იტალიური ბიზნეს მოზაიკა: კომპანია Sicis

sicis_azienda_contatti_QzpjUDიტალიური კომპანიის Sicis-ის (სიჩის) პროდუქცია განკუთვნილია მათთვის, ვისაც დახვეწილი ინტერიერი სურს. კომპანიის პროდუქციაში გამოყენებული ულამაზესი ფაქტურები და შეფერილობები დახვეწილი დიზაინისთვის უსაზღვრო შესაძლებლობებს იძლევა.

sicis-flower-02-700კომპანიის პროფილი მოზაიკური მოსაპირკეთებელი მასალისა და ინტერიერის ნივთების დამზადებაა. მათი პროდუქცია იმდენად ორიგინალური და არაჩვეულებრივია, რომ ნებისმიერი ინტერიერის გალამაზება შეუძლია.

sicisit-002Sicis-ის ქარხანა, როგორც კომპანია თავად უწოდებს – Sicis Art Mosaic Factory – იტალიის ქალაქ რავენში მდებარეობს.

რავენელი ოსტატები მრავალი საუკუნეა ულამაზესი მოზაიკის დამზადებით არიან ცნობილი. აქვეა განლაგებული მოზაიკის მსოფლიოში უდიდესი მუზეუმიც.

Sicis-ს წარმომადგენლობა ათზე მეტ  ქვეყანასა თუ მსხვილ რეგიონში აქვს გახსნილი და მოსაპირკეთებელი მასალების წარმოების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად მიიჩნევა.

კომპანიის დამფუძნებლის მაურიციო ლეო პლაკუცის თქმით, როდესაც 20 წლის წინ მათი ქარხანა დაფუძნდა და იტალიური მოზაიკის წარმოება დაიწყო, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ XXI საუკუნეში მოზაიკა ასეთი პოპულარული გახდებოდა.

???????????????????????????????ფოტოზე: მაურიციო პლაკუცი (მარჯვნივ) Sicis-ის შოუ-რუმის გახსნაზე რომში.

sicis_opening_6ამჟამად კომპანია  Sicis მოზაიკის დამზადებაში მთელ მსოფლიოში აღიარებულ ნოვატორად მიიჩნევა. პირველად სწორედ აქ დამზადდა  იტალიური ფილები არაერთგვაროვანი ფაქტურით, რაც ხელით დამზადებულის შთაბეჭდილებას ქმნის.

კომპანია ცნობილია არაჩვეულებრივი საიუველირო ნაწარმითაც – ორიგინალური ბეჭდები, საყურეები, სამაჯურები, ყელსაბამები, საათები… ყოველი მათგანის დიზაინში აქცენტი ისევ და ისევ მოზაიკაზეა გაკეთებული.

sicis-jewellery3 sicis-jewellery5 sicis-jewellery6 sicis-jewellery-4 Sicis-Jewelry-Collection-at-Baselworld-5Sicis-ის კიდევ ერთი მიმართულება ორიგინალური  რბილი ავეჯის წარმოებაა. გულისა თუ ხელის მტევნის ფორმის სკამები, სავარძლები და დივანები მთვარის, ყვავილების ფორმის საზურგეთი… ავეჯის დასამზადებლად გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის ტექსტილი და ძველებური ტექნოლოგიების გამოყენებით გაფორმებულია ფერადი მოზაიკით.

sicis-furniture-4 sicis-furniture-1 sicis-furniture-2 sicis-furniture-3კომპანიის კიდევ ერთი ნიშა ულამაზესი მოზაიკური სკულპტურები, კედლის დეკორაციები და ინტერიერის დიზაინის სხვა ნივთებია.

sicis-wall

sicis-torsh sicis-sculpt1Sicis-ის პრიორიტეტია ასევე ორიგინალური კედლები/პანოები, რომელთა დიზაინი ისევ და ისევ მთლიანად მოზაიკაზეა აქცენტირებული.

sicis-flower1 sicis-flower2 sicis-flower-02-700 sicis-flowers3 sicis-wall2კომპანიის კიდევ ერთი მიმართულება – მოზაიკური ჭაღებია.

Sicis-lights1 sicis-lights2პროდუქციის დასამზადებლად Sicis-ის ტექნოლოგები და დიზაინერები სხვადასხვა მასალას იყენებენ, მათ შორის, კვარციტს, ხის მასალას, ნახევრად ძვირფას ქვებს, შუშას, სხვადასხვა ლითონს, უჟანგავ ფოლადსა და ოქროსაც კი.

კომპანიის უცვლელი ლიდერი პლაკუცი არ გამორიცხავს, რომ ოდესმე იტალიურ ფილებს ძვირფასი ქვებისგანაც დაამზადებს.

პლაკუცის წარმოდგენაში მოზაიკა არის „ნაჭერი, რომელიც შეიძლება ნებისიერ ნივთს შემოახვიო“. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ცოტა ხნის წინ  Sicis-მა დაიწყო მანეკენების წარმოება, რომელთაც „მოზაიკური ტანსაცმელი“ აცვიათ.

კომპანიის პროდუქცია კარგად გააზრებული ფერებთა გადაწყვეტით გამოირჩევა.  ნივთებისთვის დამახასიათებელია მკვეთრი და გაჯერებული ფერები არაჩვეულებრივ ფორმებთან ტანდემში. სულ პროდუქციის დასამზადებლად 122 სხვადასხვა ფერია გამოყენებული.

ამასთან კომპანიის დიზაინერთა შემოქმედებითი ჯგუფები ცდილობენ მიაგნონ ფერთა დახვეწილ შეხამებებს – ამჟამად Sicis-ის მოზაიკის ფერთა დინამიკა მკვეთრი ფერებია 60-იანი წლების სტილში.

„დიახ, ასეთი სტილი მოდაში იყო გასული საუკუნის 60-იან წლებში, მაგრამ დღეს მაშინდელი სტილი და ფერთა გამა ისევ ბრუნდება მოდაში, ხოლო მინიმალიზმი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე პოპულარული იყო, ნელ-ნელა კარგავს აქტუალობას – სწორედ ესაა ჩვენი არჩევანის ამოსავალი წერტილი“, – ამბობს მაურიციო პლაკუცი.

კომპანია Sicis-ის ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარი ქალის ფეხსაცმლის ფორმის აბაზანების კოლექციაა, რომელმაც მთელი მსოფლიოს დიზაინერული სამყარო აალაპარაკა.

Sicis- Art

კომპანიის ოფიციალური საიტია www.sicis.com, რომელიც იტალიურის გარდა, ცხრა სხვა ენაზეცაა ხელმისაწვდომი, მათ შორის ინგლისურად, გერმანულად და რუსულად.

Advertisements
Comments
One Response to “იტალიური ბიზნეს მოზაიკა: კომპანია Sicis”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] Sicis-ის მოზაიკით დეკორირებული აბაზანების ქალის ფეხსაცმლის ხაზი ძველებური სილამაზისა და თანამედროვე პრაქტიკულობის ნაზავია. […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე