ვიეტნამი: კუნძულ კატ ბას მცურავი სოფლები

vietnamkatbaislandfridayკუნძული კატ ბა უდიდესია იმ 366 კუნძულს შორის, რომლებიც ვიეტნამის ჩრდილოეთში, ჰლონგის ულამაზეს ყურეში არქიპელაგს აყალიბებს.

16vietnamkatbaislandfridayკუნძულების დიდი ნაწილი უდაბური, ვერტიკალური კლდეებია, კატ ბაზე კი მეთევზეთა რამდენიმე დასახლებაა განლაგებული და მოსახლეობის რაოდენობაც დღითიდღე იზრდება.

4vietnamkatbaislandfriday 10vietnamkatbaislandfridayიქაური ლანდშაფტი მეტისმეტად კლდოვანია სოფლის მეურნეობის განსავითარებლად, ამიტომ მოსახლეობის უმეტესობის შემოსავლის წყარო ტურიზმი და ზღვის პროდუქტებია.

11vietnamkatbaislandfridayკუნძულის მოსახლეობა ამ დროისთვის 13 ათას მოსახლეს შეადგებს, რომელთაგან 4 ათასი ჰლონგის ყურეში სანაპიროს მახლობლად მცურავ სახლებში ცხოვრობს. კუნძულის ცენტრი კატ ბა თაუნის დასახლებაა კუნძულის სამხრეთ ნაწილში. აქ ყოველთვის ხალხმრავლობა და უამრავი ტურისტია.

12vietnamkatbaislandfriday მცურავი სახლები საკმაოდ პოპულარულია  ტურისტებს შორის – ყველას აინტერესებს ადგილობრივები ცხოვრების წესის გაცნობა, ზღვის პროდუქტებისგან დამზადებული ნაციონალური კერძების გასინჯვა. 9vietnamkatbaislandfriday გასული ათწლეულის განმავლობაში აქ ტურისტული ბუმი დაიწყო. შესაბამისად, გაჩნდა ბევრი სასტუმრო, ბარი და რესტორანი. კუნძული კატ ბა ვიეტნამის ერთ-ერთ უმთავრეს ღირშესანიშნაობად გადაიქცა.

13vietnamkatbaislandfriday1986 წელს კუნძულისა და ყურის დიდი ნაწილი დაცულ ტერიტორიად გამოცხადდა. ამ გადაწყვეტილების მიზეზი კატ ბას ეკოსისტემისა და ბუნების  დაცვა იყო.

7vietnamkatbaislandfriday აქ შეხვდებით როგორც სუბტროპიკულ მწვანე ტყეებს მთებსა და გორაკებზე, ისე მტკნარწყლიან ტბებს, ზღვაში კი მრავალრიცხოვან მარჯნის რიფებს. 8vietnamkatbaislandfriday სანაპირო ზოლის დიდი ნაწილი კლდოვანია, თუმცა, არის რამდენიმე ქვიშიანი პლაჟი, რომლებიც პატარ-პატარა ყურეებშია შემალული. 6vietnamkatbaislandfriday მიუხედავად მთელი ამ სილამაზისა, გარემოს დაცვის თვალსაზრისით,  კატ ბაზე უამრავი პრობლემაა. ტურისტთა ნაკადის ზრდასთან ერთად ბუნებისთვის მიყენებული ზარალიც იზრდება. გავრცელებულია ბრაკონიერობა, ასევე არსებობს თევზის მარაგის ამოწურვისა და წყლის დაბინძურების პრობლემა ჰლონგის მთელ ყურეში. 2vietnamkatbaislandfriday

Advertisements
Comments
One Response to “ვიეტნამი: კუნძულ კატ ბას მცურავი სოფლები”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] იზოგება, რაც მეტად მნიშვნელოვანია ვიეტნამის ცხელი კლიმატის […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე