თუ გინდა გახდე საკუთარი თავის ბატონ-პატრონი

Start-Your-own-Business2

სააგენტომ HeadHunter თავის მომხმარებლებს შორის, პროფესიული კვლევის ფარგლებში, ჩაატარა გამოკითხვა თემაზე: უცდია თუ არა ვინმეს დაქირავებული თანამშრომლის შრომისა და საკუთარ ბიზნესში მფლობელის როლის შეთავსება. გამოქვეყნებული შედეგები საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. გამოკითხულთა თითქმის 70% დაფიქრებულა, ხომ არ დაეწყო საკუთარი საქმე; აუდიტორიის თითქმის მეოთხედს ეს უცდია კიდეც, ხოლო მოქმედი საკუთარი ბიზნესი მხოლოდ 9%-ს ჰქონდა. გამოკითხულთაგან მხოლოდ და მხოლოდ 2% შეადგინა იმ ადამიანების რიცხვმა, ვისაც არც კი უფიქრია საკუთარი თავისთვის მუშაობის წამოწყება. რაზე მეტყველებს ეს შედეგები? დაქირავებულთა უმრავლესობას დამოუკიდებლად მუშაობა უნდა, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმის გადაწყვეტილების მიღება რთულია (ვაი და ძირითად სამსახურს საფრთხე დაემუქროს?!) და ბევრმა, ვინც ეს გადაწყვიტა, ფიასკო განიცადა. გამარჯვებულები ცოტაა, თუმცა, იქნებ ეს სწორედ ის ხალხია, ვისაც უნდა მივბაძოთ?

start_your_own_business6

საინტერესო ფაქტია, რომ დამოუკიდებლად საქმიანობაზე ქალები უფრო მეტს ფიქრობენ, თუმცა, უმეტესად ემოციებითა და ოცნებებით შემოიფარგლებიან. გადაწყვეტილების მიღება კი უჭირთ – საკუთარი ბიზნესის წამოწყება მამაკაცების 29%-მა და ქალბატონების მხოლოდ 16%-მა სცადა. წარმატებული ბიზნესმენების ბალანსი კი სქესებს შორის თანაბარია – დაახლოებით, 10%. მამაკაცებს გაცილებით მეტად ავანტიურული გონება აქვთ, ქალები კი, მიუხედავად მათი ემოციურობისა, უფრო რეალისტები არიან და საქმეს მხოლოდ მაშინ იწყებენ, თუ მის პერსპექტიულობაში საკმარისად არიან დარწმუნებული.

Start-Your-own-Business5

დაქირავებულ თანამშრომელთა შორის ყველაზე აქტიური კატეგორია, როგორც მოსალოდნელი იყო, ტოპ-მენეჯერები იყვნენ. გარდა შედარებითი ფინანსური უზრუნველყოფისა, ისინი, როგორც წესი, ფართო ნაცნობობას და კავშირებს და საქმის ხელმძღვანელობის დიდ გამოცდილებას ფლობენ. ამიტომაც მენეჯერთა 44%-ს უფიქრია საკუთარი ბიზნესის დაწყება, 28%-ს უცდია საქმის ორგანიზება, მაგრამ ჯერჯერობით წარმატებისთვის არ მიუღწევიათ და 27% კი უკვე წარმატებით და შედეგიანად ფუნქციონირებს. საკუთარ ბიზნესზე ყველაზე ხშირად სპეციალისტები და ხაზის მენეჯერები (73 და 78%, შესაბამისად) დაფიქრებულან. კომპანიის ხელმძღვანელებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ თუ ადამიანი პროფესიულ სფეროში საკმაოდ მაღალ დონეზეა, ამასთან ძირითადი საწარმოს სპეციალისტების ჯგუფის ხელმძღვანელობაც შეუძლია, მისი კარიერული ამბიციები სავარაუდოდ დაკმაყოფილებული არ იქნება. ის მეტს იმსახურებს და, ალბათ, თავის უნარებსა და ცოდნას საკუთარი თავისთვის გამოიყენებს.

Start-Your-own-Business3

საინტერესოა ისიც, რა აბრკოლებს ადამიანებს საკუთარი ბიზნესის შექმნის გზაზე. ძირითადად ორი ფაქტორი – საწყისი კაპიტალის უქონლობა და საკუთარი ბიზნესის წარმოების სახიფათოოების შეგრძნება თითქმის თანაბრად წონიანია – 40-40%. გამოკითხულთა საკმაო ნაწილი, თითქმის მესამედი, იდეის უქონლობას უჩივის. იდეები შესაძლოა თავისთავად ბევრი იყოს, მაგრამ ყოველ იდეას ფინანსური მხარდაჭერა და ღირსეულად რეალიზება სჭირდება, რაც პრაქტიკაში არც ისე იოლი განსახორციელებელია. უმეტეს შემთხვევაში საქმის ბოლომდე მისაყვანად ფული არ აღმოჩნდა საკმარისი (83%), ხოლო 21%-ის შემთხვევაში იდეა უსიცოცხლო გამოდგა ან ის ბიუროკრატიულმა ორმომ შთანთქა. და ბოლოს, ბიზნესიცაა და ბიზნესიც – შეგიძლიათ პატარა ინტერნეტ-მაღაზია გახსნათ და ამისთვის არც მსხვილი ინვესტიცია დაგჭირდებათ, არც რისკის გაწევა და ძირითადი სამსახურის დროც გეყოფათ.

Start-Your-own-Business4

შეგიძლიათ ძირითად მიმართულებად მომსახურების გაწევა აირჩიოთ, რაშიც ყველაზე მეტად არის აუცილებელი კლიენტებთან და პარტნიორებთან ურთიერთობების აწყობისა და შენარჩუნების  უნარი და რაც მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობის განმავლობაში უკვე გამომუშავებული გაქვთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ზოგი ადამიანი საკუთარი ბიზნესის კეთებისთვის არის გაჩენილი, ზოგი კი მხოლოდ დაქირავებული თანამშრომლის როლისთვის. რისკზე წასვლის უნარი, საკუთარი თავის რწმენა თუ იდეების ქონა – რომელია აქ მთავარი?! ჩვენ ყველა საკუთარ არჩევანს ვაკეთებთ.

Start-Your-own-Business1

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე