ხუთი მიზეზი საკუთარი საქმის დასაწყებად

startingnewbusinessresonsfriday

პოსტი, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა წაიკითხონ friday.ge-ს თანამშრომლებმა.

საკუთარი საქმის წამოწყებასა და ბიზნესის აწყობაზე ბევრი ოცნებობს, თუმცა, უმეტესობა ამ მეტად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას ვერ ბედავს. უმეტესობას ურჩევნია ვინმეს მიექირაოს და ფიქსირებული ხელფასი მიიღოს, მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად სამსახურის დაკარგვის ან ხელფასის შემცირების შიში ექნება.

თუმცა არსებობს მინიმუმ ხუთი მიზეზი, რის გამოც  საკუთარი საქმის წამოწყება ღირს.

ახალი ჰორიზონტები

საკუთარი საქმის წამოწყების პირველი მიზეზი: საკუთარი ბიზნესი ადამიანის წინაშე ახალ ჰორიზონტებს ხსნის და ცხოვრების ყველა ასპექტში წარმატების მიღწევის საშუალებას იძლევა (საშუალებას და არა გარანტიას!).

1resonsstartingownbusinessfriday

როდესაც მუშაობთ, როგორც დაქირავებული, თქვენს ყველა წარმატებას კომპანიის ხელმძღვანელობა ითვისებს. ასეთ დროს ბევრი ადამიანი პროფესიული თვალსაზრისით ზრდას წყვეტს და ცდილობს მხოლოდ ის მინიმუმი შეასრულოს, რაც სამუშაოს აღწერილობის შესაბამისად მოეთხოვება. ეს კი არა მხოლოდ უარყოფითად მოქმედებს კარიერულ ზრდასა და ფინანსურ მდგომარეობაზე, არამედ წყდება ადამიანის, როგორც პიროვნების 8startingnewbusinessresonsfridayგანვითარებაც.

ამგვარად ჩნდება ჩაკეტილი წრე, რომლის გარღვევაც მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ საკუთარ თავზე მუშაობას დაიწყებთ. ეს შრომისა და განვითარებისთვის ახალ ძალებსა და მოტივაციას მოგცემთ, დაგეხმარებათ გახდეთ ინიციატივიანი და ზომიერად რისკიანი ადამიანი, რაც შედეგად მოსალოდნელ წარმატებას მოგიტანთ.

მოქმედების თავისუფლება

საკუთარი საქმის წარმოება მოქმედების დიდ თავისუფლებას იძლევა. თქვენ იმუშავებთ მხოლოდ საკუთარი თავისთვის – აღარც  სამსახურში დაგვიანების შეგეშინიდებათ და აღარც ხელმძღვანელის ჭკუის დარიგების სმენა მოგიწევთ. თქვენ თავად დაადგენთ  საკუთარ განრიგს, გამოსასვლელი დღეების რაოდენობასა და შვებულების ხანგრძლივობას. დამსაქმებლისგან დამოუკიდებლობის მიღწევა – ეს ისაა, რაც ადამიანების დიდ ნაწილს საკუთარი ბიზნესის წამოწყებისკენ უბიძგებს.

9startingnewbusinessresonsfridayხასიათის გამოწრთობა

საკუთარი ბიზნესის წარმოება მოგცემთ ისეთ კაპიტალს, რომელიც თქვენთან მთელი ცხოვრების განმავლობაში დარჩება. ბიზნესის წარმატების მიზნით, იძულებული გახდებით, მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოთ. გახდებით უფრო ინიციატივიანი და შეიძენთ გადაწყვეტილების მიღების უნარს – უკვე აღარ გყავთ ბოსი, რომელიც საბოლოო ჯამში ყველაფერზე პასუხს აგებს. მეორე მხრივ, თქვენი საკუთრება იქნება არა მხოლოდ  პასუხისმგებლობა, არამედ ორგანიზაციის ყველა წარმატება და რაც მთავარია, ფინანსური მოგება.

იდეების რეალიზება

თუ გაქვთ იდეები და ასევე რეალიზების სურვილიც, სწორედ საკუთარი საქმე მოგცემთ მათი განხორციელებისა და მაქსიმალური მოგების მიღების შესაძლებლობას. ძალიან ბევრი თანამედროვე წარმატებული კორპორაციის ისტორია პატარა კომპანიის შექმნით დაიწყო, რომლებშიც ენთუზიაზმით 7startingnewbusinessresonsfridayსავსე ადამიანები მუშაობდნენ. ამ ადამიანებს წარმატების მიღწევა სურდათ და მიზანმიმართულად მიდიოდნენ თავიათი ოცნებისკენ.

დაქირავებულის როლში საკუთარი იდეებისა და შესაძლებლობების დანერგვით საეჭვოა  დიდი მოგებისა და სახელის მოპოვება შეძლოთ (საუკეთესო შემთხვევაში პრემიას გამოგიწერენ და თათბირზე შეგაქებენ). მაგრამ თუ საკუთარ ბიზნესს ამავე საფუძველზე, სხვა ადამიანების შრომის გამოყენებით დაიწყებთ, დიდი სიმაღლეების მიღწევასაც შეძლებთ.

სამყაროს შეცვლის შანსი

საკუთარი საქმე სამყაროს შეცვლის შესაძლებლობას მოგცემთ. ცოტა ხმამაღალი ნათქვამია და ბევრისთვის შეიძლება 5startingnewbusinessresonsfridayარარეალისტურადაც ჟღერდეს, მაგრამ მინიმუმ საკუთარი და ახლობლების სამყაროს შეცვლა მაინც ხომ შეიძლება?

როდესაც სტივ ჯობსმა „პეპსის“ ტოპ მენეჯერი ჯონ სქალი Apple-ში მიიწვია, უთხრა:

„მთელი ცხოვრება დამტკბარი წყლით ვაჭრობა გინდა თუ გირჩევნია, სამყაროს შეცვლის      შანსი გქონდეს?“ მართალია, სქალიმ ცოტა ხანში თავად ჯობსიც გაისტუმრა კომპანიიდან და ვერც სამყაროს შეცვლის შანსი გამოიყენა, მაგრამ თუ გაქვთ იდეები იმის შესახებ, როგორ უნდა იცხოვრონ ადამიანებმა და გსურთ სამყაროში რაღაც ახალი შეიტანოთ, ამის საუკეთესო საშუალება საკუთარი კომპანიის  დაარსებაა.

Comments
2 Responses to “ხუთი მიზეზი საკუთარი საქმის დასაწყებად”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] Apple – როცა კომპანიის დამფუძნებლების – სტივ ჯობსისა და სტივენ ვოზნიაკის წინაშე კომპანიის სახელის შერჩევის ამოცანა დადგა, ბევრი ვარიანტი განიხილეს, მაგრამ არაფერი მიესადაგა. ჩაფიქრებულმა სტივმა მაგიდიდან ვაშლი აიღო და ხმაურით ჩაკბიჩა. რამდენიმე წამით ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა, შემდეგ კი ვოზნიაკმა თქვა: სხვათა შორის, ეგ იდეაა! […]

  2. […] თანამშრომლის შრომისა და საკუთარ ბიზნესში მფლობელის როლის შეთავსება. […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე