ანტისტრეს-ფიტნესი ოფისურად

office-anti-stress-fitness-friday

ვის არ გამოგიცდიათ სტრესული სიტუაცია: საჭიროა მუშაობა, უამრავი საქმე გაქვთ, დრო არ ითმენს, ხუთი წუთის წინ კი უფროსის შენიშვნებმა დაძაბულობა მოგიმატათ, კოლეგასთან საუბარმა ან სულაც ცუდმა ამბავმა ხასიათი გაგიფუჭათ, იმდენი საქმე დაგეყარათ თავზე, რომ აშკარად ხედავთ, დანიშნულ დროში ვერ მოასწრებთ და პანიკაში ვარდებით – როგორ უნდა გამოხვიდეთ ასეთი მდგომარეობიდან?

2-office-anti-stress-fitness-friday

სტრესის  საკუთარ თავში დაგროვება დაუშვებელია – სტრესი გაბერებთ, გასუქებთ, გონებას გიზიანებთ, ცელულიტისა და ნაოჭების წარმოქმნას გიჩქარებთ და რაც ყველაზე მთავარია, მკვეთრად გიქვეითებთ იმუნიტეტს აქედან გამომდინარე ყველა შედეგითურთ.

უნდა ისწავლოთ სტრესის მოხსნა. პირველ რიგში კი ოფისში, სადაც არაფერში გამოგადგებათ სტრესის მოხსნის ტრადიციული მეთოდები – მედიტაცია, რელაქსაცია, არომათერაპია, აქტიური გიმნასტიკა და ტრანკვილიზატორები.

სამსახურში სტრესთან მოსაწევად გასვლით, ტკბილი ფუნთუშებით და მაგარი ყავით ბრძოლა რეკომენდებული არ არის. შეგიძლიათ გამოიყენოთ მხოლოდ საღეჭი რეზინი, პიტნის კანფეტები ან შოკოლადის პატარა ნატეხი, რომელსაც კი არ ჩააკნატუნებთ, ნელა გაალღვობთ პირში.
ნებისმიერ სამრეწეველო პირობებში სტრესის მოხსნის ყველაზე ეფექტური მეთოდი პატარა, შეუმჩნეველი ანტისტრეს-ფიტნესია – თავსდამტყდარი სტრესის უარყოფითი ზეგავლენისგან გასათავისუფლებლად გააკეთეთ რამდენიმე წუთიანი, სასიამოვნო მოთელვა.

პირველი – გაასწორეთ ზურგი, გაშალეთ მხრები და შეკუმშეთ მუცელი. ეს შეგიძლიათ მჯდომარემაც გააკეთოთ და ყველა პოზაში, რომელშიც სტრესი მოგისწრებთ, ის ხომ უცებ გატყდებათ თავს და მხრებში გხრით… ამის გამოსწორება იოლია, გაიმართეთ და გაჭიმეთ სხეული. აი, სტრესის ერთი შედეგი ლიკვიდირებულია – თქვენ სხეულის პირვანდელი ფორმა დაიბრუნეთ.8-office-anti-stress-fitness-friday

ახლა ერთი წუთით დახუჭული თვალებით დაჯექით, დაანებეთ თავი უფროსის უსიამოვნო შენიშვნაზე, კოლეგასთან კამათზე თუ ცუდი ამბის მაუწყებელ სატელეფონო ზარზე ფიქრს. დაფიქრდით,  როგორ გამოიყურებით ახლა და გაიხსენეთ, რომ სტრესის შემოტევის შემდეგ არა მხოლოდ აღნაგობა გიუშნოვდებათ, არამედ სახის გამომეტყველებაც.

5-office-anti-stress-fitness-friday

აი, აზრები უკვე სხვა მიმართულებით წავიდა და დროა, სახეს საფუძვლიანად მიხედოთ. ნუ აღელდებით და არც სარკესთან მირბენა იჩქაროთ. ჯერ მოუშვით სახე, გაათავისუფლეთ ნაკვთები დაძაბულობისა და ნაწყენი გამომეტყველებისგან.

რამდენჯერმე გადაისვით ენა ტუჩებზე. მიიდეთ ხელები შეუბლზე და მსუბუქად მიიჭირეთ, ნაზად დაიტყაპუნეთ ხელები ლოყებზე და დაიზილეთ საფეთქლები. როგორ ხართ, ნუთუ ცოტა არ მოგეშვათ?

გადადგით შემდეგი ნაბიჯი. რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ, დაიწყვეთ ხელები მუხლებზე და მოეშვით. შემდეგ რამდენიმე ღრმა სუნთქვა გადაჭდობილი თითებით. თუ მაგიდასთან ზიხართ და თქვენს ფეხებს ვერავინ ხედავს, გაიხადეთ ფეხსაცმელი და მსუბუქად შეახეთ ტერფები იატაკს (აუცილებლად მთელი ფეხისგულით).

კიდევ ერთი დაჩქარებული ვარჯიში სტრესის მოსახსნელად ხელის მყარ ზედაპირზე დარტყმაა. ეს ამშვიდებს და კონცენტრაციის უნარსაც აბრუნებს. თუ სტრესმა ხმაურიან შენობაში
მოგისწროთ, თქვენი ვარჯიშის ხმას ვერავინ გაიგონებს. ლეგენდები ამბობს, რომ ამ ვარჯიშს ხშირად მიმართავდნენ ამაზონიელები – აი, ვინ იცოდა კარგად სტრესთან გამკლავება და არასდროს კარგავდა ძლიერებასა და საბრძოლო განწყობას!

თუ ვერავინ გხედავთ, სტრესის განსადევნად შეგიძლიათ იხტუნაოთ და ხელ-ფეხი იქნიოთ. ეს არც ვარჯიშია, არც გიმნასტიკა, უბრალოდ, ხელ-ფეხის დაუძაბავად, თუნდაც აგრესიულად ქნევა უარყოფითი ემოციებისგან გაგათავისუფლებთ, თანაც რა მნიშვნელობა აქვს, თქვენ ხომ ვერავინ გხედავთ.
12-office-anti-stress-fitness-fridayსუნთქვითი გიმნასტიკა დაძაბულობისა და გაღიზიანების მოხსნის, ასევე დაღლილობასთან ბრძოლის შესანიშნავი საშუალებაა.

სტრესის წინააღმდეგ ბრძოლისთვის კიდევ ერთი მეთოდი არსებობს: შემოჯექით სიმაღლეზე, მაგიდაზე ან რაფაზე. გადააიდეთ ფეხი ფეხზე რამდენჯერმე მონაცვლეობით, შემდეგ გადადებული ფეხები ხან მარჯვნივ გაწიეთ და ხან მარცხნივ.

გაშალეთ ფეხები, დაძაბეთ, კვლავ მოუშვით. ცოტა მოხარეთ ფეხები მუხლებში, დაიჭირეთ ისინი პარალელურად და ჯერ მარჯვნივ გაიქნიეთ, მერე კი მარცხენა მხარეს. შემდეგ ადექით, კარგად გაიჭიმეთ, ღრმად ამოისუნთქეთ და შეგიძლიათ დამშვიდებული დაუბრუნდეთ სამუშაო ადგილს – ახალი შეგრძნებებით, კარგი განწყობით და გონივრული ფიქრებით.

უთხარით სტრესს „არა“ ოფის-ფიტნესის დახმარებით!

1-office-anti-stress-fitness-friday

Advertisements
Comments
3 Responses to “ანტისტრეს-ფიტნესი ოფისურად”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] ნივთიერება – ალლიქსინი, რომელიც სტრესისადმი მდგრადობას ზრდის და ორგანიზმს სიმსივნური […]

  2. […] ნივთიერება – ალლიქსინი, რომელიც სტრესისადმი მდგრადობას ზრდის და ორგანიზმს სიმსივნური […]

  3. […] სტრესის ბუნება ისეთია, რომ ადამიანი მისი გავლენის ქვეშ საკმაოდ დიდხანს შეიძლება იყოს, დაუძლურდეს დაუსრულებელი უარყოფითი ფიქრებისგან, გამოეფიტოს ორგანიზმი, დაუზიანდეს ჯანმრთელობა. […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე