ოფისური ჭორები

8-office-rumours-friday-ge

ოფისური ომები დროდადრო ნებისმიერ ორგანიზაციაში იწყება – თუნდაც არა ცუდი განზრახვების, არამედ ტონუსში ყოფნისა და უბრალოდ, ყოველდღიური ერთფეროვნების გასაფანტად.

სამსახურში თანამდებობრივი წინსვლა ხანდახან საბავშვო თამაშს ემსგავსება: როცა მუსიკა ჩუმდება, სასწრაფოდ უნდა დაიკავოთ უახლოესი სკამი. ადგილი ხომ ყოველთვის უფრო ნაკლებია, ვიდრე მოთამაშე.

10-office-rumours-friday-ge

და აი, აქ გამოსადეგია ყველა საშუალება და მათ შორის, ყველაზე ხელმისაწვდომი ჭორები – რეპუტაციის შელახვისა თუ ამაღლებისთვის. როგორ დავიცვათ თავი სხვების გამონაგონისგან და გამოვიყენოთ ჭორები ჩვენ სასარგებლოდ?

სიტუაცია N1 – როგორ ავარიდოთ თავი სხვის თამაშს?

თითქმის ყველა გარემოში ჩვენი ინტერესების შესაბამის კომპანიას ყოველთვის ვნახულობთ და „ვიღაცის წინააღმდეგ“ მეგობრობაც ბავშვობიდან კარგად გამოგვდის. სამსახურიდან „ხელმძღვანელობის შესახებ ჭორების გავრცელების გამო“ გათავისუფლების პირდაპირ ფორმულირებას იშვიათად წააწყდებით, თუმცა, პრაქტიკაში ზედმეტი ყბედობის გამო სამსახურის დაკარგვა საკმაოდ ხშირია.

3-office-rumours-friday-ge

ყველაზე მარტივი მაგალითი ასეთია – მენეჯერამდე მიდის ინფორმაცია „რეპუტაციის შემლახავი ცნობების“ გავრცელებისკენ თქვენი მიდრეკილების შესახებ. ან ხელმძღვანელად ყოფილი რიგითი თანამშრომელი მოდის და მისთვის უკვე მიუღებელია ისეთი თანამშრომლის ყოლა, ვინც ლანჩის დროს გამუდმებით უთხრიდა ძირის კოლეგებსაც და, კიდევ უარესი, მენეჯერსაც მიაყოლებდა ხოლმე ზედ.

2-office-rumours-friday-geრა ვქნათ? ჭორაობა კარგი რომ არ არის, ამას ბავშვობაშივე გვეუბნებოდნენ. თუმცა ამ შემთხვევაში პრობლემას მხოლოდ ურთიერთობის კულტურა და ვინმეს მორალური პრინციპები არ ქმნის.

ჭორაობა სასიკვდილო საფრთხეა კარიერისთვის – შეიძლება ელვის სისწრაფით დაკარგოთ დაკავებული თანამდებობა, თანაც ეს მენეჯერის პოზიციისთვის სხვის თამაშში მოხდეს. ამიტომად ენას კბილი დააჭირეთ და ლანჩის დროს მხოლოდ ამინდზე, მოსავალზე ან რომელიმე ახალი ფილმის პრემიერაზე ისაუბრეთ  😉

სხვის მიერ ნებისმიერი კოლეგის ნაკლებსა და ღირსებებზე წამოწყებულ განხილვაში ნუ ჩაერთვებით. არ დაგავიწყდეთ, რომ ჭორიკნები ძალიან არასაიმედო ხალხია და პრობლემის გაჩენის შემთხვევაში შეიძლება თქვენ ხმების გავრცელების წყაროდ დაგასახელონ.

office-rumours-friday-ge

განსაკუთრებული ყურადღება კორპორაციულ შეკრებებზე გამოიჩინეთ, რადგან ნებისმიერ ასეთ ღონისძიებას ესწრება ხალხი, ვინც ყველაფერს ლაპარაკობს, რაც იცის და რასაც ხვდება და ისეთებიც, ვინც ყველაფერ გაგონილს იმახსოვრებს.

სიტუაცია N2 – როდის არის დუმილი ოქრო?

ჭორებს ერთი საოცარი თვისება აქვს – ისინი ნელნელა წვრილმანებით ივსება, იბერება და  საშინელ სახეს იღებს, რომელიც ზოგჯერ ჭორის გამავრცელებლის წინააღმდეგაც მუშაობს.5-office-rumours-friday-ge

არსებობს რამდენიმე ტაბუდადებული თემა, რომლის შესახებაც კოლეგებთან არ უნდა ილაპარაკოთ:

  • ხელმძღვანელობა, მათი ოჯახები, ნათესავები და მატერიალური მდგომარეობა.
  • მენეჯერის შეცდომა, არასწორი პოლიტიკა, თუნდაც თქვენი მოსაზრებით.
  • კოლეგების სამუშაო შეცდომები.
  • თქვენი დაუსაბუთებელი შთაბეჭდილებები ადამიანებისა თუ მოვლენების შესახებ.
  • კონკურენტები.
  • მოსაზრება თუ განცხადება, რამაც შეიძლება ვინმეს რეპუტაცია სერიოზულად შელახოს.

13-office-rumours-friday-geარ ღირს ჭორაობა შიდა ქსელისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, ასევე ნურც სოციალურ ქსელებში დაწერთ კრიტიკულ პოსტებს. თუ ეს ჩვეულება გაქვთ და ვერ იშლით, იცოდეთ, თქვენი თანამშრომლები დიდი ხანია თქვენს „ფრენდებში“ არიან და ბოლო სიახლეების შესახებაც მშვენივრად მოეხსენებათ. იმაზე აღარაფერს ვიტყვით, რომ სამსახურეობრივი კომპიუტერებიდან მიწერ-მოწერასაც ბევრ კომპანიაში აკონტროლებენ.

სიტუაცია N3 – რატომ ვიგონებთ ჭორებს?

სინამდვილე ხშირად სასურველზე გაცილებით უფერულია. ამიტომაც ზოგჯერ დიდი ცოდვა არც იქნება ალაგ-ალაგ შეფერადება, საკუთარი შესაძლებლობების სხვის უნარებზე ოდნავ უკეთ წარმოჩენა. ეს, პრაქტიკულად, გაუცნობიერებელი კომუნიკაციური ჩვევაა, თუმცა, დაკვირვებული მოსაუბრისთვის უშუალო ჭორზე გაცილებით მეტის მთქმელი და თქვენი სუსტი წერტილების დაფარვის მცდელობაზე, საკუთარი თავის რწმენის არქონასა და ბოლოს და ბოლოს, შურზე მეტყველებს.4-office-rumours-friday-ge

ეცადეთ დაიჭიროთ საკუთარი თავი ასეთ მომენტებზე, როცა ერთი შეხედვით სრულიად უწყინარი ჭორების საშუალებით სინამდვილის შეფერადებასა და სხვისი უმწეობის ფონზე წატრაბახებას ცდილობთ.

ასეთი ტიპის ჭორები თქვენს ქვეცნობიერ ზრახვებს ააშკარავებს. გაცილებით უკეთესი გამოსავალი თვითშეფასებაზე დაფიქრება და საკუთარი ღირსებების უფრო ადეკვატური ფორმით დემონსტრირებაა.

სიტუაცია N4 – როგორც გავიმარჯვოთ ჭორიკანასთან ომში?

1-office-rumours-friday-geრა უნდა გააკეთოთ, თუ ჭორების გმირი აღმოჩნდით?

– მშვიდად და პატიოსნად უპასუხეთ საკუთარ თავს რამდენიმე კითხვაზე. რამ გამოწვია ჭორი? თქვენმა რომელმა ქმედებამ მოახდინა მისი პროვოცირება? რა შეეფერება ამ ჭორიდან სინამდვილეს და რა არა?

– რა გზით შეგიძლიათ აღნიშნული ქმედების კორექტირება, რომ ნაკლები ხმები გამოწვიოთ?

– მოიპოვეთ საიმედო მეგობრების მხარდაჭერა, რომლებსაც ყველაფრისთვის კუთვნილი სახელის დარქმევის არ შერცხვებათ. სამწუხაროდ, თქვენი ნათქვამი „ეს ჭორია!“ არაეფექტური და არადამაჯერებელი იქნება.

– ბრალდების „სიმძიმის“ შესაბამისად ორიდან ერთი ტაქტიკა შეარჩიეთ. პირველი – არ მოახდინოთ რეაგირება ჭორებზე პრინციპით: „ეს თქვენ ღირსებას არ შეეფერება“. თანაც თქვენი რეაქციის გარეშე ჭორიკნებს მალე მობეზრდებათ.

– მეორე და ჩვენში ნაკლებად გავრცელებული ტაქტიკა – აქტიური თავდაცვაა მოსამართლისა და ადვოკატის დახმარებით. ეს ტაქტიკა მხოლოდ ისეთ შემთხვევებში უნდა გამოიყენოთ, თუ თქვენს რეპუტაციას მართლაც სერიოზული ზიანი მიადგა, საწინააღმდეგო შემთხვევაში, რეპუტაციას თავადვე შეილახავთ – ტყუილად მომჩივანი არავის უყვარს.

რა პასუხისმგებლობა ეკისრება ჭორის გამვრცელებელს?

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, „პირს ეკისრება სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა“.

ამავე კანონის თანახმად, „მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს მოსარჩელისათვის მიყენებული ქონებრივი ან/და არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება“.

სიტუაცია N5 – როგორ უნდა გამოიყენოთ ჭორები თქვენ სასარგებლოდ?

ვირუსული მარკეტინგი ნამდვილად გენიოსებმა  მოიგონეს. სრულიად დამტკიცებული
6-office-rumours-friday-geფაქტია, რომ ჩვენ ხმებისა და უბრალო საუბრების „ოფიციალურ ინფორმაციაზე“ მეტად გვჯერა.

რატომაც არ უნდა ისარგებლოთ გამოცდილი ტექნოლოგიით კარიერის უკეთ მოსაწყობად?

თქვენ – როგორც ბრწყინვალე სპეციალისტისა და იდეების გენერატორის შესახებ ჭორები ახალი სამსახურის შოვნაშიც დაგეხმარებათ, თანაც, შესაძლოა გამოსაცდელი ვადის გარეშე. ბევრიწარმატებული ადამიანის რეპუტაციაც, მეტნაკლებად, „პოზიტიური“ ჭორებისგან შედგება.

ამის მისაღწევად საქმეში აქტიურად ჩართეთ მეგობრები და ნაცნობები. იზრუნეთ, რომ ყველაზე მეტად მოლაპარაკე კოლეგებმა ბოლო სიახლეები კარგად იცოდნენ და ბოლოს, ინფორმაცია ყველაზე სწრაფად და დიდ მასშტაბზე ბლოგებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით ვრცელდება.

12-office-rumours-friday-geდასკვნა ერთია – გინდათ კარგი რეპუტაცია?! შეიქმენით ის დამოუკიდებლად!

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე