განძის მაძიებლობა: სარფიანი ჰობი

18-treasure-hunters-treasure-Island

უამრავი სირთულისა და კატორღული შრომის მიუხედავად, განძის მაძიებლობა ჯერ კიდევ უამრავ ადამიანს იზიდავს.

21-treasure-hunters

განძის მაძიებლობით ჩვეულებრივ გატაცებული არიან ადამიანები, რომლებსაც მოგზაურობისა და თავგადასავლებისკენ გადაულახავი ლტოლვა ამოძრავებთ. განძის პროფესიონალ მაძიებლებს პარალელურად ფულის სიყვარულის გადაულახავი გრძნობაც აწვალებთ და თუ რამე იყნოსეს, მზად არიან ათასობით კილომეტრი გადალახონ. ალბათ, აქ არც რომანტიკის ნაკლებობაა.

13-treasure-hunters

რომანტიკასთან ერთად, ხიფათიც საკმაოდაა, უბრალოდ წარმოიდგინეთ ჩაძირული განძის ძიების პროცესი ან ადგილები, სადაც სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობდა. და ასევე საკმაოდ მძიმე შრომაც – განძის მოძებნას მიწის თხრა, ჭაობის თუ ტბის „ჭუჭყის აბაზანებიც“ სჭირდება.

იმისთვის, რომ პროფესიონალურად დაკავდეთ განძის მაძიებლობით, აუცილებელია სპეციალური აღჭურვილობა, მაგალითად, ლითონის დეტექტორები და ლითონის საძიებელი მოწყობილობები. ასევე მათი გამოყენების ცოდნა.

16-treasure-hunter-detector

ეს ადრე იყო, რომ განძის მაძიებლები მხოლოდ განძის რუკითა და ნიჩბით, უკეთეს შემთხვევაში აკვალანგებით გადიოდნენ იოლად, თორემ ახლა სპეციალური ტექნიკის გარეშე არაფერი გამოდის – ყველა განძი, რომელიც ზედაპირთან ახლოს იყო, უკვე ნაპოვნია.

4-treasure-

სამაგიეროდ, ახლა ნაცნობი პოლიციელის ძებნა აღარაა საჭირო, რომელიც ლითონის დეტექტორს გათხოვებდათ.

9-treasure-metal detector

განძის მოსაძებნი მთელი მოწყობილობა შეგიძლიათ სპეციალიზებულ მაღაზიებში (მათ შორის ინტერნეტმაღაზიებში) მოიძიოთ, რომლებიც გვთავაზობენ ყველანაირ ტექნიკას როგორც პროფესიონალების, ისე მოყვარულებისთვის.

15-treasure-hunt-equipment

თუმცა მოყვარულების დიდი ნაწილი რომანტიკულ ძებნას ისევ ზურგჩანთებითა და ნიჩბებით აგრძელებს, როგორც ძველ დროს, მაგრამ ეს ტურისტული გატაცება უფროა, ვიდრე განძის მაძიებლობა.

გარდა ამისა, განძის მაძიებლობა ისტორიის საკმაოდ ღრმა ცოდნასაც მოითხოვს – ხომ საჭიროა იმის ცოდნა, რა ეძებო და სად! …თუ, რა თქმა უნდა, განძის მაძიებლობას სანაპიროზე ხურდების ლითონის დეტექტორით ძებნას არ დავარქმევთ 🙂 🙂 🙂

19-treasure-hunters-Treasure-Map

ასევე აუცილებელია იმ ქვეყნის კანონმდებლობის ცოდნა, სადაც განძის მოძებნას აპირებთ – ვის სჭირდება კანონთან პრობლემები?

განძები საერთო მახასიათებლების მიხედვით სამ ნაწილად იყოფა:

ფასეულობებად (საიდუმლო საცავები, რომლებშიც დროის რომელიღაც პერიოდის საყოველთაოდ აღიარებული ფასეულობები ინახება – ესაა ყველაზე გავრცელებული ტიპის განძი);

6-treasure-

საყოფაცხოვრებო (მსგავსი განძები ჩამარხულია ისეთ ადგილებში, სადაც მოსახლეობის დიდი მიგრაციები (მაგალითად, ევაკუაცია) ხდებოდა და ძირითადად საყოფაცხოვრებო ნივთებზეა აქცენტი, რომელთა ფასეულობა მათი ასაკით განისაზღვრება.

26-treasure-old-things

რელიქვიური განძი (ეს განძის ყველაზე საეჭვო ჯგუფია, რადგან მისი მოძებნა ყველაზე ძნელია და თანაც თითქმის შეუძლებელია იწინასწარმეტყველო, რა შეიძლება აღმოჩნდეს საიდუმლო საცავში. რელიქვია ხომ მეტად ფართო და შედარებითი ცნებაა).

20-treasure-hunters

ასევე განძები იყოფა ჩამარხვის მოტივაციის მიხედვითაც. მაგალითად, „შემნახველი საგანძური“ არის საიდუმლო საცავი, რომელსაც ფულის „ცუდი ხალხისგან“ დასამალად ქმნიდნენ; მეკობრეთა განძები, რომლებსაც მეკობრეები მომავლისთვის ინახავდნენ; სიტუაციური განძი – როცა ფასეულობები ექსტრემალურ ვითარებაში იმალებოდა, მაგალითად, საომარი მდგომარეობის დროს. და ბოლოს, კულტურული განძი. მის აღმოსაჩენად იმ ხალხების ტრადიციების ღრმად ცოდნაა საჭირო, რომლებიც შესაბამის ადგილზე სახლობდნენ.

8-treasure-

გარდა ამისა, მიღებულია ასევე განძის დამალვის ადგილის მიხედვით დაყოფა: ზედაპირული, როცა განძი შენობაში ან მიწის ზედაპირთან ახლოს, 3 მეტრის სიღრმის ფარგლებშია დამალული; მიწისქვეშა, როცა შესაბამისად 3 მეტრზე ღრმადაა მიწაში ჩაფლული და წყალქვეშა.

17-treasure-hunting-diving

მათთვის, ვინც განძის მაძიებლობას აპირებს, რაძივილების განძის მოძებნა შემიძლია ვურჩიო 🙂

27-treasure-treasure

ამტკიცებენ, რომ განძი ნესვიჟის თავადს დომინიკ იერონიმ რაძივილს – თავისი საგვარეულოს ერთ-ერთ უკანასკნელ წარმომადგენელს ფრანგული ჯარების უკან დახევის დროს დაუმალავს. შემორჩენილი ცნობებით, 1942 წელს მთელი ნესვიჟი გადაუბრუნებიათ, მაგრამ რაძივილების განძი ვერ უპოვიათ.

აი ასეთია რაძივილების სასახლე და ალბათ, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რა განძზე შეიძლება იყოს საუბარი 🙂

რაძივილების სასახლე

რაძივილების სასახლე

რა თქმა უნდა, შეგიძლიათ მოძებნოთ ოქროთი სავსე თვითმფრინავი, რომელიც გავრცელებული ხმებით ბელორუსში, სელიავას ტბაში ჩაძირულა 1942 წელს. თითქოს ამ თვითმფრინავში რამდენიმე ტონა ოქრო ყოფილა.

1-treasure-Napoleonასევე მოსაძებნია ნაპოლეონის განძი, რომელიც რაძივილის განძის მსგავსად 1812 წელს განეკუთვნება – ზოგადად ომები განძის სამარხების მომრავლების თვალსაზრისით ნაყოფიერი პერიოდები იყო.

ნაპოლეონის განძი რუსეთ-საფრანგეთის ომის დასრულების დროიდან – 1812 წლიდან დღემდე სემლევოს ტბის (ბელორუსი, მინსკის ოლქი) ფსკერზე იძებნება გრაფ დე დეგიურის მიერ დატოვებული მითითებების მიხედვით. მაგრამ როგორც ამბობენ, ამ განძის მოძებნა მდინარე ბერეზინის (ბელორუსი) ნაპირებზე სჯობდა, რადგან, სავარაუდოდ, გრაფის მემუარები განძის ნამდვილი ადგილსამყოფელიდან ყურადღების გადატანის მიზნით მოგონილი ჩვეულებრივი სატყუარაა.

12-treasure-hunters-Shipwrecks

ერთი სიტყვით, აღმოჩენის მოლოდინში მყოფი განძების მეტი რა არის, ასე რომ განძის მაძიებლები ვერ დამშვიდდებიან. მათთვის ყოველთვის მოიძებნება სამუშაო.

2-treasure-

Advertisements
Comments
One Response to “განძის მაძიებლობა: სარფიანი ჰობი”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] ენდრიუ კრეიგმა.  მისივე თქმით, განძის სრულად ამოღება 2012 წელს უნდა […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე