მარშმელოუს ისტორია

მარშმელოუ ჩვენში გავრცელებულ ზეფირს წააგავს, თუმცა გაცილებით ნაზი და სასიამოვნო ტკბილეულია.

15-I-love-holidays ის შედგება შაქრის ან სიმინდის სიროფის, ჟელატინისა და არომატიზატორებისგან, რომლებიც ღრუბელივითაა ათქვეფილი.

30-I-love-holidays ზეფირთან გარეგნული და გემოს მსგავსების მიუხედავად, მარშმელოუ სრულიად განსხვავებული რამაა – ის არ შეიცავს კვერცხის ცილას და ზოგიერთ სხვა ინგრედიენტს, რომლებიც ზეფირის მოსამზადებლად გამოიყენება.

10-I-love-holidays

თავად სახელწოდება marsh mallow ითარგმნება როგორც ჭაობის ბალბა, იგივე ალთეა.

35-I-love-holidays საუკუნეების წინ მარშმელოუს სწორედ ალთეას ფესვისგან  მიღებული წებოვანი, ჟელესმაგვარი თეთრი მასისგან ამზადებდნენ, რომელიც დროთა განმავლობაში ჟელატინითა და სახამებლით შეიცვალა. თანამედროვე ჰაეროვანი მარშმელოუ პირველად აშშ-ში გასული საუკუნის 50-იან წლებში გაჩნდა. მისი გამოშვება კომპანია Kraft-მა დაიწყო.

33-I-love-holidays

აშშ-სა და ევროპაში მარშმელოუს პატარა ნაჭრებს სალათებს, დესერტებსა და ნაყინს უმატებენ, ასევე იყენებენ ღვეზელების გასაფორმებლად. მარშმელოუსგან მომზადებულ პასტას (მასტიკა) ნამცხვრებისა და ტორტების მოსართავადაც იყენებენ.  მას ხშირად მიირთმევენ ყავასთან ან ცხელ კაკაოსთან ერთად.

31-I-love-holidays მარშმელოუს მირთმევის ყველაზე ცნობილი მეთოდი ამერიკაში ტყეში პიკნიკის დროს მისი კოცონზე შეწვაა.

26-I-love-holidays სითბური ზემოქმედების შედეგად მარშმელოუს კუბები სასაცილოდ იბერება, გარედან მოოქროსფრო მოყავისფრო გარეკანით იფარება, გული კი რბილი, წელვადი და ნაზი კრემისებური უხდება. თუმცა შეწვა ძალიან ხმამაღალი ნათქვამია – მარშმელოუ მხოლოდ ოდნავ უნდა მოატაროთ ცეცხლზე, წინააღმდეგ შემთხვევაში სწრაფად დაიწვება. ამჟამად მარშმელოუ პაკეტებით იყიდება.

34-I-love-holidays უმეტესად თეთრი ფერისაა, თუმცა, გვხვდება ვარდისფერი, ყვითელი და სხვა ფერებიც.

17-I-love-holidays ასევე არსებობს მარშმელოუ შოკოლადის მინანქრით, თხილით ან კაკლით და არომატული დანამატებით. დიდი და პატარა, მრგვალი და კვადრატული.

37-I-love-holidays ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ეს ტკბილეული ჩვენს სუპერმარკეტებშიც შემოვიდა იყიდება საკმაოდ დაბალ ფასად – 1 პაკეტი 3-დან 5 ლარამდე ღირს. მარშმელოუ თავიდან წამლად გამოიყენებოდა. ძველი ეგვიპტის დროიდან მოყოლებული მარშმელოუს ანუ სამკურნალო ალთეას (ლათინურად Althaéa officinális) ფესვების ექსტრაქტს თაფლთან ერთად ანგინის სამკურნალოდ იყენებდნენ. მედიცინაში ამ მცენარის სხვა ნაწილების ნახარშიც გამოიყენებოდა. ასევე ალთეას წვენს ტკბილეულის დასამზადებლად იყენებდნენ და თაფლსა და კაკალთან ურევდნენ. სხვა უძველესი რეცეპტის მიხედვით, გამოიყენებდნენ არა ალთეას წვენს, არამედ ფესვს, რომელსაც წმენდნენ და შაქრის სიროფთან ერთად ხარშავდნენ. შემდეგ წვენს აშრობდნენ და გამოდიოდა რბილი, წელვადი ტკბილეული, რომელიც დიდხანს უნდა ეღეჭათ. მოგვიანებით შეიქმნა რეცეპტის ფრანგული ვერსია, რომელსაც pâte de guimauve (ან უბრალოდ guimauve) უწოდეს. ეს საკონდიტრო ნაწარმი საფრანგეთის ზოგიერთ რეგიონში, პატარა საკონდიტროებში მზადდებოდა და ძალიან პოპულარული იყო. თუმცა მისი დამზადება ძალიან რთული იყო, რადგან ალთეას ფესვიდან წვენის გამოწურვას დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა. შესაბამისად ის ძალიან შეზღუდული რაოდენობით მზადდებოდა.

36-I-love-holidays-Marshmallow-root კანფეტების ფრანგმა მწარმოებლებმა XIX საუკუნეში ტკბილეულის მომზადების წესში რამდენიმე სიახლე შეიტანეს. მისი ერთ-ერთი შემადგენელი კვერცხის ცილა იყო და ხშირად ვარდის წყალსაც ურევდნენ. Pâte de guimauve მეტ-ნაკლებად წააგავს თანამედროვე მარშმელოუს, რომლის შემადგენლობაშიც ალთეა უკვე აღარ არის.

14-I-love-holidays XIX საუკუნის ბოლოს ფრანგმა კონდიტერებმა მოძებნეს მარშმელოუს დამზადებაში არსებული სირთულეების გადალახვის გზა და დაიწყეს კვერცხის ხილის ან სიმინდის სახამებელთან შერეული ჟელატინის გამოყენება საჭირო კონსისტენციის მისაღებად.

12-I-love-holidays კიდევ ერთი ეტაპი მარშმელოუს თანამედროვე რეცეპტამდე: ამერიკელმა ალექს დოუმაკმა Alex Doumak 1948 წელს ექსტრუზიის მეთოდი გამოიგონა, რამაც მარშმელოუს დამზადების პროცესის სრული ავტომატიზება გამოიწვია. დოუმაკმა პირველმა დაიწყო მარშმელოუს ცილინდრისებრი ფორმით დამზადება:  ყველა ინგრედიენტი ტარდებოდა მილებში, ერეოდა და გამოდიოდა ცილინდრის ფორმის პროდუქცია, რომელიც შემდეგ იჭრებოდა და სიმინდის სახამებელსა და შაქრის პუდრაში ევლებოდა.

18-I-love-holidays 1961 წელს ალექს დოუმაკმა დააარსა კომპანია Doumak და მარშმელოუს წარმოების ზემოთ აღწერილი მეთოდიც დააპატენტა. მარშმელოუს მომზადება რთული არ არის, თუ გაქვთ მისი სამი მთავარი შემადგენელი – შაქარი, წყალი და ჟელატინი. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა სიმინდის სიროფის გამოყენება, თუმცა მისი შეცვლაც შეიძლება. თუ მარშმელოუს სახლში მომზადება არ გეზარებათ,  წაიკითხეთ რეცეპტი აქ.

21-I-love-holidays 23-I-love-holidays 24-I-love-holidays

Advertisements
Comments
2 Responses to “მარშმელოუს ისტორია”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] შეინახეთ თავსახურიან ჭურჭელში, რათა არ გამოშრეს, ხოლო მარშმელოუს ისტორია წაიკითხეთ აქ  […]

  2. […] და ტკბილეულის წარმოდგენა იმავე ფერებში, რომლებიც […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე