როგორ შევარჩიოთ სათბური

choosegreenhousefridayსათბურის შერჩევისას ყველა დეტალს უნდა მიაქციოთ ყურადღება, ის ხომ რამდენიმე წლის განმავლობაში მოგემსახურებათ და თქვენს სუფრას ცოცხალ ხილსა და ბოსტნეულს შემატებს.

9choosegreenhousefridayსათბურის ზომის განსაზღვრისთვის ყურადღება შემდეგ მომენტებზე უნდა გაამახვილოთ:

· თქვენი ნაკვეთის ზომა და კონკრეტულად რა ადგილას გეგმავთ სათბურის დადგმას;

· რა ფართობზე გეგმავთ მცენარეების გაშენებას;

· რა შენობები და ხეები დგას სათბურთან ახლოს? ძალიან მნიშვნელოვანია სათბურს არაფერი ჩრდილავდეს.

7choosegreenhousefridayყველაზე პოპულარულია თაღოვანი და ორფერდა სათბურები.

3choosegreenhousefridayფორმის სწორად არჩევისთვის შემდეგი მომენტები უნდა გაითვალისწინოთ:

· სანამ სათბურს იყიდით, ჯერ განსაზღვრეთ, რა კულტურების მოყვანას გეგმავთ მასში. დაბალი კულტურებისთვის (წიწაკა, ბადრიჯანი, პომიდვრის დაბალი ჯიშები) თაღოვანი სათბური შეგიძლიათ შეარჩიოთ, შედარებით მაღალი კულტურებისთვის კი (კიტრი, პომიდვრის მაღალი ჯიშები და ყვავილები) უფრო ორფერდა სათბური გამოგადგებათ;

არც თქვენი გემოვნება გადადოთ უკანა პლანზე, სათბურმა ხომ მოსავლის გარდა, გარეგნული იერსახითაც უნდა გასიამოვნოთ.

contemporary-greenhousesმალფუჭებადი ცელოფნით დაფარული ან ძვირადღირებული, მყიფე მინის კონსტრუქციის სათბურები ნელ-ნელა წარსულს ბარდება.

ამ მასალებს ჩაენაცვლა პოლიკარბონატი – გაცილებით მიმზიდველი თვისებების მქონე მასალა: შუქისა და თბოგამტარობა, სიმტკიცე, წონა და რასაკვირველია, ფასი.

პოლიკარბონატი დღეს სათბურების წარმოების სფეროში ყველაზე გავრცელებული მასალაა.

8choosegreenhousefridayთანამედროვე სათბურის ექსპლუატაციის საშუალო ვადა 10 წელია. ბაზარზე  სათბურის კარკასის რამდენიმე პოპულარული ვარიანტი არსებობს:

· ფხვნილოვანი საღებავით დაფარული ლითონის კარკასი: ეს საკმაოდ მტკიცე კარკასია, თუმცა, კოროზიას შედარებით მალე განიცდის, ამიტომ ხანგრძლივი ექსპლუატაციისთვის არ გამოდგება. ის საკმაო თბოგამტარობითაც ხასიათდება, რამაც შესაძლოა მოსავალზე ცუდი გავლენა მოახდინოს;

2choosegreenhousefridaypanted· მოთუთიებული პროფილი: ასეთი კარკასი კოროზიისგან კარგად დაცულია, მაგრამ გამძლეობა აკლია. ასეთი კარკასისთვის გამოიყენება ლითონის თხელი ფურცლები, რაც იოლად დეფორმირდება;

6choosegreenhousefridayzink· მოთუთიებული ლითონის კვადრატული პროფილი: საუკეთესო ვარიანტი, ვინც სათბურის ექსპლუატაციას ხანგრძლივად გეგმავს. ასეთი პროფილი ძალიან გამძლეა და მოთუთიების წყალობით, კოროზიისგანაც დაცულია.

1choosegreenhousefridayzinksqსათბურის შეძენისა და დამონტაჟებისათვის საუკეთესო დრო შემოდგომაა. თესვის სეზონის დაწყებისთვის თქვენ უკვე გექნებათ გამძლე კონსტრუქცია, რომელიც შესანიშნავად შეინარჩუნებს სითბოს. თქვენც ამინდის ჭირვეულობაზე დამოკიდებული აღარ იქნებით და ადრიან გაზაფხულსაც მომზადებული შეხვდებით 🙂

5choosegreenhousefriday

Advertisements
Comments
3 Responses to “როგორ შევარჩიოთ სათბური”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] და წყაროების, ლამაზი ბაღებისა და სათბურების […]

  2. […] ზოგიერთი სახლი ჩვეულებრივ, მიწაზეა აშენებული, ზოგი წყალზე, გზაზე, ხეებზეც კი. სახლების ნაწილი მობილურია – ბორბლებზე დგას. წიგნში ასევე დაწვრილებითაა აღწერილი სტუდიის ტიპის სახლების, საუნას, პატარა სათბურების მშენებლობის პროცესიც. […]

  3. […] გასაზრდელად სპეციალურად აშენებდნენ სათბურებსა და ორანჟერეებს. ზღვის გაღმიდან […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე