Maltese Falcon: ერთ-ერთი უდიდესი აფრიანი იახტა მსოფლიოში

თუ იახტების მოყვარული ხართ და 100 მილიონი დოლარი გაქვთ, Maltese Falcon თქვენს განკარგულებაში შეიძლება აღმოჩნდეს. სწორედ ამ ფასად იყიდება ეს არაჩვეულებრივი მეგა იახტა. ერთი კვირით მის დასაქირავებლად კი დაახლოებით 600 ათასი დოლარია საჭირო.

Maltese-Falcon-13 არაჩვეულებრივი აფრიანი იახტა სიდიდით მესამეა მსოფლიოში და ის ცნობილ ბიზნეს-ლედის ჰელენ ამბროსიადუს (Helen Ambrosiadou) ეკუთვნის. ამბროსიადუ IKOS-ის (European Investment Management Company) დამფუძნებელია. helen-ambrosiadou
Maltese Falcon (მალტის შევარდენი) LOA-ს  მიხედვით 289 ფუტია, რაც 88 მეტრს უდრის.  (LOA ასე განიმარტება: Length Over All, ანუ სიგრძე ყველა პარამეტრის მიხედვით). Maltese-Falcon-9 Maltese Falcon-ის აფრების სისტემა ძალიან ეფექტურია, იახტას მარტო ერთი აფრით 20 კვანძის განვითარება შეუძლია. 2,400 კვადრატული მეტრის ფართობის აფრები ანძებს შორის ისეა დამონტაჟებული, რომ გაშლილ მდგომარეობაში ყოფნისას ისინი თითქმის ერთმანეთს ეხება. Maltese-Falcon-4 „მალტის შევარდენის“ რევოლუციური აფრის სისტემა – DynaRig, ფაქტობრივად, ახალი ერაა აფროსნობის ისტორიაში: სამი მბრუნავი ანძა, რომლებზეც 15 აფრაა დამაგრებული – მოხერხებული მანევრირების,  სიმძლავრისა და შთამბეჭდავი სისწრაფისთვის. „შევარდენს“ ატლანტის ოკეანის 10 დღეში გადაცურვა შეუძლია. ფალკონის შიდა ნაწილი ატრიუმის ტიპის ძირითადი ნაგებობით ულამაზესია. სამი გემბანი მომრგვალებული კიბით ერთიანდება, რომელიც ძირითად ანძას ერტყმის გარს და ამაღლებული ადგილის ეფექტს ქმნის. Maltese-Falcon-1 ბაქნების ნაწილი ზემყარი შუშისგანაა დამზადებული, რაც ქვედა ბაქნის ბუნებრივ განათებას უზრუნველყოფს. „მალტის შევარდენის“ ძირითადი ბაქანი დიდი, ღია სივრცეა, პლუს უზარმაზარი სათავსი, ორი სტუდიური ზონა და შთამბეჭდავი სასადილო. Maltese-Falcon-15 მეგა იახტას  ხუთი კაიუტა აქვს ქვედა ბაქანზე და ერთი – ზედა ბაქანზე. იქვეა მზის აბაზანის მისაღები მოედანი და საჭეც. Maltese-Falcon-11 Maltese Falcon-ის კიდევ რამდენიმე ფოტო:
Maltese-Falcon-2 Maltese-Falcon-3 Maltese-Falcon-5 Maltese-Falcon-6 Maltese-Falcon-7 Maltese-Falcon-8 Maltese-Falcon-12 Maltese-Falcon-14 მსოფლიოში ყველაზე დიდ აფრიან კერძო იახტად, LOA-ს მიხედვით, სახელგანთქმული Eos მიიჩნევა. ის 305 ფუტის (93.02 მეტრის) სიგრძისაა.
Advertisements
Comments
One Response to “Maltese Falcon: ერთ-ერთი უდიდესი აფრიანი იახტა მსოფლიოში”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] იახტაზე ასევე განთავსებულია ბიბლიოთეკა, კინოთეატრი, რესტორნები და ყველაფერი სხვა, რაც ცივილიზებულ ადამიანს დასვენებისთვის ესაჭიროება. აქვეა მოედანი წყლის გართობებისთვისაც. […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე