აგლაონემა – როგორ მოვუაროთ სახლის პირობებში

4აგლაონემა – მალაიზიური წარმოშობის ბუჩქის მსგავსი, მოკლეღეროიანი მცენარეა. ის 1880 წელს აღმოაჩინეს და ამის შემდეგ მოყვარულ მებაღეებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ოთახის მცენარეა. სახლის პირობებში ზრდისას ასაკოვანი აგლაონემა 80 სმ. სიმაღლესა და 50 სმ. სიგანეს აღწევს. აგლაონემა 3-4 წელიწადი ცხოვრობს, შემდეგ კი ნელ-ნელა ფოთლები სცვივა.

DSC00016ამ მცენარის ყვავილები ძალიან უღიმღამო და უინტერესოა, ისინი, ჩვეულებრივ, ერთ ყვავილედშია მოქცეული. აგლაონემას დეკორატიულ მცენარეთა რიგში მისი ლამაზი ფოთლები აყენებს.

7აგლაონემას ფოთლები დაახლოებით 20 სმ. სიგრძის იზრდება, ლანცეტის ფორმისაა და გრძელი ყუნწი აქვს. ფოთლები ძალიან ჭრელია, ვერცხლისფერი წერტილებით. ასაკის მატების კვალდაკვალ კი ღეროს ძირიდან სცვივა.

აგლაონემა ძირითადად სახლისა და ოთახის ცუდად განათებული, ფანჯრებიდან მოშორებული კუთხეებისთვისაა განკუთვნილი, ამიტომ ის შეგიძლიათ ტუალეტსა და კორიდორში, სამზარეულოსა და სხვა ოთახების ბნელ კუთხეებში დადგათ, სააბაზანოშიც კი.

3აგლაონემას შემდეგი შემადგენლობის მიწა ჭირდება: 1/3 ჩვეულებრივი ყავისფერი მიწა და 2/3 სათბურის მიწა ოთახის მცენარეებისთვის. აგლაონემა უნდა კვებოთ მაისიდან სექტემბრამდე, თვეში ორჯერ, სპეციალური ოთახის მცენარეების სასუქით.

8აგლაონემას ტენიანი ჰაერი უყვარს, ამიტომ დროდადრო ჰაერში მსუბუქად გააფრქვიეთ წყალი. მცენარე ზამთარში კვირაში ერთხელ, 20 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე კი ყოველ სამ დღეში უნდა მორწყათ.

2აგლაონემას რეგულარულად ჭირდება გადარგვა – ყოველ წელს, ადრე გაზაფხულზე, ძირითადად, მარტში ან აპრილში.

DSC00049სასარგებლო რჩევები: აგლაონემა შხამიანი მცენარეა, მის ფოთლებთან შეხება კანის გაღიზიანებას იწვევს, ამიტომ ის ბავშვებსა და შინაურ ცხოველებს უნდა მოარიდოთ. მათთან მუშაობის შემდეგ კი ხელები თავადაც კარგად დაიბანოთ. აგლაონემას ფოთლები თამბაქოს კვამლისა და ცივი, ორპირი ქარისგან ყვითლდება. 15 გრადუსზე დაბალ ტემპერატურაზე აგლაონემას ფოთლებზე ლაქები ჩნდება.

9

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე