Qumo Colibri: ბიბლიოთეკა ჯიბეში

1-QUMO-ColibriQumo Colibri-ს მწარმოებელი მას „მსოფლიოში ყველაზე თხელ ბუქრიდერს“ უწოდებს – ამ მოწყობილობის სისქე მხოლოდ 7,7 მილიმეტრია.

9-QUMO-Colibriთუმცა უფრო თხელი ბუქრიდერებიც არსებობს, მაგალითად, Orizon-A-ს სისქე 7,4 მმ-ს შეადგენს, ასე რომ, მწარმოებლებს განცხადების გაკეთბისას ცოტა ზედმეტი მოუვიდათ 🙂

სხვა მხრივ კი Qumo Colibri არსებულ ასორტიმენტში ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი ბუქრიდერია – მცირე ზომების გამო Qumo Colibri-ს როგორც ხელში დაჭერა, ისე ჯიბით ან პატარა ჩანთით ტარება არანაირ დისკომფორტს არ ქმნის.

11-QUMO-ColibriQumo Colibri-ს კომპლექტაცია  ამ ტიპის მოწყობილობისთვის სტანდარტულია: მას აქვს კომპიუტერზე მისაერთებელი კაბელი, საკმაოდ ნორმალური ხარისხის ყურსაცვამები და 220 ვოლტზე მომუშავე ადაპტორი.

სასიამოვნო სიურპრიზია პატარა ჩანთა, რომელიც მწარმოებელმა ბუქრიდერის ყუთის ძირში მოათავსა. მისი აღმოჩენა მთელი შეკვრის კარგად დათვალიერების შემდეგაა შესაძლებელი.

10-QUMO-Colibriჩანთა ექსპლუატაციაში ძალიან სასიამოვნო და მოსახერხებელია – არავის უნდა მის კუთვნილ ნივთს 600-800 პიქსელიანი E-Inc ტექნოლოგიით შესრულებული ეკრანი დაუზიანდეს.

12-QUMO-Colibriუნდა აღინიშნოს, რომ ელექტრონული მელნის ტექნოლოგიის გამოყენების წყალობით მოწყობილობა მუშაობის პროცესში ფაქტობრივად არ ხარჯავს ენერგიას. ის მხოლოდ „გვერდის გადაშლის“ დროსა და ფოტოების ცვლისას იხარჯება.

7-QUMO-Colibriამის გამო Qumo Colibri-ს ელექტრონული წიგნების ექსპლუატაცია იზომება არა საათებით, არამედ ფურცლების რაოდენობით. ერთი დატენვა 12 ათას ფურცელს ყოფნის.

ბუქრიდერის ქვედა ნაწილში პატარა კლავიატურაა განთავსებული, რომლის დანიშნულებაც მოწყობილობის მართვა, ანუ გამოსახულების ზომის გაზრდა, შემცირება, ფურცლის გადაშლა, მუსიკისა და რადიოს ხმის რეგულირებაა.

6-QUMO-Colibriისევე როგორც სხვა ბუქრიდერები, Qumo Colibri-ც კომფორტულად კითხვისა და ფოტოს დათვალიერების შესაძლებლობას მხოლოდ საკმარისი განათების დროს იძლევა, რადგან ელექტრონულ მელანზე დაფუძნებული ტექნოლოგია დამატებით განათებას არ ითვალისწინებს – ის მხოლოდ გარე განათებას იყენებს. ამიტომ, თუ კითხვას ბინდსა და სიბნელეში გადაწყვეტთ, დამატებითი განათება დაგჭირდებათ.

ბუქრიდერი Qumo Colibri-ს ხუთი ფერის არსებობს: თეთრი, შავი, ცისფერი, ვარდისფერი და ღია ყავისფერი.

3-QUMO-Colibriროგორც ზემოთ აღვნიშნეთ, Qumo Colibri-ს სისქე მხოლოდ 7,7 მილიმეტრია, ხოლო წონა – 150 გრამი. მოწყობილობის ზედა ნაწილში აღმოაჩენთ ჩასართავ ღილაკს, მინი USB მეხსიერების შესაერთებელს, ყურსაცვამებისა  და კომპიუტერთან მისაერთებელ ინდიკატორებს.

13-QUMO-Colibriამ ბუქრიდერის ერთ-ერთი მინუსი ისაა, რომ ყურსაცვამები ძალიან რთულად უერთდება.

რადგანაც ბუქრიდერის მეხსიერება მხოლოდ 128 მეგაბაიტია, მისი გაფართოებისთვის გათვალისწინებულია მეხსიერების ბარათი.

ბარათის მაქსიმალური მოცულობა 32 გიგაბაიტია. ეს კი ჯიბის ბიბლიოთეკის შესაქმნელად საკმარისი უნდა იყოს.

ბუქრიდერის სამუშაო მაგიდა შედგება 9 აიქონისგან, რომელთა დანიშნულების განსაზღვრა მათივე სახელწოდებების მიხედვით ძალიან მარტივია.

ტექსტური ფაილების ფორმატებია: TXT, PDF, HTML, CHM, ePub, FB2, PDB, RTF, DJVU, FB2 ZIP, FB2 RAR, DOC, MOBI.

Qumo Colibri-ზე შრიფტის დაყენება ძალიან იოლია, ფურცლებიც საკმაოდ სწრაფად იშლება, რასაც ხელს უწყობს Samsung-ის პროცესორი 400 Mhz სიხშირით.

ბუქრიდერის გაბარიტები მისი პიჯაკის ან პერანგის ჯიბეში მოთავსების შესაძლებლობას იძლევა, რაც მას მეტად მობილურს ხდის.

Qumo Colibri-ს გამოსახულების ფორმატებია: JPEG, BMP, PNG, GIF, JPG, TIFF.

სურათები ნორმალურად ჩანს, მაგრამ მეტისმეტად დიდი მოლოდინი ნუ გექნებათ ეკრანისგან, რომელსაც ნაცრისფერის 16 გრადაცია აქვს.

2-QUMO-Colibriრაც შეეხება რადიოს: როგორც მოწყობილობების უმეტესობაში, მისი ჩართვა მხოლოდ ყურსაცვამების მიერთების დროს შეიძლება. ყურსაცვამები, პარალელურად, ანტენის მოვალეობასაც ითავსებს. სიგნალის მიღების ხარისხი ნორმალურია – ძირითად სადგურებს უპრობლემოდ პოულობს. თუმცა, კარგი იქნებოდა, ბგერის ხარისხი უკეთესი ყოფილიყოsad

ბუქრიდერის მენიუში შრიფტი საჭიროების მიხედვით შეგიძლიათ შეცვალოთ.

პრინციპში Qumo Colibri მშვენიერი ვარიანტია ადამიანებისთვის, რომლებიც ბევრს  და ყველგან კითხულობენ.

4-QUMO-Colibri

Advertisements
Comments
3 Responses to “Qumo Colibri: ბიბლიოთეკა ჯიბეში”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] ბიბლიოთეკა დაახლოებით 900 წიგნისგან შედგება და ლემესოფი ნელ-ნელა ავსებს თავის კოლექციას. ერთ-ერთ ინტერვიუში მან პროექტს უწოდა თავისი „წვლილი მშვიდობის დამყარების საქმეში ლიტერატურის მეშვეობით“. […]

  2. […] დაიმსახურა. ასე რომ არის იმედი, რომ ეს ბიბლიოთეკა ოდესმე აშენდება, როგორც აშენდა თავის […]

  3. […] ნაციონალური ბიბლიოთეკა კი, რომელიც ამ ქვეყნის დედაქალაქში, […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე