კარიერა და ორატორული ხელოვნება

speaker--steve-7„ვინც ლაპარაკი არ იცის, ის კარიერას ვერ გაიკეთებს“ – ბრძნულად აღნიშნა ოდესღაც ნაპოლეონმა. ლაპარაკი ადამიანის სავიზიტო ბარათი, კომუნიკაციის მთავარი საშუალებაა.

ლამაზად ლაპარაკის უნარის დახმარებით ბევრმა ადამიანმა მიაღწია არმატებას. მიღებულია, რომ ორატორული ხელოვნება დიდი პოლიტიკოსებისა და სერიოზული საქმიანი ადამიანების „ხვედრია“. საქმიანი რიტორიკა აიოლებს ადრესატამდე სათქმელის სწორად მიტანას, მოლაპარაკებების წარმატებით ჩატარებას, თანამშრომლებისთვის მკაფიო ამოცანების დასახვას და მთლიანობაში, წარმატებული კარიერის გაკეთებას.

speaker-6

ნებისმიერი ადამიანის შესახებ პირველი შთაბეჭდილება 30 წამში იქმნება. ეს ფსიქოლოგიურად დაზუსტებულია და ეჭვს არ ექვემდებარება. ამ მოვლენას სპეციალური სახელიც კი აქვს – მომენტალური ფოტოგრაფიის კანონი. ხედავთ ადამიანს და სურვილის მიუხედავად, მაშინვე გიყალიბდებათ პირველი შთაბეჭდილება მისი ასაკის, სქესის, სოციალური მდგომარეობისა და იმ მომენტისთვის ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებაც კი. საკმაოდ ხშირად პირველი შთაბეჭდილება მცდარია. ადამიანი იწყებს ლაპარაკს და ყველაფერი იცვლება.

speaker-5

ლამაზად და გამართულად ლაპარაკის უნარი, ზედმეტი სიტყვების, გამეორებებისა და ენის ბორძიკის გარეშე, ყველა სიტყვის მკაფიოდ გამოთქმა ადამიანის პორტრეტს ავსებს და მასზე კარგი შთაბეჭდილების შექმნას უწყობს ხელს. ხმა, გამოთქმის მანერა, წინადადების აგების ცოდნა, აუდიტორიამდე აზრის მკაფიოდ მიტანა – პიროვნების ისეთივე ინდივიდუალური და განუმეორებელი შტრიხია, როგორც თითის ანაბეჭდი.

ხშირად ადამიანები ფიქრობენ, რომ ორატორული ხელოვნების ფლობა ყველასთვის საჭირო არ არის, თუმცა, ლამაზად მეტყველების ხელოვნების გარეშე დიდი კარიერის გაკეთება შეუძლებელია. ზოგს ორატორული ნიჭი დაბადებიდან დაყვება, ლაპარაკს იწყებს და აუდიტორიის მთელი ყურადღება ჯადოსნური ძალით მოსაუბრისკენაა მიპყრობილი. ზოგს კი ორი წინადადების ერთმანეთზე გადაბმაც უჭირს…

speaker-1

დღეს ორატორული ხელოვნებისა და საუბრის ტექნიკის კურსებიც კი არსებობს და არა მხოლოდ თეატრებში. ამ უნარ-ჩვევების გამომუშავება ადამიანს მრავალ შესაძლებლობას აძლევს.

საკუთარი თავის რწმენა – ეს ნებისმიერი ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი თვისებაა. საკუთარი „მეს“ შეცნობა კარიერასა და პირად ცხოვრებაში წარმატების მიღწევის საშუალებას იძლევა. კარგი ხმა, გამართული, დამარწმუნებელი საუბარი ადამიანებს იზიდავს და თქვენდამი კარგად განაწყობს. საკუთარი ხმის შესაძლებლობების გამოყენებით ადამიანს შეუძლია ავტორიტეტის, პატივისცემის მოპოვება, რაც ავტომატურად ამაღლებს მის თვითშეფასებას და საკუთარი ძალების რწმენას ანიჭებს;

  • ნებისმიერ თემაზე დიდხანს, წაუბორძიკებლად საუბრის უნარი;
  • აუდიტორიის ეფექტურად დარწმუნების უნარი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გამოცდებზე, გასაუბრებებზე და საჯარო გამოსვლების დროს;
  • სხვა ადამიანების გრძნობებსა და განწყობაზე ზემოქმედება.

speaker-2

თუ სურვილი არის, ორატორული ხელოვნების დაუფლება დამოუკიდებლადაც შეუძლია. თუ ადამიანს დაბადებით არ დაყვა თამამად, რიტმულად და მოქნილად საუბრის უნარი, მისი შეძენა მაინც შეუძლია. როგორც ნებისმიერი ცოდნის შეძენისას, აქაც რეგულარულად და სისტემურად მეცადინეობა დაგჭირდებათ.

ლაპარაკის ტექნიკის ათვისების მეთოდები უამრავია. დასაწყისისთვის შეარჩიეთ მაგალითი – მსახიობი, ტელეკომენტატორი, პოლიტიკოსი. ჩაიწერეთ მისი გამოსვლები, გააანალიზეთ ლაპარაკის მოდულების წყობა, სცადეთ მჭევრმეტყველების ტექნიკის, სუნთქვის სისტემისა და სახმო კომპონენტების გამოყენების გაშიფვრა.

შემდეგი ეტაპი საკუთარ ორატორულ მონაცემებში სუსტი ადგილების გამოვლენაა. რა არ გყოფნით დამაჯერებლობისთვის? ზედმეტად ჩუმი და მოშვებული ხმა, ენის ბორძიკი, არამკაფიო გამოთქმა. კარგი იქნება, თუ დიაგნოსტიკაში სპეციალისტი ან ახლობელი ადამიანი დაგეხმარებათ.

მაგიური ხმის გამომუშავების სავარჯიშოების სისტემა სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს, მაგრამ ყველაზე ხშირად რიტორიკის კურსი ენის გასატეხებისა და მიმიკური გიმნასტიკის საფუძვლების შესწავლით იწყება.

speaker-3

ცნობილი ფრანგი მსახიობი ლუი დე ფიუნესი ყოველ დილას სარკის წინ სწრაფ ტემპში იცვლიდა სახის გამომეტყველებას, ზოგჯერ რამდენიმე წუთის განმავლობაში სამასამდე ნიღაბს “იკეთებდა” სახეზე. ყოველი როლი ბოლომდე იყო გააზრებული – დაღლილი ყეყეჩისგან სიყვარულისგან თავბრუდახვეულამდე, განრისხებული უფროსიდან დაბრმავებულ შეშლილამდე.

speaker8

ენის გასატეხების წაკითხვას რამდენიმე მარტივი წესი აქვს: თავიდან ის ძალიან ნელა უნდა იკითხოთ, გამოთქვათ ყოველი სიტყვა, სწორად დასვათ მახვილები, შემდეგ წაიკითხოთ უფრო ჩქარა, ისე რომ აქცენტები კვლავ უშეცდომოდ იყოს დასმული. ენის გასატეხის თქმის ტემპი თანდათან უნდა დააჩქაროთ, მაგრამ, თუ ლაპარაკი ბურტყუნად იქცევა, ტემპი კვლავ უნდა შეანელოთ და ვარჯიში თავიდან დაიწყოთ.

ორატორული ოსტატობა – მეცნიერება და ხელოვნება, რთული, მაგრამ საინტერესო პროფესიაა. მისი დაუფლება მჭევრმეტყველურად საუბრის აუცილებლობის აღქმით იწყება, რაც წარმატებული კარიერის და სხვა ადამიანებზე ზეგავლენის მოხდენისთვისაა საჭირო. სასურველი შედეგის მიღწევის მეთოდები კი უამრავია.

თუმცა, თუ სათქმელი არაფერი გაქვთ, საქმეს ვერავითარი ორატორული ხელოვნების შესწავლა უშველის.

მთავარი რამ კი, რაც ყველას უნდა ახსოვდეს:

speaker-4

Advertisements
Comments
One Response to “კარიერა და ორატორული ხელოვნება”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] არსებობის დროს პირველ ადგილზე მიმიკა და ჟესტები გადმოდის. და ძალიან მნიშვნელოვანია […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე