გასართობი პარკი Mirabilandia

3-mirabilandia
ადგილმდებარეობა: იტალია, კურორტ რიმინიდან 40 კილომეტრში

გახსნის თარიღი: 1992 წელი

თავისებურება: ბევრი წყლის ატრაქციონი, პლუს აკვაპარკი Mirabilandia Beach.

25-mirabilandia

გასართობი პარკი „მირაბილენდია“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პარკია არა მხოლოდ იტალიაში, არამედ მთელ ევროპაში. პარკი ორი ნაწილისგან შედგება: ესაა ატრაქციონების თემატური პარკი და აკვაპარკი, რომელიც კომპლექსს 2003 წელს დაემატა.

6-mirabilandia 24-mirabilandia

თავისი სტრუქტურით „მირაბილენდია“ ასევე პოპულარულ ევროპულ პარკს – „პორტ ავენტურას“ წააგავს. აკვაპარკთან ერთად ის დაახლოებით 85 ჰექტარს იკავებს. ამ ტერიტორიაზე განთავსებულია 40-მდე ატრაქციონი, რომელთა შორისაც ბევრი მრავალფეროვანი ამერიკული მთებია.

21-mirabilandia

აკვაპარკ Mirabilandia Beach-თან მეზობლობა და უამრავი წყლის ატრაქციონი პარკს არაჩვეულებრივად მიმზიდველს ხდის ზაფხულის ცხელ დღეებში.

23-mirabilandia

აქ დაშვებულია საცურაო კოსტუმებით სეირნობა, რაც მიღებული არ არის სხვა მსგავს პარკებში. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია წყლის ატრაქციონი Niagara, წყლის მთები 15-დან 40 მეტრამდე სიმაღლის დაშვების წერტილებით.

9-mirabilandia

ატრაქციონი Katun

კიდევ ერთი დასამახსოვრებელი ატრაქციონია Katun, ამერიკული მთების ტიპის ატრაქციონის Dragon Khan-ის  („პორტი ავენტურა“) ანალოგი. 2002 წლამდე ის ევროპაში ყველაზე სწრაფი (104 კმ/სთ.) და მაღალი (50 მეტრი) ატრაქციონი იყო.

8-mirabilandia

მიიჩნევა, რომ სწორედ ამ ატრაქციონმა განაპირობა პარკის პოპულარობა და  უამრავი ახალი სტუმარიც მიიზიდა.

გასართობი პარკის ხელმძღვანელობამ პირობა დადო გახსნას ახალი ატრაქციონი  iSpeed, ფორმულა 1-ის სტილში გაფორმებული ამერიკული მთები, რომლის სიგრძე 1 კილომეტრი იქნება, სიმაღლე – 50 მეტრი და 2,2 წამში 100 კმ/სთ. სიჩქარის განვითარებას შეძლებს.

1-Mirabilandia

საღამოს Mirabilandia

მრავალფეროვანი ატრაქციონების გარდა „მირაბილენდიაში“ ხშირად იმართება პოპულარული წარმოდგენები, რომლებიც განკუთვნილია როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზრდილებისთვის.

ყველაზე პოპულარული შოუა Scuola di PoliziaItalian Baywatch („პოლიციის სკოლა“), რომლის დროსაც კასკადიორები მოტოციკლებსა და ავტომობილებზე ასრულებენ ილეთებს.

12-mirabilandia 13-mirabilandia

გარდა ამისა, კარგი სანახავია აკრობატების წარმოდგენები და ულამაზესი საღამოს ლაზერული შოუები.

ტექნიკური დეტალები

მუშაობის დრო: აპრილიდან ოქტომბრის დასაწყისამდე

მუშაობის საათები: 10:00-დან 18:00-მდე. ივლისსა და აგვისტოში 10:00-დან 23:00-მდე.

ბილეთები: უფროსებისთვის – 26,5 ევრო, ხოლო ბავშვებისთვის (1,5 მეტრამდე სიმაღლის) 20,5 ევრო.  1 მეტრამდე სიმაღლის ბავშვებისთვის კი შესვლა უფასოა.

აკვაპარკის ტერიტორიაზე შესასვლელად ცალკე ბილეთია საჭირო.

მირაბილანდიას რუკა:

27-mirabilandia

გასართობ პარკთან და აკვაპარკთან მისვლა შესაძლებელია მანქანით: ავტობანებით А14, А1 საავტომობილო გზამდე Е45 რავენის მიმართულებით, შემდეგ კი გზის გაგრძელება მირაბილენდიას პარკამდე გზის მაჩვენებლებითაა შესაძლებელი.

მატარებლით: მიმართულება რავენა-რიმინი სადგურამდე Lido di Classe. დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება შეიძლება გასართობი პარკის ვებგვერდზე trenitalia.com

გასართობი პარკის ოფიციალური საიტია:  mirabilandia.it

დაათვალიერეთ Mirabilandia-ს სხვა ფოტოები ჩვენს გალერეაში:

4-mirabilandia 10-mirabilandia 14-mirabilandia 15-mirabilandia 16-mirabilandia 17-mirabilandia 18-mirabilandia 20 mirabilandia3

Advertisements
Comments
3 Responses to “გასართობი პარკი Mirabilandia”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] პარკმა ბავშვებში დიდი პოპულარობა გახსნისთანავე მოიპოვა. პარკი А მუდამ სავსეა – ბავშვები აუზების ირგვლივ დარბიან და წუწაობენ. […]

  2. […] ერთმანეთში ურევენ. უძველესი გასართობი პარკი, რომელიც 1583 წელს გაიხსნა, ბაკენში, […]

  3. […] ერთმანეთში ურევენ. უძველესი გასართობი პარკი, რომელიც 1583 წელს გაიხსნა, ბაკენში, […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე