დეკორატიული ბოთლები და ქილები

8-salt-in-bottles

დეკორატიული ბოთლები და ქილები ბევრი თანამედროვე სამზარეულოს დეკორის ელემენტია. რა თქმა უნდა მათი ყიდვა სპეციალურ მაღაზიებშიც შეიძლება, თუმცა საკუთარი ხელით გაკეთებული მაინც სულ სხვაა.

10-salt-in-bottles

რა დაგჭირდებათ:

  • სუფთა სუფრის მარილი
  • გუაშის საღებავები (სასურველია გამშრალი, თუმცა, ახალიც შეიძლება)
  • ფუნჯი
  • პალიტრა
  • ტაფა
  • იმაზე ერთით მეტი ჯამი, რამდენი ფერის შერევასაც აპირებთ
  • ძაბრი
  • საწური ან საცერი
  • და, რა თქმა უნდა, ეტიკეტმოცლილი, მშრალი და ლამაზი ბოთლი.

მომზადება:

გუაშის რამდენიმე ფერის საღებავს დაასხით 3-5 მლ წყალი და ფუნჯით კარგად მოურიეთ, რომ წყალმა მკვეთრი ფერი მიიღოს. თუ ფერი არ მოგწონთ, შეგიძლიათ აიღოთ პალიტრა და რომელიმე სხვა ფერში შეაზავოთ. გუაში აუცილებლად წყალში გაზავებული უნდა იყოს. სუფთა, თხევადი გუაში მარილში კარგად არ ერევა და შეკრულ მასებს წარმოქმნის, რომელთა დაშლაც შემდეგ ძალიან ძნელია. შესაძლოა გუაშის ნაცვლად პასტელის ნათალიც გამოიყენოთ.

სუფრის მარილი ჩაყარეთ პატარა ჯამებში. წყალში შერეული გუაშის საღებავი ჩაასხით მარილიან ჯამში. ოღონდ, ბევრი არ მოგივიდეთ.

3-salt-in-bottles

კარგად მოურიეთ ჩანგლით ან ხის კოვზით (ჩანგლით უფრო მოსახერხებელია). ნუ გეშინიათ, გუაში ტოქსიკური არ არის 🙂

4-salt-in-bottles

იგივე გააკეთეთ სხვა ფერების გუაშითაც.

5-salt-in-bottles

მარილით სავსე ჯამი შედგით აირღუმელში დაახლოებით 1 საათით. ტემპერატურა 100 გრადუსს უნდა უახლოვდებოდეს უნდა; ალბათ, არ დაგჭირდებათ იმის თქმა, რომ დროის დაზოგვის მიზნით სჯობს აირღუმელში გასაშრობად ყველა ფერის მარილის მასა ერთად შედოთ. ხანდახან მოურიეთ.

როდესაც მარილი გაშრება, გამოიღეთ ჯამი აირღუმელიდან, ცოტა გააცივეთ, ძალიან კარგად მოურიეთ და ისევ ჩანგლით დასრისეთ, რომ მარილი ერთგვაროვან, სუფთა მასად გადაიქცეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შეკრული ბურთულები ბოთლში არც ისე ლამაზად გამოიყურება.

6-salt-in-bottles

იმისთვის, რომ ფერადი მარილი უფრო წმინდა გახდეს, გაატარეთ მსხვილ საცერში ან საწურში ჩანგლის დახმარებით.

ამავე წესით მოამზადეთ სხვა ფერის მარილის მასებიც.

მოამზადეთ ბოთლი. უფრო სწორად, კარგი იქნება, თუ წინასწარ მოამზადებთ – ის აბსოლუტურად მშრალი უნდა იყოს. ეტიკეტისა და წებოს მოსაშორებლად, ბოთლი წინასწარ მდუღარე წყალში ჩააგდეთ.

ჩადგით ბოთლში ძაბრი და სხვადასხვა ფერის მარილი ნელ ნელა ჩაყარეთ; ეს ძალიან ფრთხილად უნდა გააკეთოთ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ფერები ერთმანეთში აირევა და ფერთაშორისი ხაზი არც ისე მკვეთრი გამოვა.

მარილის ყოველი ახალი ფენის ჩაყრის შემდეგ შეათვალიერეთ ბოთლი და ნახეთ, რა გამოვიდა.

7-salt-in-bottles

როდესაც მარილს ბოლომდე ჩაყრით, დარწმუნდით, რომ ბოთლი (ან ქილა) კარგადაა გატენილი და არცერთი მილიმეტრი თავისუფალი ადგილი არ არის დარჩენილი.

დაახურეთ ჭურჭელს საცობი და გააფორმეთ.

11-salt-in-bottles

დადგით ქილა გამოსაჩენ ადგილზე და იტრაბახეთ ყველას გასაგონად 🙂 🙂

12-salt-in-bottles

წარმატებას გისურვებთ!

13-salt-in-bottles

Advertisements
Comments
2 Responses to “დეკორატიული ბოთლები და ქილები”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] სულაც გუაშის საღებავშერეული მარილი (მომზადების წესის სანახავად გადადით ა…. ყველა შემთხვევაში ეფექტი […]

  2. […] მაგიდის დეკორის სხვა ნიუანსებიც – ბოთლებში ყვავილების, სანთლების ან დეკორის […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე