სალათი კაპრეზე

010

სალათი კაპრეზე (Insalata Caprese) იტალიაში ისეთივე პოპულარულია, როგორც ჩვენთან კიტრისა და პომიდვრის სალათი.

ესაა მსუბუქი სალათი, რომლითაც ისე დანაყრებაა შესაძლებელი, რომ ორგანიზმი არ გადაიტვირთოს. ასევე მის ინგრედიენტებში უამრავი ვიტამინია და გასაკვირი არაა, რომ ეს სალათი ჯანსაღი კვებისა და ჯანმრთელი ცხოვრების წესის მიმდევრების ფავორიტია.

სალათმა სახელწოდება  მიიღო კუძულ კაპრისგან, სადაც იზრდება პომიდორი „ხარის გული“. ამ ჯიშის პომიდორი იდეალურია კაპრეზეს მოსამზადებლად.

bulls-heart-tomato

კაპრეზე განეკუთვნება ანტიპასტოს რიგს (აპეტაიზერი) და სუფრაზე, ტრადიციულად,  ძირითად კერძებამდე მიაქვთ.

Antipasto (მრავლობითში antipasti), ნიშნავს „ჭამის წინ“ – ასე უწოდებენ იტალიელები პირველ კერძს იტალიური სადილის დროს.

სალათი ინგრედიენტების მინიმალური რაოდენობისგან შედგება, ამიტომ სასურველია, კარგი ხარისხის იყოს. მართალია, საეჭვოა სადმე პომიდორ ხარის გულს ან ნამდვილ იტალიურ მოცარელას მიაგნოთ, თუმცა, კარგი რბილი სულგუნი და ხარისხიანი პომიდორი, პლუს ბაზილიკი (ჩვენთან უფრო ხელმისაწვდომია რეჰანი) საკმარისი იქნება.

კაპრეზე, ალბათ, ერთ-ერთია მათგან, რომელზეც შეიძლება ითქვას – ყველაფერი გენიალური უბრალოა. სხვათა შორის, სალათის ფერები – წითელი-თეთრი-მწვანე ზუსტად იმეორებს იტალიის დროშის ფერებს, რამაც ამ სალათისთვის იტალიური ნაციონალური კერძის სტატუსის მინიჭებას შეუწყო ხელი.

2-caprese-salad

ინგრედიენტები:

  • 2 დიდი პომიდორი
  • 200 გრამი ყველი მოცარელა
  • 100 გრამი მწვანე ბაზილი
  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 ჩ.კ. ძმარი ბალზამიკო
  • მარილი
  • ახლად დაფქვილი შავი პილპილი

მომზადება:

მოცარელა დაჭერით პატარა ნაჭრებად.

პომიდორი გარეცხეთ, გააშრეთ და დაჭერით რგოლებად.

ერთმანეთს შეურიეთ ბალზამიკო და ზეითუნის ზეთი.

მორიგეობით დაალაგეთ თეფშზე პომიდორი, ყველი და ბაზილი, შეაზავეთ დაფქვილი პილპილითა და მარილით.

სალათს მოასხით წინასწარ მომზადებული სოუსი და ცენტრში დაადეთ ბაზილის ღერო.

სალათის მეორე ვარიანტი მზადდება პომიდორი ჩერით და იგება ჩხირებზე.

capreseskewers2

capreseskewers1

June 025

არსებობს კაპრეზეს სხვა ტიპის „კონსტრუქციებიც“, მაგალითად, ერთი დიდი პომიდორი იჭრება ალყა-ალყა და ნაჭრებს შორის თავსდება მოცარელას მრგვალი ფენები და ბაზილის ფოთლები, ზემოდან კი ირთვება ბაზილის ღეროთი.

1-caprese-salad

კაპრეზეს კიდევ რამდენიმე ვერსია:

5-caprese-salad

3-caprese-salad

p1010132

Advertisements
Comments
2 Responses to “სალათი კაპრეზე”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] ამ სალათს ძალიან უხდება მჟავე ვაშლი, რომელიც შებრაწულ ღვიძლს განსხვავებულ გემოს აძლევს. […]

  2. […] სალათს ძალიან უხდება მჟავე ვაშლი, რომელიც […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე