რეალისტური თვითშეფასება სამუშაოს ძებნისას

real-self-esteem-friday

თუ სასურველი სამსახურის ძებნა ცოტა გაგიჭიანურდათ, ღირს დაფიქრდეთ: რამდენად რეალისტურია თქვენი თვითშეფასება. საკუთარი შესაძლებლობების სწორად შეფასებით იმედგაცრუების თავიდან აცილებაა შესაძლებელი.

ამის შესამოწმებლად უმარტივეს ხერხს შეგიძლიათ მიმართოთ: კითხეთ მათ, ვისაც ენდობით და ვინც დაუფარავად და პირდაპირ გეტყვით სიმართლეს. და ეს ეხება როგორცპროფესიულ მხარეს, ისე პიროვნულსაც. კითხეთ ყველაზე ახლობლებს, რათა მაგ გულწრფელად შეაფასონ თქვენი შესაძლებლობები და ეს მხოლოდ თქვენზე ზრუნვის მიზნით გააკეთონ.

ამ შეფასებების, ანუ თქვენ თავზე სხვათა მოსაზრებების საკუთარ წარმოდგენებთან შეჯერების საფუძველზე დაინახავთ ერთგვარ სურათს, რომლის საფუძველზეც  საკუთარი თავის უფრო ზუსტი თვითშეფასების ჩამოაყალიბებას შეძლებთ.

ამ სურათის დანახვის შემდეგ, შეიძლება საკუთარი თავის შინაგანი გადაფასებაც დაგჭირდეთ ამა თუ იმ მხარეს, და იქნებ არა უკეთესობისკენ.

თავის მოკვლა არ ღირს, თუ აღმოაჩენთ, რომ საკუთარი თავი უკეთესი გეგონათ, ვიდრე სხვები ფიქრობდნენ – ეს ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი მოვლენაა და ნებისმიერი ადამიანისთვისაა დამახასიათებელი.

მთავარი მომენტი აქ სხვაა! რაც უფრო ადეკვატური თვითშეფასება გექნებათ, შესაბამისად, მით უფრო ზუსტი, რეალური და სწრაფი შედეგის მიღწევას დაისახავთ მიზნად – განეწყობით თქვენი „საკუთარი“, მართლაც თქვენი შესაძლებლობების
5-real-self-estimation-fridayშესაფერისი სამსახურის შოვნასა და კარიერის მოწყობაზე.

ნუ დაღონდებით, თუ დღეს ის არ ხართ, რადაც საკუთარი თავი გეჩვენებოდათ. ერთი ჩინური სიბრძნე ამბობს: დიდი მოგზაურობა პირველი ნაბიჯით იწყება. და თქვენ უნდა გადადგათ ეს პირველი ნაბიჯი.

ნუ შეეცდებით ერთბაშად დაინახოთ მთელი გასავლელი გზა, საკმარისია მხოლოდ იმდენს ხედავდეთ, რამდენიც ადგილიდან წარმატებით დაძვრაში გჭირდებათ.

მაშ ასე! თამამად წავიდეთ იქით, საით სიარულიც დღეს რეალურია და არ დაგვავიწყდეს, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია – სულ პირველი ნაბიჯი ჩვენს კარიერაში და კიდევ ბევრი იქნება!

და თუ აღმოჩნდება, რომ თვითშეფასება იმაზე დაბალი გაქვთ, ვიდრე რეალურად იმსახურებთ? თუ ემზადებოდით ნაკლებად მომგებიან, იქნებ ნაკლებად საყვარელი საქმიანობისათვის და ამ დროს გითხრეს: „საით მიდიხარ? შენ უფრო სერიოზული მიზნების მიღწევა შეგიძლია!“

 

აქ უკვე უნდა გადახედოთ თქვენს მიზნებსა და მისწრაფებებს და კარიერული კიბის უფრო მაღალი საფეხურიც მოინიშნოთ. დაქვეითებული თვითშეფასება ჯერ არავის არაფერში დახმარებია!

ამგვარი, მეტ-ნაკლებად ადეკვატური მიდგომით ბევრ უსიამოვნებას აირიდებთ თავიდან – დამცინავ ღიმილს და უარს: როცა რომელიღაც დეპარტამენტის ხელმძღვანელობაზე გაქვთ
პრეტენზია, თქვენი პროფესიონალური მაჩვენებლები კი დეპარტამენტის ხელმძღვანელის მეშვიდე მოადგილის მერვე თანაშემწის პოსტზე მუშაობისთვის საჭირო უნარ-ჩვევების შესაბამისი გაქვთ, ან პირიქით – როცა გგონიათ, ასისტენტის სამუშაოს მეტზე ფიქრის უფლება არ გაქვთ, გასაუბრებაზე მიდიხართ და იქ კი უკვირთ, თითქოს ჭკვიანი ჩანს და რა გაუჭირდა ასეთი, რომ ამ პოზიციაზე შემოიტანა CV?

წარმატებული კარიერის მოწყობისთვის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი – ეს საკუთარი შესაძლებლობების სულ ოდნავ მომატებული შეფასებაა!

10-real-self-estimation-friday

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე