ICON A5 – ახალი სიტყვა ფრენის უსაფრთხოებაში

კომპანია IconAircraft-ის მსუბუქი სპორტული თვითმფრინავი А5 საავიაციო კატასტროფების ერთ-ერთ მთავარ მიზეზს – შტოპორით ვარდნას გაუმკლავდება.

10icona5safetyplanefridayორადგილიანი თვითმფრინავის გამოცდა, რომელიც საკმაოდ მკაცრ გრაფიკში მიმდინარეობდა, წარმატებით დასრულდა და А5 უკვე მზადაა სერიულ წარმოებაში ჩასაშვებად.

icona5safetyplanefridayА5 – ასეთი კლასის პირველი თვითმფრინავია, რომელიც მთლიანად აკმაყოფილებს FAA-ს (იშიფრება, როგორც Federal Aviation Administration, ავიაციის ფედერალური ადმინისტრაცია) მოთხოვნებს შტოპორით ვარდნის მიმართ მდგრადობის თვალსაზრისით.

9icona5safetyplanefridayთვითმფრინავების უსაფრთხოების ხარისხის ამაღლების საკითხში ეს მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან შტოპორით ვარდნა (ავიაციაში: თვითმფრინავის დაშვება სპირალურად) ტრაგიკული ავიაინციდენტების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

12icona5safetyplanefriday„ფუნქციურად სრულყოფილი თვითმფრინავის შექმნა, რომლის კონსტრუქციაში უსაფრთხოების ყველა ზომაა გათვალისწინებული, იოლი ამოცანა არ ყოფილა და, შესაბამისად, მის შემუშავებას გაცილებით მეტი დრო დაჭირდა, ვიდრე გათვლილი გვქონდა“, – განაცხადა კომპანია Icon-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კირკ ჰოკინსმა (Kirk Hawkins) FAA-ს სერთიფიკატის მიღებისას.

14icona5safetyplanefridayА5-ს კონსტრუქციას საფუძვლად დაედო NASA-სა და FAA-ს მიერ ათეულობით წლების განმავლობაში წარმოებული კვლევები, რომლებიც შტოპორით ვარდნით გამოწვეულ ავიაკატასტროფებზე იყო დაფუძნებული.

რა თქმა უნდა, რისკის მთლიანად განეიტრალება გამორიცხულია, მაგრამ  Icon-ის ვარდნის საწინააღმდეგო კონსტრუქციას საფრთხის მნიშვნელოვნად შემცირება მაინც შეუძლია.

8icona5safetyplanefridayექსპერტი საავიაციო სფეროში რიჩ სთოუელი (Rich Stowell) თავის წიგნში „Stall/Spin Awareness“ აღნიშნავს, რომ შტოპორით ვარდნის მრავალრიცხოვანმა წინასწარ დაუგეგმავმა შემთხვევებმა ფრენისადმი ლტოლვა შეიძლება შეარყიოს.

13icona5safetyplanefridayსთოუელმა, რომლის ანგარიშზეც კონტროლირებულ შტოპორში შესვლის 32 ათასი შემთხვევაა ათობით სხვადასხვა თვითმფრინავზე, სასწავლო კურსი გაატარა უამრავ პილოტს და ასწავლა, როგორ უნდა გამოიცნონ შტოპორში შესვლის წინასწარი ნიშნები და როგორ უნდა აიცილონ საფრთხე თავიდან, თუ შტოპორით ვარდნა მაინც დაიწყო. პილოტის დეზორიენტაცია ხომ სწრაფი ვარდნის პირობებში თვითმფრინავის დაღუპვის დამატებითი პირობაა.

5icona5safetyplanefridayკომპანია Icon-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ იმედი აქვთ, თვითმფრინავის დამატებითი გამოცდის პროცესში რაც შეიძლება მეტი პილოტი მიიღებს მონაწილეობას. თვითმფრინავის კონსტრუქცია ვარდნის დროს უსაფრთხოების დიდ „მარაგს“ ითვალისწინებს, ანუ პილოტს შტოპორის თავიდან აცილების მეტ შესაძლებლობას აძლევს, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია არა მხოლოდ დამწყები, არამედ გამოცდილი მფრინავებისთვისაც.

7icona5safetyplanefridayშტოპორით ვარდნისას რისკის შემცირების მიზნით შემუშავებული ტექნოლოგიები ზოგიერთ სხვა თვითმფრინავშიც არის კონსტრუირებული, მათ შორის Cirrus SR20/22-სა და Cessna Corvalis-ში, თუმცა ისინი FAA-ს სტანდარტს ბოლომდე არ შეესაბამება.

3icona5safetyplanefridayცნობილმა მფრინავმა-გამომცდელმა А5 პროტოტიპზე 360-ზე მეტი ტესტი ჩაატარა, რომელთა დროსაც სხვადასხვა სცენარით ვარდნის იმიტაცია ხდებოდა. ასეთი გამოცდები იოლი არასდროს არის, მაგალითად,  Cessna-მ მსგავსი გამოცდების დროს ორი პროტოტიპი დაკარგა. საბედნიეროდ, პილოტებმა ორივე შემთხვევაში პარაშუტით უვნებლად  დაშვება მოახერხეს.

2icona5safetyplanefridayმალე А5-ის სერიული მოდელის გამოცდა უნდა დაიწყოს. თვითმფრინავს ექნება როგორც მყარ ზოლზე, ისე წყალზე დაჯდომის ფუნქციები. ამ ტიპის А5 აღჭურვილია ელექტროსისტემით, რომლის საშუალებითაც ხდება ფრთების ჩაკეცვა და თვითმფრინავის ვიწრო ანგარში ან ფართო ავტოსადგომში განთავსება, შემდეგ კი აეროდრომისგან ან წყალსაცავისკენ გადაზიდვა.

6icona5safetyplanefridayგამოცდის წარმატებით დასრულების შემდეგ კომპანია Icon-მა  А5-ზე ასობით შეკვეთა მიიღო. სპორტული თვითმფრინავის სერიული წარმოება წელსვე დაიწყება.

icona5safetyplanefriday 11icona5safetyplanefriday

Advertisements
Comments
3 Responses to “ICON A5 – ახალი სიტყვა ფრენის უსაფრთხოებაში”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] – ყველაზე უსაფრთხო და იაფი საფრენი აპარატი […]

  2. […] საქმე აშშ-ში ლიცენზირებამდე მივა, ეს საფრენი აპარატი „ულტრამსუბუქთა“ კლასიფიკაციაში […]

  3. […] რომ გაზ-ელექტრული ჰიბრიდული მოდელის ფრენის ხანგრძლივობა, სულ მცირე, ერთი საათით მაინც […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე