ზიანის მომტანი კარიერა

7-crazy-bossტაბლოიდებში უყვართ წერა სხვადასხვა „მისტიურ“ შემთხვევებზე ცნობილი, განსაკუთრებით შემოქმედებითი პროფესიის ადამიანების ცხოვრებიდან: როგორ დაღუპა შესრულებულმა როლმა მსახიობი, როგორ გაიზიარა ავტორმა თავისივე გმირის ბედი, როგორ შეიწირა კინაღამ მხატვრულმა ფილმმა მთელი სამსახიობო ჯგუფი. თუმცა რეალურად ეს არა ბოროტი ბედისწერა და იმქვეყნიური ბოროტი ძალებია, არამედ ე.წ. გადაწვის სინდრომის კერძო შემთხვევები.

9-crazy-bossტერმინი burnout პრაქტიკაში 1974 წელს დამკვიდრდა იმ ჯანმრთელი ადამიანების ფსიქოლოგიური მდგომარეობის აღსაწერად, ვისაც მჭიდრო კონტაქტი აქვს ადამიანებთან პროფესიული დახმარების კუთხით, ეხება სხვის პრობლემებსა და განცდებს, ეხმარება მათ და აგვარებს კონფლიქტურ სიტუაციებს.

2-crazy-boss

მუდმივად ემოციურად გადატვირთულ ატმოსფეროში მუშაობასა და სხვისი პრობლემების უნებურად საკუთარის სიძლიერით აღქმას იქამდე მივყავართ, რომ სპეციალისტები ხანგრძლივი დროის განმავლობაში გადაჭარბებულ ემოციურ დაძაბულობას განიცდიან და ინტენსიურად ხარჯავენ საკუთარ რესურსებს. შედეგად ადამიანი იფიტება და, შედეგად, „გადაიწვება“.

ემოციური გადაწვა პიროვნების პროფესიონალური დეფორმაციის კერძო შემთხვევაა.

გადაწვის სინდრომის რისკის ჯგუფში არიან ე.წ. დამხმარე პროფესიების წარმომადგენლები და ასევე ისინიც, ვისაც რთულ კონტინგენტთან (მძიმე ავადმყოფებთან, მარგინალებთან, ძნელად აღსაზრდელებთან, კონფლიქტურ მყიდველებთან და ა.შ.) მჭიდრო კონტაქტი უწევთ. ამ ჯგუფში არიან ასევე ადამიანები, ვისაც წარმატების მიღწევა ნებისმიერ ფასად უნდათ, ჰიპერპასუხისმგებლობის გრძნობის მქონენი, პროფესიულ საქმიანობაში ძალიან ღრმად ჩაფლულები და ისინიც, ვისაც პირად და სამსახურეობრივ ცხოვრებას შორის ზღვარის გავლების უნარი არ გააჩნია.

4-crazy-boss

ემოციური გადაწვის სიმპტომებია მუდმივი დაღლილობა, განწყობის ნეგატიური ფონი, უმიზეზო შფოთვა, დანაშაულის გრძნობა, საქმეების დაუმთავრებლობის შეგრძნება, ძილის რეჟიმის დარღვევა.

ასევე უნდა აღინიშნოს ფსიქოსომატური შეუძლოდ ყოფნა (თავის ტკივილი, უსიამოვნო შეგრძნებები გულმკერდის არეში, არტერიული წნევის ცვალებადობა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის დარღვევა, ნევროლოგიური დარღვევები, ქალებში მენსტრუალური ციკლის დარღვევა და ა.შ.), მცირევადიანი ფსიქოგენური რეაქციები (აკვიატებული აზრები, შიშები და სხვ.), საკუთარი თავისა და პროფესიული საქმიანობისადმი დამოკიდებულების შეცვლა.

თუ პიროვნებას სხვა ადამიანებთან (კლიენტებთან, პაციენტებთან და სხვ.) მუშაობა უხდება, მათდამი დამოკიდებულება პოზიტიურიდან ნეგატიურისკენ იცვლება, გულგრილობა, გაღიზიანება, რისხვა, ზიზღი და სხვა უარყოფითი გრძნობებიც იმატებს.

ზოგჯერ სპეციალისტი თავის მდგომარეობას შეიძლება იმ ადამიანებს აბრალებდეს, ვინც მას მიმართავს და ამით თავის არანორმალურ ქცევას ამართლებდეს („რა მომაბეზრებლები არიან ეს პაციენტები!“ „საშველი არ არის ამ აფერისტებისგან“, ან „ხეპრე მყიდველებთან ზედმეტი თავაზიანობის გამოჩენა არ ღირს“ და ა.შ.).

ემოციურ გადაწვას ხელს უწყობს დაცემული თვითშეფასება, ემოციური არამდგრადობა, გუნდში მუშაობის უნარის არქონა, ქცევის მოდელების მოუქნელობა, კონსერვატულობა, კონფლიქტისა და პრობლემების მოგვარებისგან თავის მუდმივად არიდება, პირადი მიზნებისა და ფასეულობების ბუნდოვნება, იდეალიზმი, იმპულსურობა, იდეების აკვიატება, სამსახურეობრივი წარუმატებლობების ღრმად და ხანგრძლივად განცდისადმი მიდრეკილება, პროფესიული საქმიანობისგან ემოციური კმაყოფილების მიღების მიმართ ნაკლები ინტერესი.

ემოციურ გადაწვას ხელს უშლის, პირველ რიგში, პიროვნული ფაქტორები: ოპტიმიზმი, მაღალი ცხოვრებისეული აქტივობა, თანამშრომლობასა და კომპრომისზე ორიენტაცია, თვითგანვითარებისა და პროფესიონალური ზრდის მოტივაცია, კრეატიულად მუშაობის უნარი, განვითარებული საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები, გულღიაობა, სოციალური სითამამე.

ასე რომ, ცოდნა, რა უნდა განავითაროთ საკუთარ პიროვნებაში და რას ებრძოლოთ, ძალიან გამოგადგებათ ემოციური გადაწვის თავიდან არიდების საქმეში.

რაც შეეხება „მუზების მსახურებს“, ისინი საკუთარი პროფესიის „სიღრმეში“ ხშირად დღეების განმავლობაში იმყოფებიან. შემოქმედებითი ადამიანები, პირველ რიგში, დრამატურგები და არტისტები იმდენად ეფლობიან მუშაობაში, რომ ხანდახან საკუთარ გრძნობებს პერსონაჟების გრძნობებში ურევენ.

გონების დონეზე ისინი კვლავ იგივე პიროვნებად რჩებიან, მაგრამ ემოციურ დონეზე სამყაროს აღიქვამენ და იქცევიან სხვანაირად, მათი გმირების შაბლონის მიხედვით. ასე ხდება, რომ მოგონილი ისტორიები რეალურ ცხოვრებაში ინაცვლებს და დაჩქარებულ ემოციურ გადაწვას უწყობს ხელს.

პიროვნებაზე პროფესიის გავლენასთან დაკავშირებული კიდევ ორი საინტერესო ფენომენი არსებობს – ადმინისტრაციული აღფრთოვანება და მმართველობითი ეროზია.

ადმინისტრაციული აღფრთოვანება ერთგვარი ფსიქოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც ძალაუფლებით ექსტაზის მდგომარეობასა და ადმინისტრირებით მეტისმეტ გატაცებაში გამოიხატება, რასაც, თავის მხრივ, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასთან და ადმინისტრაციულ თვითნებობასთან მივყავართ. ამგვარი „აღტაცებით შეპყრობილები“ ხდებიან სხვადასხვა რანგის ხელმძღვანელები.

5-crazy-boss

ასეთი „აღტაცებული ადმინისტრატორები“ მბრძანებლობენ არა მხოლოდ სამსახურში, არამედ სხვა სივრცეშიც – სახლში, სტუმრად, მაღაზიაში, მასობრივი თავშეყრის ადგილებში და ა.შ. ყველგან ეძებენ მართლებსა და მტყუანებს, ყველგან ცდილობენ თავიანთი წესების დამკვიდრებას და დამნაშავეთა დასჯას. პარალელურად უვითარდებათ სხვადასხვა მანიები, მაგალითად, ეჩვენებათ, რომ ვიღაცას მათი თავიდან მოშორება სურს. ძალიან ხშირად ამგვარი აზრების დაფარვა შეუძლებელია, რაც თანამშომლების ირონიულ ან/და აგრესიულ დამოკიდებულებას იწვევს.

1-crazy-boss

მმართველობითი ეროზიის არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ რაც უფრო დიდხანს არის ადამიანი ხელმძღვანელ თანამდებობაზე, მით ნაკლებ ეფექტური ხდება მისი გადაწყვეტილებები თუ ქმედებები და მით უფრო იზრდება მბრძანებლობის სურვილი. რაც უფრო მაღალია პოსტი და ადმინისტრირების დონე, მით მეტია ძალაუფლების ნეგატიური ზეგავლენის ალბათობაც.

ადამიანი სხვებზე მბრძანებლობისგან სიამოვნებას იღებს, ნებისმიერ ფასად დომინირებას ესწრაფვის და ამ დროს საქმიან ინტერესებს უკანა პლანზე წევს, რაც, რასაკვირველია მის მიერ მმართველობითი ფუნქციების რაციონალურ შესრულებაზე უარყოფითად მოქმედებს. ასევე უჩნდება ძალაუფლების არა მხოლოდ შენარჩუნების, არამედ გაფართოების სურვილიც. უფროსობის მოთხოვნილების დაკმაყოფილებას კი იშვიათად ახერხებს.

ძალაუფლებისადმი მისწრაფება გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. სპეციალისტების აზრით, ეს ეფექტი ალკოჰოლური და ნარკოტიკული დამოკიდებულების მსგავსია. ამიტომაც ამბობენ ხშირად, რომ ძალაუფლება ადამიანებს აფუჭებს.

მმართველობითი ეროზიის წამალი ხელმძღვანელი კადრების როტაციაა. თუ თავად ხართ ხელმძღვანელ პოსტზე, საკუთარ თავს ზემოთ აღწერილი ნეგატიური ცვლილებების ნიშნები შეატყვეთ და დამოუკიდებლად პრობლემას ვერ უმკლავდებით, თქვენი და თქვენი კომპანიის მომავლის საკეთილდღეოდ დახმარებისთვის სპეციალისტს – ფსიქოლოგს ან ფსიქოთერაპევტს უნდა მიმართოთ.

ხომ არ გესიამოვნებათ, თქვენზე რომ თქვან:

6-crazy-bossარადა, რა იოლი სათქმელია, თუ თავად არ ხართ ბოსი!

8-crazy-boss

Advertisements
Comments
One Response to “ზიანის მომტანი კარიერა”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] ამოცანების დასახვას და მთლიანობაში, წარმატებული კარიერის […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე