუწუნი, მაგრამ მეგობრების გახალისებას მშვენივრად ახერხებს.

2-friends-serialმეთოდური მონიკა ყველაფერ წვრილმანზე „კბენს“ ოთახის მეგობრებს და სტუმრებსაც, რეიჩელი ფლირტის ოსტატია და ღამის ნათურის ბოძის შეცდენაც კი შეუძლია თუ მოინდომა. ფიბის ყველა საუბარსა თუ ღონისძიებაში აურზაური შეაქვს.

1-friends-serialგმირებს უყვარდებათ, ქორწინებიან, შორდებიან, მუშაობენ, ისვენებენ, განიცდიან, ჩხუბობენ, რიგდებიან, ბავშვებს აჩენენ და იყვანენ, იცინიან, ტირიან… მოკლედ ჩვენგან დიდად არ განსხვავდებიან.

დღესაც კი, როცა ნებისმიერს დაუბრკოლებლად შეუძლია ჩამოტვირთოს ეს სერიალი მთლიანად, „მეგობრები“ მაინც მიჩვევას იწვევს, ისევე, როგორც ყველა ხარისხიანი ტელეშოუ.  გმირების მოგონილი ცხოვრება გითრევს და ყოველი ეპიზოდის მერე გულწრფელად ინტერესდები მათი ბედით. წარმოიდგინეთ, ამერიკელები მთელი ათი წლის განმავლობაში „მეგობრების“ მაღალ რეიტინგს უზრუნველყოფდნენ. შეიძლება ვთქვათ, რომ ამ შოუზე ამერიკელების მთელი თაობა გაიზარდა.

7-friends-serialყველაფერი კარგი, სამწუხაროდ, ადრე თუ გვიან მთავრდება. 2004 წელს, როცა ეთერში უკანასკნელი სეზონი გადიოდა, ყველა მსახიობი უკვე 30 წელს იყო გადაცილებული. ყველაზე უმცროს „მეგობრებს“ – ენისტონსა და პერის 30 წლის იუბილე უკვე გადახდილი ჰქონდათ, კოკსსა და კუდროუს კი, როგორც ამბობენ, ის წლები დაუდგათ, როდესაც „ცხოვრება ის-ისაა იწყება“.

უდარდელი ახალგაზრდების როლის ბუნებრივად თამაში კი 40 წლის ასაკში ისე აღარ გამოდის, როგორც 30 წლისებს გამოსდიოდათ, ამიტომაც გადაწყდა, შოუ დახურულიყო და ღირსეულად დაეტოვებინა ეკრანები.

ფინალური სერიის დასრულებიდან შვიდი წლის განმავლობაში „მეგობრების“ არცერთი მსახიობი არ გამხდარა უფრო პოპულარული. ყველას კარიერა სხვადასხვაგვარად წარიმართა, თუმცა, ისეთი დიდი მოთხოვნა მათ ეკრანულ სახეებზე, როგორც შოუს მიმდინარეობის დროს, აღარ ყოფილა.

დღეისთვის მათ შორის ყველაზე პოპულარული კვლავ ჯენიფერ ენისტონია, თუმცა, ბევრი ამის მიზეზად მისი სამსახიობო ნიჭის გარდა, ბრედ პიტთან ხუთწლიან ქორწინებასაც მიიჩნევს.

8-friends-serial-Jennifer_Anistonჯენიფერი ბრედს ჯერ კიდევ „მეგობრების“ შემადგენლობაში ყოფნისას, 2000 წელს გაყვა ცოლად. სერიალის დამთავრებიდან ერთი წლის შემდეგ ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე რომანტიული წყვილი დაიშალა, თუმცა, ამ ხუთი წლის განმავლობაში ისინი ისე „მიეწებნენ“ ყველა შესაძლო ტაბლოიდის ფურცლებს, რომ ენისტონის გვარი შოუ ბიზნესს დიდი ხნით შემორჩა.

„მეგობრების“ გადაღებების პარალელურად, ენისტონი სხვადასხვა კინოპროექტებში მონაწილეობასაც ასწრებდა, მათ შორის, ითამაშა მნიშვნელოვანი დრამატული როლი „კარგ გოგონაში“, კომედიურ სურათში „ყოვლისშემძლე ბრუსი“ ჯიმ ქერისთან ერთად. დღეს 42 წლის მსახიობი კვლავ რომანტიულ კომედიებში („მარლი და მე“, „მეგობარზე მეტი“ და სხვ.) თამაშობს და თითო როლში, საშუალოდ, 8 მილიონ დოლარს იღებს.

უწინდელი დიდება კორტნი კოკსმაც დაკარგა. დევიდ არკეტთან ქორწინების შემდეგ (სხვათა შორის, მათ ქორწილს მეექვსე სეზონის პირველი ეპიზოდის ხუმრობა უკავშირდება, საწყის ტიტრებში ამ სერიის ყველა მონაწილისა და შემქმნელის გვარს მეორე გვარი -არკეტიც მიუწერეს), მეუღლესთან ერთად სამჯერ ითამაშა საკულტო ჰორორმეიქერის უეს კრეივენის ტრილოგიაში „კივილი“.

4-friends-serial-courteney_cox_arquetteწყვილი ოფიციალურად ჯერ არ განქორწინებულა, მაგრამ ისინი ერთად აღარ ცხოვრობენ. კორტნის კარიერა დაკნინდა და დღეს იგი შემთხვევით პროექტებში თუ იღებს მონაწილეობას, მათ შორის, დაბალრეიტინგულ სერიალებში.

„მეგობრების“ კიდევ ერთი მანდილოსანი ლიზა კუდროუ მათ შორის ყველაზე უფროსია – იგი სერიალის დაწყების მომენტში უკვე 31 წლის იყო. მსახიობმა ვერა და ვერ მოახერხა ჰოლივუდში ადგილის დამკვიდრება.

9-friends-seriallisa-kudrowთავიდან კუდროუს მეტ-ნაკლებად ღირსეული პარტიები ხვდებოდა, როგორიცაა, მაგალითად, როლი განგსტერულ კომედიაში „ესაუბრე მას“ რობერტ დე ნიროსთან ერთად, თუმცა, „მეგობრების“ დასრულების შემდეგ კუდროუზე მოთხოვნა აღარ იყო და თუ ლიზა  ეკრანზე გამოჩნდებოდა, ისიც მეორეხარისხოვან როლებში. თუმცა, როგორც ჩანს, კუდროუმ ფიბის გავლენისგან გამოსვლა მაინც მოახერხა, რასაც მოწმობს მისი წარმატებული როლი სერიალში Web Therapy.

არც მამაკაცები არიან უკეთეს დღეში. მთელი „მეგობრული“ კომპანიიდან კარიერის ღირსეული გაგრძელება მხოლოდ დევიდ შვიმერს ხვდა წილად. სწორედ მისი განუმეორებელი მოწყენილი ხმით ლაპარაკობს ჟირაფი მელმანი ჰიტად ქცეულ მულტფილმში „მადაგასკარი“.

5-friends-serial-David- Schwimmer„მეგობრებში“ გადაღებების დროსვე შვიმერმა საკუთარი თავი რეჟისორულ ასპარეზზეც გამოცადა. შემდეგ ეხმარებოდა თავის მეგობარის მეთ ლებლანს და სერიალი „ჯოუის“ დამდგმელ რეჟისორად მუშაობდა. 2007 წელს კი გადაიღო მშვენიერი კომედია „გაიქეცი, მსუქანავ, გაიქეცი“. 2011 წელს ეკრანებზე გამოვიდა მისი მორიგი ნამუშევარი ჰიუ გრანტისა და ჯორჯ ქლუნის მონაწილეობით.

ნიჭიერმა ჩოგბურთელმა მეთიუ პერიმ, რომელმაც სამსახიობო გზა მამის ნაკვალევზე გაიარა, 2000 წელს რამდენჯერმე „გაისროლა“ ბრიუს უილისთან ერთად კრიმინალურ კომედიაში „ცხრა იარდი“.

სამწუხაროდ, „ცხრა იარდი“ მისი კინოკარიერის მწვერვალად შეიძლება მივიჩნიოთ, რადგან მას შემდეგ პერი ან ეპიზოდურ როლებს ასრულებს, ან ნაკლებრეიტინგულ სატელევიზიო ფილმებსა და სერიალებში მონაწილეობს.

მეთ ლებლონმა, რომლის პერსონაჟი ჯო ტიბიანიც, მაყურებლის აზრით, „მეგობრებს“ შორის ყველაზე პოპულარული იყო, სერიალის ფინალის შემდეგ საკუთარი ტელეშოუ „ჯოუი“ გააკეთა.

10-friends-serial-Matt-LeBlancსამწუხაროდ, ამ პროექტს „მეგობრებზე“ გაცილებით ნაკლები რეიტინგი ჰქონდა და ამერიკის ტელეეკრანებზე სულ ორი სეზონი გაძლო, რის შემდეგაც წარუმატებლობით გულგატეხილმა ლებლონმა შოუ ბიზნესი ხუთი წლით მიატოვა.

სერიალი „მეგობრები“ 90-იანი წლების ყველაზე პოპულარულ და დასამახსოვრებელ კომედიურ პროექტად რჩება, რომელმაც ანალოგიური პროექტების, როგორიცაა, მაგალითად, „როგორ შევხვდი დედაშენს“ ან „დიდი აფეთქების თეორია“, მთელი პლეადის შექმნა გამოიწვია.
მაყურებელსაც, არტურ კონან დოილის თავგადაკლული მკითხველების მსგავსად, რომლებსაც შერლოკ ჰოლმსის ახალი თავგადასავლების წაკითხვის სურვილი აქვთ, უნდათ, რომ „მეგობრების“ ამბებიც კვლავ გაგრძელდეს – ოღონდ მსახიობებიც, როგორც მათი ეკრანული სახეები, მუდმივად ახალგაზრდებად დარჩნენ…

13-friends-serial

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე