ევროპის ყველაზე რომანტიკული სასტუმროები. ნაწილი I

romantichotelsfriday1ამ პოსტში, რომელსაც სამ ნაწილად გთავაზობთ, გვინდა გაჩვენოთ ევროპის ყველაზე რომანტიკული სასტუმროები, სადაც არაჩვეულებრივად წყნარ და რომანტიკულ სიტუაციაში დასვენება შეგიძლიათ.

romantichotelfriday-scarlet2სასტუმროები სხვადასხვა ტიპისა და კლასისაა – პატარა რომანტიკული ქოხებიდან თანამედროვე ევროპულ ოტელებამდე, თუმცა, სიმყუდროვე და ლამაზი ატმოსფერო ყველასთვის ერთნაირადაა დამახასიათებელი.

პირველი ჩვენს სიაში არის სასტუმრო Scarlet (ქორნუოლი, გაერთიანებული სამეფო).

romantichotelsfriday21-scarletსასტუმრო Scarlet განლაგებულია ჩრდილოეთ ქორნუოლის  სანაპიროზე და სტუმრებს ულამაზეს გარემოში წყნარ დასვენებას სთავაზობს.

აქ ყველაფერია იმისთვის, რომ დამსვენებლების სიმშვიდე არ დაირღვეს. სასტუმრო განკუთვნილია მხოლოდ უფროსებისთვის, ასე რომ ბავშვების წაყვანა გამორიცხულია.

Scarlet–ში დასვენებისას შეიძლება ისარგებლოთ სასტუმროს  ბიბლიოთეკით, ისეირნოთ ულამაზეს ბაღებში და არაჩვეულებრივ ჯაკუზიშიც ინებივროთ.

ნომრის საშუალო ფასი: 210 ფუნტი სტერლინგი.

ჩვენი რომანტიკული სასტუმროების სიაში მეორე ადგილზე  ბრიუგეში მდებარე სასტუმრო Relais Bourgondisch Cruyc (ბელგია).

romantichotelsfriday3- relaisხის ფასადები, კონუსისებური სახურავები… ევროპის ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული და უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, ზღაპრული  სასტუმრო შუასაუკუნეების დროინდელ ქალაქში. სასტუმროს არაჩვეულებრივად ლამაზი, მყუდრო ინტერიერი აქვს და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ძალიან ყურადღებიანი (მაგრამ არა მომაბეზრებელი) პერსონალი ყავს.

ნომრის ფასები აქ 182 ევროდან იწყება.

Le Prieure du Chateau de Biron, დორდონი, საფრანგეთი

romantichotelsfriday4-proeureეს სასტუმრო ძველი საფრანგეთის მთელი დიდებულებისა და ფუფუნების განსახიერებაა. მომსახურების პირობებში შედის არაჩვეულებრივი საუზმე ნომერში. თავად ნომრები საკმაოდ უბრალოდაა მოწყობილი, თუმცა, მათში სრული თანამედროვე კომფორტია. სასტუმრო სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთის სოფელ ბირონის პირდაპირ მდებარე, ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ციხე-სიმაგრეშია მოწყობილია. ციხე-სიმაგრე დაახლოებით 500 წლის წინაა აშენებული და ის, თურმე, თავიდან მონასტერი იყო.

ნომრების საშუალო ფასი 214 ევროა.

Advertisements
Comments
4 Responses to “ევროპის ყველაზე რომანტიკული სასტუმროები. ნაწილი I”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] ევროპის ყველაზე რომანტიკული სასტუმროები, ნაწილი I – წაიკითხეთ ამ ლინკზე […]

  2. […] სასტუმროების შესახებ პოსტის პირველი და მეორე […]

  3. […] აგრძელებს პოსტების სერიას ევროპის ყველაზე რომანტიული […]

  4. […] ან სულაც საკუთარი თავისთვის რომანტიკული საღამოს მოწყობისკენ გიბიძგოთ. უფრო […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე