მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები. ნაწილი II

2-top-10-university
ბრიტანულმა გაზეთმა Times მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგი შეადგინა, რომლის შედეგები სამეცნიერო საზოგადოების, დამქირავებელთა და უმაღლესი სასწავლებლების თანამშრომელთა სამეცნიერო ნაშრომების ციტირებებზეა დამყარებული.

მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების პირველი ხუთეულის შესახებ წაიკითხეთ აქ. ამ პოსტში კი შეგიძლიათ გაეცნოთ საუკეთესო უმაღლესი სასწავლებლების მეორე ხუთეულს.

ლონდონის საიმპერიო კოლეჯი (გაერთიანებული სამეფო)

ლონდონის საიმპერიო კოლეჯი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ინჟინერიის სფეროს წამყვანი უმაღლესი სასწავლებელია, სადაც ნობელის 14 ლაურეატი აღიზარდა.

20-top-10-university-london-im-coll

კოლეჯის ბაზაზე მუშაობს ორი სამედიცინო სკოლა, რომელთა სპეციალისტებმა თანამედროვე მედიცინის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს.

22-top-10-university-imp-coll-london

საიმპერიო კოლეჯის კურსდამთავრებულმა სერ ალექსანდრ ფლემინგმა პენიცილინი შექმნა. 2006 წელს კი, საიმპერიო კოლეჯის  მკვლევარებმა კემბრიჯისა და კიოლნის უნივერსიტეტების მეცნიერებთან ერთად შეიმუშავეს ტესტი, რომელიც შიზოფრენიის ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის საშუალებას იძლევა.

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი (გაერთიანებული სამეფო)

23-top-10-university-un-coll-london

ეს დიდი ბრიტანეთის პირველი საერო სასწავლებელია. კოლეჯში სასწავლებლად იღებდნენ ყველას, მიუხედავად მათი კლასობრივი, რასობრივი თუ რელიგიური კუთვნილებისა, მთავარი – ცოდნის მიღების სურვილი იყო.

24-top-10-university-un-collage-london

1878 წლიდან ამ უმაღლეს სასწავლებელში განათლების მიღება შეეძლოთ ქალებს.  კოლეჯი დღესაც რეკორდსმენია წარმატებული ქალი კურსდამთავრებულების რაოდენობით.

25-top-10-university-un-coll-london

1893 წელს აქ დიდი ბრიტანეთის პირველი სტუდენტური კავშირი გაიხსნა.

ჩიკაგოს უნივერსიტეტი (აშშ)

26-top-10-university-chicago-universityმსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტი, რომელიც 1890 წელს დევიდ როკფელერმა დააარსა. ამ სასწავლებელმა სახელი ეკონომიკისა და სოციალურ–პოლიტიკური მეცნიერებების სფეროში ჩატარებული კვლევებით გაითქვა.

27-top-10-university-un-chicago

ჩიკაგოს უნივერსიტეტი კურსდამთავრებულთა შორის ნობელის პრემიის ლაურეატების რიცხვით კემბრიჯს უახლოვდება და 79-ს შეადგენს. მათ შორისაა მილტონ ფრიდმენი – მონეტარიზმის თეორიის ავტორი.

28--top-10-university-chicago

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ამ უნივერსიტეტში კონსტიტუციურ სამართალს ასწავლიდა, მისი მეუღლე მიშელ ობამა კი სტუდენტებთან მუშაობის საკითხებში დეკანის თანაშემწე იყო.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (აშშ)

29-top-10-university-massachusetts

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში წამყვანი სპეციალისტების მომზადების უმსხვილესი ცენტრია.

OLYMPUS DIGITAL CAMERA

აქ ხელოვნური ინტელექტის სფეროს ყველაზე მოწინავე კვლევები მიმდინარეობს.

31-top-10-university-massachusetts

2006 წელს მასაჩუსეტსის ინსტიტუტის სპეციალისტებმა კომპანია Nokia-სთან ერთად შექმნეს ტელეფონი გაძლიერებული გამომთვლელი უნარებით, რომელიც ხმოვანი ბრძანებების მეშვეობით მუშაობს.

კოლუმბიის უნივერსიტეტი (აშშ)

აშშ-ის ერთ-ერთი უძველესი უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც იელის უნივერსიტეტთან ერთად „სუროს ლიგაში“ (Ivy League) შედის.

კოლუმბიის უნივერსიტეტი აშშ-ის პოლიტიკური ელიტის „სამჭედლოა“. აქ სწავლობდა აშშ-ის პირველი ფინანსთა მინისტრი ალექსანდრ ჰამილტონი, აშშ-ის პრეზიდენტები თეოდორ რუზველტი და დუაიტ ეიზენჰაუერი.

სამართლიანია მოსაზრება, რომ ამ უნივერსიტეტებში ამზადებენ არა მეცნიერ-თეორეტიკოსებს, არამედ პრაქტიკის ადამიანებს. თუმცა ამის მიუხედავად კოლუმბიის უნივერსიტეტის კედლებში მიიღო განათლება ნობელის 54-მა ლაურეატმა და გარდა ამისა, სწორედ აქ ჩატარდა ურანის ატომის გახლეჩის პირველი ექსპერიმენტი.

32-top-10-university-columbia

Advertisements
Comments
One Response to “მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები. ნაწილი II”
Trackbacks
Check out what others are saying...


  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე