როგორ გამოვიმუშაოთ დროის შეგრძნება

7-sleepy

ყოველ საღამოს, დაძინებისას ვფიქრობ, რომ დილას 10 წუთით ადრე ავდგები, ყველაფერს მოვასწრებ და არც სამსახურში დამაგვიანდება. თუმცა ასე ძალიან იშვიათად მომხდარა. რასაკვირველია, ორიოდეჯერ ნამდვილად ავდექი ადრე, მაგრამ ამით გათამამებულს მეგონა, დილის ყველა საქმე ნელა შემეძლო მეკეთებინა და შედეგად მაინც ვიგვიანებდი. ბედნიერ გამონაკლისებში კი გარე ფაქტორები მიწყობდა ხელს, მაგალითად თავისუფალი გზები.

12-sleepy

ერთ დღეს გადავწყვიტე, რომ დროისთვის ზემოდან ყურებისთვის თავი დამენებებინა და საკუთარ თავს რამდენიმე კითხვა დავუსვი:

რა დროა?

დილაობით ხშირად მინახავს სცენა: დედა პატარა ბავშვს სწრაფი ნაბიჯით მიარბენინებს

sleepy454და თან ჩასჩიჩინებს – დროზე გამოადგი ფეხი, რა კუს ნაბიჯით მოდიხარ! და ამ დროს წარმოდგენაც არ აქვს, რომ მისი შვილი მთელი ცხოვრების განმავლობაში ყველგან დაიგვიანებს.

ბავშვებს საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ დროზე. მათ ისიც არ ესმით წესიერად, როგორაა მოწყობილი უფროსების ცხოვრება, რატომ ჩქარობს დედა სამსახურში წასვლას, თავად „სამსახურიც“ რაღაც აბსტრაქტული ცნებაა. დედა უხსნის, რომ სამსახურში დროზე რომ არ მივიდეს, ქვეყანა დაიქცევა და ამიტომ უნდა იჩქაროს. ბავშვს არ ესმის, მაგრამ იმახსოვრებს: „სწორია, როცა გეჩქარება. ასე უნდა იცხოვრო“.

მეც ასე დამარბენინებდნენ ბავშვობაში და აი, დღესაც სულ სადღაც მეჩქარება. ხშირად 2 საათის განმავლობაში სამ ადამიანთან შეხვედრას ვნიშნავ ქალაქის სხვადასხვა ბოლოებში, პლუს დანტისტთან ვიზიტს და საღამოს მეგობრებთან ერთად კლუბში წასვლაც მინდა ხოლმე. ვჩქარობ, როგორც შემიძლია, მაგრამ ვერასდროს ვასწრებ.

მინდა თუ არა იქ წასვლა?

ხანდახან პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსე ადამიანებსაც კი ემართებათ ისე, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილას მისვლას ვერ ასწრებენ. მათ ყოველთვის აქვთ “სარწმუნო ალიბი” – საცობი, გაჭიანურებული მოლაპარაკებები, ავად გამხდარი ბავშვი ან რაღაც მსგავსი. ხანდახან კი ფორს-მაჟორი სისტემად იქცევა: პუნქტუალობის სიმბოლო
2yawningქრონიკულად იგვიანებს სამსახურში ან კონკრეტულ ადამიანთან შეხვედრაზე. გაუცნობიერებლად, მაგრამ მაინც სულ რაღაც ხდება, რაღაც წასვლის საშუალებას არ აძლევს. ამას მისტიკას ვერ დავაბრალებ. დავაკვირდი და აღმოვაჩინე, რომ სამსახურში სიარული და კონკრეტული ფიზიონომიის დანახვა არ მინდა. ჩემი ქვეცნობიერი კი ამ დროს საბოტაჟს მიწყობს და ყველაფერს უფრო ნელა ვაკეთებ, დროს არასწორად ვგეგმავ, ზედმეტ საქმეებს მივედ-მოვედები და შედეგი კვლავ იგივეა.

რაზე ვიფიქრო?

ბევრი ჩქარ-ჩქარა აკეთებს საქმეებს, რათა არ იფიქროს საკითხზე, რომელსაც ვერ აკონტროლებს. პირადი ცხოვრება, ნათესავებთან პრობლემები და მსგავსი მომენტები საკმაოდ მნიშვნელოვანია ადამიანის ცხოვრებაში, იმავდროულად კი აბსოლუტურად სტიქიური და უკონტროლო. ამიტომაც მსგავს სიტუაციებში უფრო მარტივი საქმეების კეთებას ვიწყებ. მერე რა, რომ თმა წითლად შემეძლო არც შემეღება, სამაგიეროდ სახეზე, უფრო სწორად, თავზე მაქვს შედეგი, რომელიც რწმენას მმატებს, რომ ცხოვრებას მე ვმართავ და არა პირიქით! ერთხელ საკუთარ თავს გამოცდა ჩავუტარე და ვკითხე: რაზე ვიფიქრებდი ახლა, სამზარეულოს საწმენდი საუკეთესო სითხის ძებნით და გამოკითხვის ჩატარებით რომ არ ვიყო დაკავებული მეთქი და პასუხად მივიღე შინაგანი დიალოგი ჩემთვის საინტერესო ადამიანთან. შევეშვი სამზარეულოს საწმენდ სითხეს და დიალოგზე გადავერთე, კარგად ვივარჯიშე და შემდეგ საუბრის დაწყებაც გავბედე. შედეგი იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ მთელი მსოფლიოს საუკეთესო სამზარეულო სითხეები ვერ გადაწონიდა.

როგორ მოვიბოდიშო?

არიან ადამიანები, ვინც ყურადღების ცენტრში მოხვედრის მიზნით იგვიანებენ. მათი ქმედების ქვეცნობიერი მიზეზი, ყურადღების მიქცევის გარდა, „ფსიქოლოგიური
მოფერების“ მიღებაცაა პატიების სახით. ამ ბავშვური მანიპულაციის მიზეზი კი სულიერი ტკივილია, რაც ადამიანის სიღრმეშია ჩამალული.

საბედნიეროდ, ასეთი ადამიანის ხელახლა აღზრდა შესაძლებელი აღმოჩნდა (ჩემი მეგობარი, ჩემზე უარესი დამგვიანებელი – ყველაფერი, მათ შორის არაპუნქტუალურობაც შედარებითია) – ერთ მშვენიერ დღეს დავანებე მის „დედიკოობას“ თავი და როცა ჩემგან მორიგ „არა უშავს“-ს ელოდა შეხვედრაზე საათნახევრით დაგვიანების შემდეგ, ეგრე იოლად აღარ ვაპატიე. გაბრაზებულმა ავუხსენი, რამდენ საქმეს მოვასწრებდი ამ დროში, ტყუილად რომ არ ვმჯდარიყავი და მისთვის არ მეცადა და თან დავუმატე, როგორ მომეშალა ნერვები. ამით ვაიძულე შემდეგში მოქცეულიყო ისე, როგორც უფროს ადამიანს შეეფერება.

ამ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ კი, თვითაღზრდისთვის კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი.

დავგეგმე დღის განრიგი: ხშირად ზუსტად იმიტომ ვაგვიანებდი, რომ საქმის კეთებას ბოლო წამში ვიწყებდი და მაშინვე დამთავრებაც მინდოდა. ხანდახან აუცილებელიც იყო, მაგრამ მე ჩვევაში მქონდა გადასული. მაგალითად, დილაობით სამსახურში წასვლამდე საჭირო საქმეების ნაწილი წინა საღამოსთვის გადავიტანე. რასაკვირველია, საუზმეს და ტანსაცმლის ჩაცმას ეს არ შეხებია, მაგრამ აი, ტანსაცმელს წინა საღამოს ვირჩევ. თუ ლოგინთან დალაგება დამეზარა, ვიფიქრებ ხოლმე და მეორე დილას გადაწყვეტილებას არ ვცვლი, თუ გარეთ კატასტროფულად შეუფერებელი ამინდი არ დამხვდა. დაახლოებით 10 წუთის ეკონომია გავაკეთე და პლუს, ფეხსაცმელსაც წინა საღამოს ვწმენდ.

დავთვალე დახარჯული დრო: ჩამოვწერე ყველა საქმე, რისი გაკეთებაც დღის განმავლობაში მიხდება და მივუწერე მათზე დახარჯული დრო. მერე კი ჩამოვწერე პრიორიტეტების მიხედვით, გამოვყავი საქმეები, რომელთა გაუკეთებლობა არ გამოვიდოდა და სულ რამდენიმე დამრჩა. მათ შორის ჩემი საყვარელი სათავგადასავლო სერიალის ყურებაც აღმოჩნდა, ამიტომაც მას შემდეგ 5 სერიის ნაცვლად 4 სერიით ვკმაყოფილდები, თანაც ჩამოტვირთვისთვის დროს აღარ ვხარჯავ და პირდაპირ ონლაინ რეჟიმში ვუყურებ.

sleepy545დავგეგმე კონკრეტული საქმეები: წინასწარ ვგეგმავდი, ამა თუ იმ საქმისთვის რა დრო დამჭირდებოდა და ვცდილობდი, ამ დროში ჩავტეულიყავი. თუ არ გამომდიოდა, მეორე დღის გეგმაში შემქონდა. როცა ქალაქში ბევრი სიარული მიწევს ხოლმე, წინასწარ ვირჩევ ოპტიმალურ მარშრუტს და ცოტა დროს მარაგშიც ვიტოვებ, რომ გაუთვალისწინებელმა დაბრკოლებამ, მაგალითად ნახევარსაათიან საცობში ყურყუტმა გრაფიკს ძალიან არ ჩამომარჩინოს.

მოვეშვი თავის მართლებას: მაინც დავაგვიანე? დავაგვიანე და მორჩა! თავის მართლება და ბოდიშები საქმეს ვეღარ უშველის. ადრე, როცა თავის მართლებას მოვყვებოდი ხოლმე, დაგვიანების ფაქტი შინაგანად არ მაწუხებდა, შემდეგ კი შევეცადე გამეანალიზებინა, რომ დაგვიანება არაეთიკური საქციელია და მას მერე გაცილებით უფრო იოლად ვახერხებ დროულად მისვლას.

აღარ ვიპარავ სხვის დროს: როცა მე ვიგვიანებდი, სადღაც კი ვიღაც მელოდა, ამ ვიღაცას თავისი სიცოცხლის ნაწილს ამაო ლოდინში ვაკარგვინებდი და სულაც არ ქონდა მნიშვნელობა, 5 წუთი დამაგვიანდებოდა თუ ერთი საათი. დრო განახლებადი რესურსი არ არის და ამ უსინდისოდ მოპარულ წუთებს ვერასდროს ვერავის დავუბრუნებდი.

არ მინდა, მოვიტყუო და ვთქვა, რომ ამ ყველაფრის შემდეგ პუნქტუალობის ნიმუშად ვიქეცი, მაგრამ უპასუხისმგებლო დამგვიანებლის იმიჯი საგრძნობლად გამოვასწორე. მეტი საქმის გაკეთებასაც ვასწრებ, სტრესსაც ავარიდე თავი და აღარც ჩემი მეგობრების ხითხითის სმენა მიწევს, როცა სადმე ერთად წასვლას ვგეგმავთ და შეხვედრის დროს ვათანხმებთ.

11-sleepy
Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე