რას უნდა მივაქციოთ ყურადღება მაცივრის ყიდვისას

2-fridgeდღეს მაცივარი იმდენად ჩვეული ნივთია, რომ ძნელი წარმოსადგენია, როგორ ახერხებდა ადრე ხალხი მის გარეშე ცხოვრებას.

არც კი ვფიქრობთ, რამდენი დროის ეკონომიას გვიკეთებს ეს ნივთი. არითმეტიკა კი ძალიან მარტივია – თუ მაცივარში ერთი კვირის სამყოფ პროდუქტებს შეინახავთ, მაღაზიაში ყოველდღე წასვლა არ მოგიწევთ. არც ყოველდღე მზარეულობა გჭირდებათ, მაცივრის ტემპერატურა მომზადებულ სადილს რამდენიმე დღე ინახავს.

გამოდის, რომ დღეში სულ მცირე ორი საათი თავისუფალი დრო გვიჩნდება. თუ ამ დროს მთელ წელიწადზე ვიანგარიშებთ, 20 დღე გამოვა.

1-fridgeმაცივარი პროდუქტის შენახვისთვის ყველა პირობას უნდა უზრუნველყოფდეს. მოსაზრება, რომ რაც მაღალია მაცივარში ტემპერატურა, მით უფრო კარგია, მცდარია.

ზოგიერთი პროდუქტი საგემოვნო თვისებებს მხოლოდ გარკვეულ ტემპერატურაზე ინარჩუნებს და ეს ნიშნული ყველა პროდუქტისთვის სხვადასხვაა.

ამიტომაც ძველი მაცივრები ახალი მოდელის მაცივრებმა ჩაანაცვლა, რომელთაც რამდენიმე ტემპერატურული რეჟიმი აქვს. ეს საშუალებას გვაძლევს სხვადასხვა სახის პროდუქტი: ხორცი, მწვანილი, რძე და ა.შ. ერთნაირად ხარისხიანად შევინახოთ.

black-fridge-collectionმაცივრის არჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ: მაცივრის ზომას, კამერების რაოდენობას და მათ შიდა მოცულობას, გაყინვის სისტემასა და რასაკვირველია, ფასს. ასევე მნიშვნელოვანია კომპრესორების რაოდენობა და მაცივრის შიდა დიზაინი.

დღეს ბაზარზე არსებული მაცივრები ხუთ მთავარ ჯგუფად იყოფა:

კომპაქტური მაცივარი, ზომით 85-დან 160 სმ-მდე. ამ ჯგუფის მაცივრები დაბალი, ვიწრო ან უბრალოდ, ერთკამერიანია.

fridgemaster-larder-fridgeაზიური ტიპის – ღრმა მაცივარი, რომელსაც საყინულე კამერა ზედა ნაწილში აქვს.

as-red-fridgeევროპული ტიპის –  მაცივარი ორი საყინულე კამერით – ერთი საყინულე ზემოთ, მეორე ქვემოთ, ან ორივე ქვემოთ.

eu-fridge-designამერიკული ტიპის – ამ მაცივრებს დიდი ზომის საყინულე მარჯვენა ან მარცხენა მხარეს აქვს.

us-fridge-openმობილური, ე.წ. საპიკნიკე მინი-მაცივრები, რომელთა  გადატანა მარტივადაა შესაძლებელი.

Mini_Fridgeმაცივრის ყიდვისას მისი გარეგნული ზომის გარდა, შიდა კამერების მოცულობაც გასათვალისწინებელია, თუმცა, ამ არჩევნის გაკეთება ხანდახან რთული ამოცანაა. თუ თქვენი სამზარეულო პატარაა, ოჯახი კი დიდი, პატარა მაცივარმა აუცილებელი პროდუქტები შეიძლება არ დაიტიოს.

electrolux_flatshare_fridge

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე